19/02/2022
Mutso
The village, almost completely abandoned more than a century ago, is a home to approximately 30 medieval fortified dwelling units arranged on vertical terraces above the Mutso-Ardoti gorge, four combat towers and ruins of several old structures and buildings. Difficult to access, the village retains original architecture, and is a popular destination for tourists and mountain trekkers. Listed, however, among the most endangered historic monuments of Georgia, a project of the rehabilitation of Mutso has been developed since 2004.
A legend has it that the villagers worshiped the Broliskalo Icon of Archangel. They were renowned as fighters and hunters, and considered themselves permanent members of the army of the sacred flags and guardians of fabulous treasury donated to the Icon over the centuries. The legends say the treasury that is still kept in the high mountains around Mutso waiting for the chosen one to come.
As the legend puts it “the Shetekauris dug Mutso”, which indirectly indicates that the family founded the village or the family history started together with the founding of Mutso.
მუცო პირიქითა ხევსურეთის შემორჩენილი ნასახლარებიდან უძველესია. 1769 წ. გადაუწვავთ და ნანგრევებათ უქცევიათ, ხოლო 1820 წ. შამილის მოლაშქრეების შემოსევის შემდეგ ციხე-სოფელში სიცოცხლე თითქმის აღარ განახლებულა.
არსებობს ლეგენდა მუცოს საიდუმლო განძის შესახებ:
ლეგენდის თანახმად სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ და თავს წმინდა დროშათა არმიის მუდმივ წევრებად თვლიდნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ ენით აუწერელ საგანძურს. მხოლოდ ორმა კაცმა იცოდა საიდუმლო საგანძურის ადგილსამყოფელი. საგანძურიც და დროშაც მხოლოდ ხევსურთა უდიდეს დღესასწაულზე _ "ათენგენობაზე" გამოჰქონდათ. ჩამოატარებდნენ მედროშენი ზანზალაკებიან დროშას, მუხლს მოიყრიდნენ მის წინაშე ხატის ყმები, გამორჩეულ საკარგყმოს ლუდით სავსე "ხატის თასებს" ჩამოურიგებდნენ და იმით მოსაგონარს სვამდნენ, ვინც სამშობლოსათვის დასდო თავი. მერე დაწყებული ჟამიანობა და საიდუმლოს გასანდობად ღირსეული ახალგაზრდის ძიებაში საგანძურისა და დროშის სამალავების მცოდნეებმა საიდუმლო საფლავში თან წაიღეს. ასე დარჩა ლეგენდად მუცოს მიუვალ კლდეებში დამალული განძი და დროშა. მუცოელებს სჯერათ, რომ განძს ვერავინ იპოვის, ვიდრე მუცოს მფარველი ხატი თავად არ ამოარჩევს ღირსეულს და არ უჩვენებს მის ადგილსამყოფელს, ეს კი ლეგენდის თანახმად, ათენგენობის დღესასწაულზე, აღდგომიდან 98-ე დღეს მოხდება!