19/09/2026
ᲠᲝᲛᲘ-ᲕᲐᲢᲘᲙᲐᲜᲘ-ᲤᲚᲝᲠᲔᲜᲪᲘᲐ !
ჯგუფური ტური 1290 ლარიდან 🇮🇹😍
კოლიზეუმის გრანდიოზული არქიტექტურა, ზეცაში აღმართული წმინდა პეტრეს ტაძარი , ვატიკანის მუზეუმის უკვდავი ხელოვნების ნიმუშები, და ფლორენცია - ქალაქი, სადაც ხელოვნება სუნთქავს. 🎨
მოგზაურობის თარიღები:
🇮🇹 27-28-29-30 სექტემბერი, ტური შევსებულია✅
🇮🇹 25-26-27-28 ოქტომბერი, 1290₾, დარჩა 6 ადგილი !
🇮🇹 22-23-24-25 ნოემბერი, 1290₾
🇮🇹 25-26-27-28 დეკემბერი 1290₾ (საშობაო ტური)
ტურის დეტალური აღწერა:
დღე 1
🔰05:45 საათი, ფრენა ქუთაისიდან რომის მიმართულებით.
🔰07:50 საათი (ადგილობრივი დროით), ჩაფრენა რომში.
🔰მისვლა სასტუმროში, ბარგის დატოვება.
🔰კოლიზეუმი - როცა კოლიზეუმს უახლოვდები, ყველაფერი იცვლება, საუკუნეების სიჩუმეში ჩაძირული ამ ამაყი ქვის არქიტექტურა ოქროსფრად ანათებს.
🔰კაპიტოლიუმის ბორცვი- ის ერთ-ერთია იმ შვიდ ბორცვთაგან, რომლებზეც ძველი რომი შეიქმნა.
🔰კაპიტოლიუმის ბორცვზე მდებარეობს აგრეთვე ბაზილიკა სანტა-მარია-ინ-არაჩელი, რომელშიც იხილავთ ღვთისმშობლის X საუკუნის ხატს, წმინდა ელენეს წმინდა ნაწილებსა და ყრმა იესოს ქანდაკებას (ამბობენ, რომ მას სამკურნალო თვისებები გააჩნია). ბაზილიკაში შესვლა უფასოა.
🔰რომის ფორუმი- ოდესღაც რომისა და რომის იმპერიის ცხოვრების ცენტრი , მოგვიანებით - ქალაქის მივარდნილი და გავერანებული ადგილი, დღეს კი მას უამრავი ტურისტი თუ არქეოლოგი სტუმრობს.
🔰ტრევის შადრევანი- შეგიძლიათ ზურგშექცევით დადგეთ, თვალები დახუჭოთ და მონეტა მარჯვენა ხელით წყალში გადააგდოთ. ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში რომში აუცილებლად დაბრუნდებით. 😊
🔰ესპანეთის კიბის გავლით კვლავ ესპანეთის მოედანზე ჩავალთ - ეს რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სავაჭრო ზონაა. აქ შეგიძლიათ via Condotti-ზე გაისეირნოთ - რომის ძალზე საინტერესო სავაჭრო ქუჩაზე.
🔰რომის პანთეონი-პანთეონი ოდესღაც გაბატონებული იმპერიის ძალასა და დიდებულებას გვახსენებს. VII საუკუნემდე აქ კერპთაყვანისმცემლები აღავლენდნენ ლოცვებს, შემდეგ - ქრისტიანები. ამჟამად პანთეონი რომის უმთავრესი ღირსშესანიშნაობების სიაში შედის.
დღე 2
🔰საუმზე სასტუმროში
🔰ვატიკანი : წმინდა პეტრეს მოედნიდან დავიწყებთ კათოლიკური სამყაროს ცენტრის მონახულებას, შევალთ წმინდა პეტრეს ტაძარში, რომელიც იმ ადგილას არის აღმართული, სადაც პეტრე მოციქული აწამეს. ტაძარში შესვლა უფასოა.
შეიძლება ითქვას, რომ ვატიკანი მთლიანად ერთი დიდი მუზეუმია, რომელიც აუცილებლად უნდა დაათვალიეროს ყველამ, ვინც კი რომს ეწვევა.
🔰სიქსტეს კაპელა- სამლოცველო მოციქულეობრივ სასახლეში, ვატიკანში, რომის პაპის ოფიციალური რეზიდენცია! იგი აგებულია 1473-81 წლებში არქიტექტორ ჯორჯო დე დოლჩის მიერ პაპის სიქსტეს IV ბრძანებით! აქ იმართება კონკლავი, სადაც კარდინალები რომის ახალ პაპს ირჩევენ! სიქსტეს კაპელას კედლები მოხატულია ბოტიჩელის,გირლანდაიოს, პერუჯინის და როსელის მიერ, ხოლო ჭერი და უშუალოდ საკურთხეველი თვით მიქელანჯელოს მიერ!
🔰წმინდა ანგელოზის ციხეკოშკი (Castel Sant’Angelo), რომელსაც ადრიანეს მავზოლეუმსაც უწოდებენ (Mausoleum of Hadrian). ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია რომში. მას საფუძველი ჯერ კიდევ 135 წელს ჩაეყარა იმპერატორ პუბლიუს ადრიანეს დროს. საუკუნეების განმავლობაში ის იყო საძვალე, თავდაცვითი ნაგებობა, რომის პაპების რეზიდენცია, ციხე, ახლა კი სამხედრო ისტორიული მუზეუმი (Museo Nazionale di Castel Sant’Angelo) და საოცარი არქიტექტურული ძეგლია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს რომში ჩასულმა ყველა ტურისტმა.
დღე 3
🔰 საუზმე სასტუმროში და გამგზავრება ფლორენციაში.
🔰 ფლორენცია- ცნობილია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კულტურული და ისტორიული ქალაქი, რომელიც სავსეა საოცარი არქიტექტურითა და ღირსშესანიშნავი ადგილებით. ეს საოცარი ქალაქი ისეთი ცნობილი ადამიანების სახლს წარმოადგენდა, როგორებიც იყვნენ ლორენცო მედიჩი, დანტე, მიქელანჯელო, დონატელო და გალილეო.
🔰 სანტა მარია დელ ფიორეს კათედრალი-თუ 463 საფეხურს აივლით, მოხვდებით ფლორენციის უმაღლეს წერტილში, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება ქალაქზე.
🔰 პალაცო ვეკიო(Palazzo Vecchio)-ეს ნაგებობა ფლორენციის რესპუბლიკის სასახლეს წარმოადგენდა, შემდგომ წლებში კი ის ქალაქის მერიად გადაკეთდა.
🔰 პონტე ვეკიო -ფლორენცია სავსეა ცნობილი შენობებით, პონტე ვეკიო კი ძალიან ცნობილი და ძველი ხიდია ქალაქში. ისტორიულ ჩანაწერებში ის ჯერ კიდევ 996 წლით თარიღდება, მაგრამ მისი ნამდვილი წარმომავლობა უცნობია.
🔰 უფიზის სასახლე და გალერეა-მუზეუმში წარმოდგენილია რენესანსის ხელოვნების უზარმაზარი კოლექცია ისეთი ხელოვანებისგან, როგორებიც იყვნენ ბოტიჩელი, და ვინჩი, ტიციანი და რაფაელი.
🔰 პიაცა დელა სინორია-პიაცას მთავარი სტრუქტურა ბრწყინვალე პალაზო ვეკიოა, თავისი უზარმაზარი საათის კოშკითა და დავითის და ჰერკულესის ფანტასტიკური ქანდაკებებით.
🔰პალაცო პიტი-მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც აქ ცხოვრობდნენ იტალიის სამეფო ოჯახის წევრები და ისეთი ძლიერი ოჯახები, როგორიცაა მედიჩები, სასახლე ახლა ფლორენციის უდიდესი სამუზეუმო კომპლექსია.
🔰გვიან ღამით დაბრუნება რომში
🔰სასტუმროდან ავიღებთ ბარგს და გავემგზავრებით აეროპორტისკენ
დღე 4
🔰08:30 საათზე ფრენა რომიდან ქუთაისის მიმართულებით.
🔰14:15 საათი, ჩამოფრენა ქუთაისში და გამომგზავრება თბილისში.
ღირებულებაში შედის:
ორმხრივი ავიაბილეთები (ქუთაისი- რომი - ქუთაისი)
✅10კგ ხელბარგი(ზურგჩანთა!)
✅სასტუმრო რომში (2 ღამე)
✅საუზმე (სულ 2 კვება)
✅სამოგზაურო დაზღვევა
✅ქართულენოვანი გამყოლი/გიდი
✅ქალაქის ცვეთის მოსაკრებელი(City Tax)
✅1 GB ინტერნეტი საჩუქრად, ასევე შემდეგ პაკეტებზე 19% ფასდაკლება
ღირებულებაში არ შედის:
❌ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე(50 ევრო, ორივე გზა)
❌ქალაქში გადაადგილება-საშუალოდ 30 ევრო
❌ქალაქებს შორის ტრანსფერი-50 ევრო
❌მუზეუმების მოსაკრებელი-90 ევრო, სურვილისამებრ
❌თბილისი-ქუთაისი-თბილისის ტრანსპორტირება-ჯამში 60₾
❌დანარჩენი კვება
❗️გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად
❗️დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება 600 ლარი
❗️ავიაკომპანიის მხრიდან ხარვეზზე ან ცვლილებაზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს
❗️საზღვრის კვეთისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი 6 თვეზე მეტი ვადით.
დასაჯავშნად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595-41-22-35, მარიამი
599-41-08-35, ბაკური