ტურები მსოფლიოს გარშემო • Tours around the world

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ტურები მსოფლიოს გარშემო • Tours around the world
Directions

ტურები მსოფლიოს გარშემო • Tours around the world მოგზაურობა ის კი არაა, რასაც ხედავ, არამედ ისაა, რასაც გრძნობ, როცა ხედავ ✨

• გრძელდება ჩვენი იტალიური დღეები ფლორენციაში 🧡🇮🇹
25/10/2026

• გრძელდება ჩვენი იტალიური დღეები ფლორენციაში 🧡🇮🇹

24/10/2026

• როდესაც შუაგულ რომში
“ჩიტო-გვრიტო” წავიღიღინეთ🎶
#რომი #მოგზაურობა #ჯგუფურიტური

• ასე და ამგვარად, დაიწყო 28 ქართველის რომაული არდადეგები, რომელიც გაგრძელდება ფლორენციაში და დაგვირგვინდება ვენეციაში🇮🇹
23/10/2026

• ასე და ამგვარად, დაიწყო 28 ქართველის რომაული არდადეგები, რომელიც გაგრძელდება ფლორენციაში და დაგვირგვინდება ვენეციაში🇮🇹

21/10/2026

🇵🇱 ჩვენ წაგიყვანთ ევროპის გამორჩეულ, ისტორიულ და ზღაპრულ ქალაქში, სახელწოდებით კრაკოვი ! 🧡

✨ დეკემბერში ეს ქალაქი ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი მრავალფეროვანი და ამოუწურავი საშობაო მარკეტებით არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მთელს ევროპაში.

🗓️ მოგზაურობის პერიოდი:
• 19-20-21-22 დეკემბერი

✅ ჯგუფური ტურის ღირებულება შეადგენს
1100 ლარს და მოიცავს:
✔️ ორმხრივ ავიაბილეთებს:
ქუთაისი-კატოვიცე-ქუთაისი;
✔️ სასტუმროს (ორი ღამე);
✔️ საუზმეს;
✔️ სამოგზაურო დაზღვევას;
✔️ სამოგზაურო ინტერნეტს (1 GB);
✔️ ქალაქის ცვეთის მოსაკრებელს (City Tax);
✔️ ქართულენოვან გამყოლს.

❌ ღირებულება არ მოიცავს:
• აეროპორტის ტრანსფერებს კატოვიცედან კრაკოვში და პირიქით, ქალაქში გადაადგილებას ტრამვაით და სამუზეუმო მოსაკრებლებს (საერთო ჯამში ~150 €).

✨ ჩვენს პრაქტიკას თუ დავეყრდნობით, ქართველი მოგზაურებისთვის კრაკოვი და, ზოგადად, პოლონეთი ტურისტული თვალსაზრისით დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, რაც მეტწილად შესაძლოა ჩვენი, როგორც ტურისტული სააგენტოების პასუხისმგებლობაც იყოს — სათანადო პოპულარიზაცია არ უკეთდება მართლაც საოცარ ქალაქს, სადაც საუკუნოვანი ისტორია და თანამედროვე ევროპული რიტმი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.
— კრაკოვი გახლავთ პოლონეთის კულტურული გული, რომელიც გადაურჩა ომებს და პირვანდელი სახით შეინარჩუნა შუა საუკუნეების, რენესანსისა და ბაროკოს სტილის თვალისმომჭრელი არქიტექტურა.
— დღეს კი ეს ისტორიული ქალაქი ცოცხალ, ახალგაზრდულ და ტექნოლოგიურ ცენტრად არის ქცეული, სადაც საუკუნოვან რიყის ქუჩებსა და სამეფო ციხესიმაგრეებს გვერდს უმშვენებს თანამედროვე არტ-კაფეები, მუზეუმები და ენერგიული კულტურული ცხოვრება.

✔️ტურის განმავლობაში მოვინახულებთ:

📍 კრაკოვის მთავარ მოედანს / Main Square
📍 საშობაო ბაზრობას / Christmas Market
📍 ოსკარ შინდლერის ემალის ქარხანა-მუზეუმს / Oskar Schindler's Enamel Factory
📍 კაზიმიერჟს (ებრაულ კვარტალს) / Kazimierz
📍 წმინდა მარიამის ბაზილიკას / St. Mary's Basilica
📍 ქსოვილების სალონს / Cloth Hall (Sukiennice)
📍 ვაველის სამეფო ციხესიმაგრეს / Wawel Royal Castle
📍 ვაველის კათედრალს / Wawel Cathedral
📍 ვიელიჩკის მარილის შახტას / Wieliczka Salt Mine
📍 ფლორიანსკის ქუჩას / St. Florian's Street
📍 ბარბაკანს / Barbican of Kraków

⚠️ გაითვალისწინეთ რომ:

◽️ ჯგუფი შედგება მხოლოდ 14 მგზავრისგან, ამიტომ დროა თადარიგი დაიჭიროთ 🧡
◽️ ფასიან სანახაობებზე შესვლა სრულიად ნებაყოფლობითია.
◽️ ღირებულება მოცემულია 1 მგზავრზე 2 ან/და 3-ადგილიან ნომერში.
◽️ დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება 400 ლარი.
◽️ შესაძლებელია უპროცენტო განვადებით სარგებლობა.
◽️ საზღვრის კვეთის დროს აუცილებელია საზღვარგარეთის პასპორტი, რომლის მოქმედების ვადაც მინიმუმ 6 თვეა.
◽️ ვადაგასული ან არასაკმარისი ვადის მქონე პასპორტის წარდგენის ან სხვა დარღვევის გამო თუ საზღვარს ვერ გადაკვეთთ, ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს.
◽️️ ავიაკომპანიის მხრიდან რაიმე სახის ცვლილებაზე/ხარვეზზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს, ამიტომ უნდა მოვერგოთ ავიაკომპანიის მიერ შემოთავაზებულ ალტერნატივებს.
◽️ გასათვალისწინებელია, რომ ავიაბილეთების ფასები ცვალებადია — შესაბამისად, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად. ამიტომ, სასურველია მოგზაურობა დაიჯავშნოს დროულად.
◽️ დასაჯავშნად ან/და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკეთ, მოგვწერეთ ან გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე:

📍 17 შინდისელი გმირის ქ. N8
📞 551 02 59 49 — თამარი
📞 568 68 13 73 — გიორგი

• ერთი შეხედვით თითქოს შვეიცარიის მორიგი ჯგუფური ტური დავასრულეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ჯგუფი გახლდათ ერთ-ერთი გამორჩეუ...
19/10/2026

• ერთი შეხედვით თითქოს შვეიცარიის მორიგი ჯგუფური ტური დავასრულეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ჯგუფი გახლდათ ერთ-ერთი გამორჩეული — განუსაზღვრელი პოზიტივით, იუმორით, კეთილგანწყობითა და მხარდაჭერით. რისთვისაც განუზომელი მადლობა თითოეულ მათგანს 🧡🧡🙏
— და ბოლოს: ასევე დიდი მადლობა მოგზაურობა შვეიცარიაში-ს მათი გულითადი მასპინძლობისთვის, რადგან მათ გარეშე შეუძლებელია შვეიცარია შეიგრძნო ისე, როგროც საჭიროა ✔️

გრძელდება ჩვენი მოგზაურობა საოცარ ჯგუფთან ერთად 🥰🧡
17/10/2026

გრძელდება ჩვენი მოგზაურობა საოცარ ჯგუფთან ერთად 🥰🧡

17/10/2026

• მდინარეში აშენებული ციხე ქალაქ ანსში.
#შვეიცარია #საფრანგეთი #ჯგუფურიტური #მოგზაურობა #დასვენება

• ასე ფოტოგენურად მიმდინარეობს ჩვენი შვეიცარიულ/ფრანგული ვოიაჟი , განწყობა კი  მოწოდების სიმაღლეზეა 🥰
16/10/2026

• ასე ფოტოგენურად მიმდინარეობს ჩვენი შვეიცარიულ/ფრანგული ვოიაჟი , განწყობა კი მოწოდების სიმაღლეზეა 🥰

• სულ მალე დაიწყება 16 ქართველის  ერთ-ერთი განსაკუთრებული მოგზაურობა, განსაკუთრებული მიმართულებით 🇨🇭+ 🇫🇷
15/10/2026

• სულ მალე დაიწყება 16 ქართველის ერთ-ერთი განსაკუთრებული მოგზაურობა, განსაკუთრებული მიმართულებით 🇨🇭+ 🇫🇷

🇮🇹 ჯგუფური ტური იტალიაში 🇮🇹🌍 რომი•ფლორენცია•ვენეცია 😇🗓️ 6-7-8-9-10 ნოემბერი( დარჩენილია 4 ადგილი )• ღირებულება გახლავთ 1...
13/10/2026

🇮🇹 ჯგუფური ტური იტალიაში 🇮🇹

🌍 რომი•ფლორენცია•ვენეცია 😇

🗓️ 6-7-8-9-10 ნოემბერი
( დარჩენილია 4 ადგილი )

• ღირებულება გახლავთ
1970 ლარი და მოიცავს:

✔️ ორმხრივი ავიაბილეთები :
ქუთაისი — რომი — ვენეცია — ქუთაისი
✔️10კგ ხელბარგი(ზურგჩანთა)
✔️სასტუმრო რომში 1 ღამე
✔️სასტუმრო ფლორენციაში
1 ღამე
✔️ სასტუმრო ვენეციაში
( MESTRE ) 2 ღამე
✔️საუზმე
✔️სამოგზაურო დაზღვევა
✔️ 1 GB ინტერნეტი
✔️ქართულენოვანი
გამყოლი — ორგანიზატორი
✔️ქალაქის ცვეთის მოსაკრებელი ე.წ CITY TAX


✈️ 6 ნოემბერი, გაფრენის დღე :
ქუთაისი — რომი 06:15-07:20

✈️ 10 ნოემბერი, გამოფრენის დღე :
ვენეცია — ქუთაისი 16:35-23:15

• ტურის დეტალური აღწერა ასეთია👇

— დღე პირველი

✈️ ფრენა ქუთაისიდან რომის მიმართულებით,
ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმროში, ვტოვებთ ბარგს და ვიწყებთ პორდაპირ ტურს, რის შემდეგაც მოგზაურობა იტალიურად გახსნილად გამოგვიცხადებია✔️

📍მოვინახულებთ ესპანეთის მოედანს, სადაც აგრეთვე ვნახავთ ცნობილ შადრევან"ბარკაჩა"ს
📍ამ ყველაფრის შემდეგ დრო დგება რომის ერთ-ერთ უძველეს ნაწილს ვესტუმროთ - მაგალითად პანთეონს, რომელიც ჯერ კიდევ 126 წელს არის აგებული იმპერატორ ადრიანეს დროს, პანთეონთანვე მდებარეობს ფარაონ რამზეს მე 2-ის ობელისკი და შადრევანი.
📍ტრევის შადრევანი - იქ შეხვდებით უამრავ ადამიანს, რომელთა დიდ ნაწილს, თუ დააკვირდებით აღმოაჩენთ, რომ შადრევნისთვის ზურგი უქცევიათ, თვალები დაუხუჭავთ და მარჯვენა ხელით მონეტას ისვრიან წყალში.
ამბობენ, ასეთ დროს რომში აუცილებლად დაბრუნდები-ო.
ვფიქრობ, ცდად ღირს 🥰
📍 და აი ისიც :
ვატიკანი — შეიძლება თამამად ითქვას, რომ იგი არის ერთი დიდი მუზეუმი, უფრო დიდი ისტორიით, რომელიც აუცილებლად სანახავია.
— კათოლიკური სამყაროს ცენტრის მონახულებას დავიწყებთ წმინდა პეტრეს მოედნის გავლით და შევალთ წმინდა პეტრეს ტაძარში (შესვლა უფასოა) უნდა აღინიშნოს, რომ ტაძარი აშენებულია იმ ადგილას, სადაც პეტრე მოციქული აწამეს.

— დღე მეორე

📍მოგზაურობას განვაახლებთ კვლავ რომში, სადაც ტურს
ვენეციის მოედნიდან დავიწყებთ.
ვნახავთ ვენეციის სასახლეს, რომლის ნაწილიცაა ბაზილიკა სან-მარკო.
📍ვეწვევით კაპიტოლიუმის ბორცვს, რომელიც ერთ-ერთია იმ შვიდ ბორცვთაგან, სადაც ძველი რომი შეიქმნა.
უნდა ითქვას ისიც, რომ კაპიტოლიუმის ბორცვზე მდებარეობს ბაზილიკა სანტა-მარია ინ-არაჩელი, სადაც შევხვდებით ღვთისმშობლის X საუკუნის ხატს, წმინდა ელენეს წმინდა ნაწილებსა და ყრმა იესოს ქანდაკებას.
ბაზილიკაში შესვლა უფასოა.
📍რომის ფორუმი—იმპერიის ცხოვრების ცენტრი, ხოლო მოგვიანებით იგი იქცა ქალაქის მივარდნილ და განადგურებულ ადგილად, დღეს კი მას უამრავი ტურისტი თუ არქეოლოგი სტუმრობს.
📍კოლიზეუმი — ძველი რომის არქიტექტურული ცენტრი, რომელიც მეტად ცნობილი ღირსშესანიშნაობაა აპენინის ნახევარკუნძულზე, ( ვნახულობთ გარედან )
იგი ანტიკური ეპოქის მონუმენტური ნაგებობაა რომის ისტორიულ ცენტრში.
📍დგება დრო გავეშუროთ ფლორენცისკენ, დავბინავდეთ სასტუმროში და დავისვენოთ 🛌

— დღე მესამე

📍ფლორენცია — ქალაქი, რომელიც ძალიან ცნობილია თავისი კულტურითა და ისტორიით, ქალაქი, რომელიც სავსეა საოცარი არქიტექტურითა და ღირსშესანიშნაობებით.
—ფლორენცია იყო სახლი იმ ცნობილი ადამიანებისა, როგორებიც იყვნენ - დანტე, მიქელანჯელო, დონატელო და გალილეო.
📍ამ საოცარი ქალაქის მონახულებას დავიწყებთ სანტა მარია დელ ფიორეს კათედრალით, (ფლორენციის დუომო) რომელიც ქალაქის მთავარი კათედრალია და იტალიური გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუში.
იგი განსაკუთრებით ცნობილია ბრუნელესკის გიგანტური გუმბათით.
📍ვნახავთ ჯოტოს სამრეკლოს- გოთური არქიტექტურის ნამდვილ შედევრს
📍პალაცო ვეკიო - ნაგებობა ფლორენციის რესპუბლიკის სასახლეს წარმოადგენდა, შემდგომ წლებში კი ის ქალაქის მერიად გადაკეთდა.
📍პონტე ვეკიო — ფლორენციაში უამრავ ცნობილ შენობას შეხვდებით, მათ რიგებშია ხიდი პონტე ვეკიოც.
ისტორიულად იგი 996 წლით თარიღდება, მაგრამ მისი ნამდვილი წარმომავლობა უცნობია.
📍უფიზის სასახლე — მუზეუმი , სადაც წარმოდგენილია რენესანსის უდიდესი კოლექცია ისეთი ხელოვანებისგან, როგორებიც იყვნენ და ვინჩი, ტიციანი, რაფაელი და ბოტიჩელი.
📍აკადემიის გალერეა — აქ ინახება დიდი ისტორია, რომელიც მე -14-15 საუკუნეების ფლორენციას ეხება.
📍პიაცა დელა სინორია —პიაცას მთავარი სტრუქტურა ბრწყინვალე პალაცო ვეკიოა, თავისი საკმაოდ მაღალი საათის კოშკით, დავითისა და ჰერკულესის ფანტასტიური ქანდაკებებით.
📍ფლორენციით ტკბობის შემდეგ დროა გავემგზავროთ ვენეციაში და დავბინავდეთ სასტუმროში 🏨

— დღე მეოთხე

🛶 ვენეცია — მეტსახელად არხები ქალაქი, ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ერთმანეთისგან არხებით გამოყოფილ 118 პატარა კუნძულზე, რომლებიც ხიდებით არის დაკავშირებული.
— ვენეცია ყოველთვის უნიკალურ ქალაქად ითვლებოდა და დღემდე არ კარგავს აქტუალობას, რომელსაც მილიონობით დამთვალიერებელი ჰყავს.

მსოფლიოს არცერთ სხვა ქალაქში არ შეგიძლია იხილო სახლები და გოთური ნაგებობები, რომლებიც ფაქტობრივად წყალზეა გაშენებული.
— ამ მწირი ინფორმაციის კითხვისას ვენეციის შესახებ შეუძლებელია გაიაზრო ბოლომდე, თუ რაოდენ გაგიმართლა, რომ მას საკუთარი თვალებით ნახავ ძალიან მალე🥰

📍ვენეციის დათვალიერებას წმინდა მარკოზის ბაზილიკით ვიწყებთ
📍გრანდ არხი – Grand Canal — აქ აუცილებლად გავისეირნებთ გონდოლებით 🛶
📍გოდების ხიდი – საუკუნეების წინ ეს ხიდი პატიმრების გადასაყვანად გამოიყენებოდა. ლეგენდის მიხედვით, გოდების ხიდს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ პატიმრები, რომლებიც აქ გადიოდნენ, ხიდის ხის ფანჯრებიდან უკანასკნელად ათვალიერებდნენ სამყაროს და ოხვრით ემშვიდობებოდნენ მას.
📍პონტე დი რიალტოს ხიდი –
რამდენიმე საუკუნის უკან, თუ გინდოდა გრანდ არხის გადაკვეთა, ერთადერთი გზა რიალტოს ხიდი იყო.
დღეს არხის გადასაკვეთად აშენებულია ოთხი ძირითადი ხიდი, თუმცა, რიალტო ყველაზე ცნობილია მათ შორის.
📍დოჟების სასახლე, სადაც განთავსებული იყო ვენეციის მთავრობა, უზენაესი სასამართლო, კანცელარია, საიდუმლო პოლიცია და ა.შ ამჟამად სასახლე მუზეუმის სახითაა წარმოდგენილი
📍ხეტიალი ვენეციის ვიწრო ქუჩებში - ეს ის მომენტია, როდესაც ვერაფერს დავამატებ, ეს უბრალოდ უნდა ნახო, განიცადო😊

— დღე მეხუთე

📍დღის მეორე ნახევრამდე გვაქვს თავისუფალო დრო, ამიტომ შოპინგის მოყვარულები მიგვყავს სავაჭრო ცენტრში🛍️

🔴 ღირებულება არ მოიცავს 👇

⛔მუზეუმების მოსაკრებელები;
⛔გონდოლებით გასეირნება;
⛔ტრანსფერები, შიდა და ქალაქებს შორის გადაადგილება — საერთო ჯამში: 260 ევრო

⚠️ გაითვალისწინეთ რომ:

▪️ფასიან სანახაობებზე შესვლა სრულიად ნებაყოფლობითია ✔️
▪️ღირებულება მოცემულია 1 მგზავრზე 2 ან/და 3 ადგილიან ნომერში
▪️დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება
500 ₾არი
▪️შესაძლებელია უპროცენტო განვადებით სარგებლობაც
▪️საზღვრის კვეთის დროს აუცილებელია საზღვარგარეთის პასპორტი, რომლის მოქმედების ვადაც მინიმუმ 6 თვეა
▪️ვადაგასული ან არასაკმარისი ვადის მქონე პასპორტის წარდგენის ან სხვა დარღვევის გამო თუ საზღვარს ვერ გადაკვეთთ, ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს.
▪️ავიაკომპანიის მხრიდან რაიმე სახის
ცვლილება — ხარვეზზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს, ამიტომ უნდა მოვერგოთ ავიაკომპანიის მიერ შემოთავაზებულ ალტერნატივებს
▪️გასათვალისწინებელია, რომ ავიაბილეთების ფასები ცვალებადია, შესაბამისად იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია მოგზაურობა დაიჯავშნოს დროულად
▪️დასაჯავშნად ან/და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკეთ, მოგვწერეთ, ან გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე :

📍 17 შინდისელი გმირის N 8.

📞 551 02 59 49 თამარი
📞 568 68 13 73 გიორგი

Address

17 შინდისელი გმირის 8
Tbilisi
0163

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტურები მსოფლიოს გარშემო • Tours around the world posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category