14/09/2026
ჯ გ უ ფ უ რ ი საექსკურსიო ტური
მთელი რეგიონი ერთ მოგზაურობაში
ა პ უ ლ ი ა, იტალია
Bari - Polignano a Mare - Matera - Alberobello - Ostuni - Lecce - Galatina - Ottanto - Bari
ადრიატიკისა და იონიის ზღვების გასაყარზე გაჩვენებთ კლდეში ნაკვეთ, დროში გაჩერებულ ათასწლოვან მათერას, ალბერობელოს ზღაპრულ „ტრულებს“, ოსტუნის ბრწყინვალე „თეთრ ქალაქს“, ლეჩეს ფუფუნებით სავსე ბაროკოს და პოლინიანო ა მარეს დრამატულ, კლდოვან ხედებს.
🔥 ტურის დასაჯავშნად საჭიროა 50 ევრო ექვივალენტი ლარში.
ტურის გამოსყიდვა შეგიძლიათ ჩვენი შიდა გადანაწილებით, ყოველ თვე ასევე 50 ევროდ.
დარჩრნილი თანხა სრულად უნდა დაიფაროს გამგზავრებამდე 1 თვით ადრე.
❗️ ფრენა ერევნიდან
პერიოდი: 23-29 მარტი (6 ღამე / 6 დღე)
ფასი:
პირველი 5 მგზავრისთვის 890 ევრო
მომდევნო ადგილები - 990 ევრო
ტურის ღირებულებაში შედის:
✈️ ავიაბილეთები (ერევანი-ბარი-ერევანი)
გაფრენა/ჩაფრენა - 18:45 - 19:40
გამოფრენა/ჩამოფრენა - 21:05 - 02:30
ფრენის ხანგრძლივობა: 3h 25m
🎒 ხელბარგი 10კგ.
🏩 3* სასტუმროებში განთავსება;
https://www.facebook.com/share/p/1BcKbuUPfj/?mibextid=wwXIfr
🥐 საუზმე სასტუმროებში;
🧞♂️ ქართულ ენოვანი გამყოლის მომსახურება;
🧬 სამოგზაურო დაზღვევა;
ტურის ღირებულებაში არ შედის:
❌ აეროპორტის ტრანსფერი (ორგანიზებას ვუზრუნველვყოფთ, ტრანსფერის ღირებულება დაზუსტდება სიის დახურვის შემდეგ რადგან ფასი დამოკიდებულია მგზავრთა რაოდენობაზე)
❌ სითი ტაქსი (ქალაქის ცვეთის მოსაკრებელი (ღამეზე 2-4 ევრო)
❌ შიდა გადაადგილება (ხარჯი დამოკიდებულია მგზავრთა რაოდენობაზე)
🎟 აპულიის & მათერას ტურის ღირსშესანიშნაობების ბილეთების ფასები:
1. ბარის შვაბიის ციხესიმაგრე (Castello Svevo di Bari): €10 (შესვლა შიდა სივრცეებსა და გამოფენებზე)
2. მათერას კლდის ტრადიციული სახლი (Cave House in the Sassi of Matera): €8
3. მათერას კათედრალი (Matera Cathedral): €3.50
4. მიწისქვეშა ცისტერნა (Palombaro Lungo): €3
5. ტრულოს მუზეუმი (Trullo Sovrano): €2.50 (ერთადერთი ორსართულიანი ტრული)
6. LecceEcclesiae (ბაროკოს ეკლესიების კომბინირებული ბილეთი): €11 (მოიცავს Duomo di Lecce-ს, Basilica di Santa Croce-ს და სხვა 3 ეკლესიას)
7. ოტრანტოს არაგონული ციხესიმაგრე (Aragonese Castle of Otranto): €12
ოტრანტოს კათედრალი და მოზაიკა
🧿 🧿 🧿
📌 მნიშვნელოვანი შენიშვნა სამხრეთი იტალიის ტურის მსურველთათვის:
სამხრეთი იტალია (პულიას რეგიონი) უნიკალური კოლორიტით, ულამაზესი არქიტექტურითა და უმდიდრესი ისტორიით გამოირჩევა, თუმცა ამავდროულად ცნობილია თავისი სპეციფიკური, ტრადიციული ინფრასტრუქტურით.
🏩 სასტუმროები და სერვისი: იტალიის სამხრეთში სასტუმროების უმეტესობა განთავსებულია ისტორიულ შენობებსა თუ ტრადიციულ აგარაკებში.
აქ ოთახების ზომები, განლაგება და ინტერიერის სტილი განსხვავდება თანამედროვე ქსელური სასტუმროებისგან და ხშირად ატარებს ადგილობრივ, უბრალო, ეკონომიურ ხასიათს.
რეგიონის რიტმი: სამხრეთი იტალია ცოცხალი, ემოციური და სიურპრიზებით სავსე კუთხეა, სადაც ცხოვრების რიტმი უფრო ნელია და სერვისი ყოველთვის არ პასუხობს ევროპული 5-ვარსკვლავიანი კომფორტის სტანდარტებს.
🧞♂️ ვისთვის არის ეს ტური:
ეს მოგზაურობა განკუთვნილია მათთვის, ვისი მთავარი მიზანიც შთაბეჭდილებები, ავთენტური გარემო, ისტორია და კულტურული აღმოჩენებია.
🚩 თუ თქვენთვის პრიორიტეტული მაღალი კლასის სასტუმროს კომფორტი და უნაკლო ტექნიკური დეტალებია, გთხოვთ, გაითვალისწინოთ სამხრეთ იტალიის ეს თავისებურება ტურის დაჯავშნამდე.
••••••••••••••••••••••••••••••••••
🚩 მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ტურში გამოყენებულია ბიუჯეტური ავიაკომპანია – Wizz air რეისები.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ მსგავსი ავიაკომპანიები ზოგჯერ ახორციელებენ ფრენების განრიგის ცვლილებებს, მათ შორის მაგ.:
• გამოფრენის/ჩაფრენის დროის ცვლილება
• რეისის გადადება ან გაუქმება და ა.შ.
ტუროპერატორი არ არის პასუხისმგებელი ავიაკომპანიის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე.
რეისთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების ან და დამატებითი ხარჯების წარმოშობის შემთხვევაში:
• დამატებითი ხარჯების (მაგ.: ტრანსპორტის, სასტუმროს ან სხვა მომსახურების) დაფარვა ეკისრება მგზავრს;
• ტუროპერატორი უზრუნველყოფს მხოლოდ ინფორმაციის დროულ მიწოდებას და, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურ დახმარებას ორგანიზაციულ საკითხებში.
ტურის შეძენით, მგზავრი ადასტურებს, რომ ეთანხმება აღნიშნულ წესებსა და პირობებს და აცნობიერებს რომ ავიაკომპანიის მხრიდან ცვლილება არ წარმოადგენს ტუროპერატორის პასუხისმგებლობას.
გაითვალისწინეთ:
თუ მგზავრი აუქმებს ტურს ნებისმიერ ეტაპზე, იგი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ის ფინანსური ხარჯი (ავიაბილეთები, სასტუმროს წინასწარი საავანსო გადახდები და სხვ.), რომელიც კომპანიამ უკვე გასწია კონკრეტულად ამ მგზავრისთვის ტურის სრულად გამოსასყიდად.
ჯავშნის გაუქმება მგზავრს არ ათავისუფლებს კომპანიის მიერ მის ნაცვლად უკვე გადახდილი თანხების ანაზღაურების ვალდებულებისგან.