08/09/2026
ბარიდან↔️(მარადიულ ქალაქამდე) რომი🇮🇹
ბარი➡︎მატერა➡︎ნეაპოლი➡︎ამალფი➡︎სორენტო➡︎რომი!
ტურის პროგრამა:
1დღე - 17 ნოემბერი - ჩაფრენა ბარში - ტრანსფერი, ღამისთევა ( ბარი)
გამგზავრება ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან.
ჩასვლა ბარში. ტრანსფერი სასტუმროში. დაბინავება. საღამოს გასეირნება ქალაქში. ღამისთევა სასტუმროში.
2 დღე - 18 ნოემბერი - ბარი ( ბარი)
საუზმე სასტუმროში
დღის გეგმა:
• წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა (Basilica di San Nicola): ეს არის XI საუკუნის რომაული არქიტექტურის შედევრი. ტაძრის მიწისქვეშა კრიპტაში (აკლდამაში) დაბრძანებულია წმინდა ნიკოლოზის ნეშტი. კრიპტაში მოწყობილია როგორც კათოლიკური, ისე მართლმადიდებლური სამლოცველო სივრცე. მომლოცველებს აქ წმინდანის საფლავზე თაყვანისცემა და სპეციალური მირონის ("სანტა მანა") მიღება შეუძლიათ.
• სან საბინოს კათედრალი (Cattedrale di San Sabino): ბარის ოფიციალური საკათედრო ტაძარი, რომელიც წმინდა საბინოს სახელს ატარებს. ტაძარი გამოირჩევა ულამაზესი არქიტექტურითა და მიწისქვეშა კრიპტით, სადაც უამრავი ქრისტიანული სიწმინდე ინახება.
ღამისთევა ბარში.
3 დღე - 19 ნოემბერი - ბარი - მატერა - ბარი ( ბარი)
საუზმე სასტუმროში.
კულტურული და ისტორიული დღე: დავათვალიერებთ იუნესკოს ძეგლს: მატერა („მეორე იერუსალიმი“, კლდეში ნაკვეთი ქალაქი). მატერაში ვნახავთ პირველყოფილი ქრისტიანული ცხოვრების კვალს.
დღის გეგმა:
• წმინდა პურგატორიოს ეკლესია (Chiesa del Purgatorio):
ეს არის ქალაქის ცენტრში მდებარე ულამაზესი ბაროკოს სტილის ტაძარი. სწორედ ამ კათოლიკურ ეკლესიაში, მატერასა და პოტენცას მართლმადიდებლურ სამრევლოს (რუმინეთის მართლმადიდებელი პატრიარქატის დაქვემდებარებაში) გამოყოფილი აქვს სივრცე. ტაძარში რეგულარულად ტარდება მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა და რიტუალები. ფასადი გამოირჩევა სიკვდილისა და აღდგომის თემატიკის რელიეფებით, ხოლო შიდა სივრცე ბერძნული ჯვრის ფორმისაა.
ისტორიული ბიზანტიურ-მართლმადიდებლური კლდის ტაძრები მატერაში 150-ზე მეტი კლდეში ნაკვეთი ტაძარია. VIII-XIV საუკუნეებში აქ თავს აფარებდნენ აღმოსავლეთიდან (ბიზანტიიდან) გამოქცეული ბერძენი ბერები (ბასილიანელები), რომლებმაც კლდეებში მართლმადიდებლური მონასტრები დააფუძნეს და ბიზანტიური ფრესკებით შეამკეს. დღეს ისინი მუზეუმებადაა ქცეული, თუმცა უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენენ:
• წმინდა ნიკოლოზ ბერძენთა კლდის ეკლესია (Chiesa Rupestre di San Nicola dei Greci):
სახელწოდებაც კი მიანიშნებს მის ბერძნულ-მართლმადიდებლურ (ბიზანტიურ) წარმოშობაზე. ის კლდეშია გამოკვეთილი და ინახავს ბიზანტიური სტილის ბრწყინვალე ფრესკებს.
• სანტა ლუჩია ალემალვე (Santa Lucia alle Malve):
ეს არის VIII საუკუნის უძველესი კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი. იგი საუკუნეების განმავლობაში ბიზანტიური წესის მოაზროვნე მონაზონთა თავშესაფარი იყო. აქ დღემდე შემორჩენილია უნიკალური, 1000 წლის წინანდელი ბიზანტიური ფრესკები, მათ შორის ღვთისმშობლისა და წმინდანთა გამოსახულებები.
• სანტა მარია დე იდრისი (Chiesa di Santa Maria de Idris):
მატერას ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ვიზუალურად გამორჩეული კლდის ტაძარი, რომელიც პირდაპირ კლდის მასივშია ამოკვეთილი. მასში შესვლისას გადადიხართ წმინდა ჯოვანი მონტერონეს კრიპტაში, სადაც ასევე ბიზანტიური ხატწერის გავლენის მქონე ძველი ფრესკები გხვდებათ.
• მატერას დუომო / საკათედრო ტაძარი (Cattedrale di Matera):
ქალაქის უმაღლეს წერტილში აღმართული XIII საუკუნის რომაული სტილის უდიდესი ტაძარი. იგი ეძღვნება მატერას მფარველ წმინდანებს — ღვთისმშობელს (Madonna della Bruna) და წმინდა ევსტათის. თვალწარმტაცია როგორც მისი გარე ხედი, ისე ოქროთი და მდიდრული ფრესკებით გაფორმებული ინტერიერი.
საღამოს დაბრუნება ბარში. ღამისთევა
4 დღე - 20 ნოემბერი - ბარი - ნეაპოლი ( ღამისთევა ნეაპოლში)
საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ნეაპოლში მატარებლით. ჩასვლა ნეაპოლში და დაბინავება სასტუმროში.
დღის გეგმა:
• Duomo di Napoli - Cathedral of Santa Maria Assunta
ნეაპოლის მთავარი საერთო ქრისტიანული სიწმინდეები უძველესი სიწმინდეების უმეტესობა ქალაქის კათოლიკურ ბაზილიკებშია დასვენებული, თუმცა
მორწმუნეებს თავისუფლად შეუძლიათ მათთან მისვლა და თაყვანისცემა:
• მღვდელმოწამე იანუარ ნეაპოლელის წმინდა ნაწილები და სისხლი. ქალაქის მთავარი მფარველი, რომელიც 305 წელს ეწამა. მისი წმინდა ნაწილები ნეაპოლის საკათედრო ტაძრის მთავარი საკურთხევლის ქვეშ (სუკორპოს კრიპტაში) განისვენებს. ტაძრის სამეფო კაპელაში ინახება მისი სისხლით სავსე ამპულები, რომლებშიც წელიწადში სამჯერ სისხლის გათხევადების ცნობილი სასწაული ხდება.
• სან-ჯოვანი-ინ-ფონტეს უძველესი ბაპტისტერიუმი (სანათლავი). მდებარეობს საკათედრო ტაძრის შიგნით. ეს არის დასავლეთ ევროპაში ყველაზე ძველი სანათლავი სახლი (IV საუკუნე), სადაც შესანიშნავადაა შემონახული უნიკალური ადრექრისტიანული მოზაიკა.
• Santa Maria Egiziaca a Forcella - ღირსი მარიამ მეგვიპტელის წმინდა ნაწილები.
• San Gennaro - მინდა იანუარის კატაკომბები . II–V საუკუნეების მიწისქვეშა სამარხები, სადაც პირველი ქრისტიანი მოწამეები დაკრძალეს. აქ შემორჩენილია ფრესკები წმინდანთა გამოსახულებებითა და ადრექრისტიანული სიმბოლიკით.
ავტორიტეტით სარგებლობენ.
ღამისთევა ნეაპოლში.
5 დღე - 21 ნოემბერი - ნეაპოლიდან გასვლა სალერნო - ამალფი - რაველო ( დაბრუნება და ღამისთევა ისევ ნეაპოლში)
საუზმე სასტუმროში. გამგზავრება მინივენებით.
დღის გეგმა:
• ქალაქი ამალფი (Amalfi)
ამალფის დიდებულ საკათედრო ტაძარში (Duomo di Amalfi) 1208 წლიდან განისვენებს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უხრწნელი ნაწილები, რომლებიც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლიდან წამოიღეს. ტაძრის ქვედა კრიპტაშია დასვენებული, სადაც მართლმადიდებელ მომლოცველებს ლოცვის საშუალება ეძლევათ.
• ქალაქი რაველო
რაველოს საკათედრო ტაძარში ინახება წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სისხლით სავს ამპულა რომელიც წმინდანის ხსენების დღეს (9 აგვისტოს) სასწაულებრივად თხევადდება.
• ქალაქი სალერნო (Salerno)
სალერნოს საკათედრო ტაძარში (Cattedrale di San Matteo) ინახება წმინდა მოციქულისა და მახარებლის მათეს (ლევის) წმინდა ნაწილები. მოციქულის სხეული ბაროკოს სტილის ულამაზეს ქვედა კრიპტაში, მარმარილოს სამარხშია მოთავსებული. იქვე, სალერნოს წმინდა გიორგის ეკლესიაში (Chiesa di San Giorgio) ასევე ინახება ადრექრისტიანულ მოწამეთა — თეკლას, არქელაიას და სოსანას ნაწილები.
დაბრუნება ნეაპოლში. ღამისთევა.
6 დღე - 22 ნოემბერი - ნეაპოლი - რომი
საუზმე სასტუმროში. გამგზავრება რომში მატარებლით. ჩასვლა რომში და დაბინავება სასტუმროში.
რომი, როგორც ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი, მართლმადიდებელი მომლოცველისთვის ნამდვილი საგანძურია.
დღის გეგმა:
• Scala Santa (წმინდა კიბე): ლატერანის ბაზილიკის პირდაპირ მდებარეობს 28 მარმარილოს საფეხური, რომელიც წმინდა ელენემ იერუსალიმიდან, პონტოელი პილატეს სასახლიდან ჩამოასვენა. ეს არის კიბე, რომელზეც მაცხოვარი სისხლიანი ფეხით ავიდა განკითხვისას. მომლოცველები მასზე მუხლებით ადიან და ლოცულობენ.
•Santa Maria Maggiore (სანტა მარია მაჯორე): ტაძრის საკურთხევლის ქვეშ, სპეციალურ სათავსოში ინახება ბეთლემის ბაგის (გაბი) ხის ნაწილები, სადაც ყრმა იესო იწვა.
• წმინდა პავლეს ბაზილიკა (San Paolo fuori le Mura): ქალაქის გალავნის გარეთ მდებარე ამ გრანდიოზულ ტაძარში, მთავარი საკურთხევლის ქვეშ, დაბრძანებულია წმინდა პავლე მოციქულის საფლავი. აქვე ინახება რკინის ჯაჭვები, რომლებითაც პავლე მოციქული სიკვდილის წინ იყო დაბმული.
საღამოს დასვენების შემდეგ გასეირნება ქალაქში.
ღამისთევა რომში,
7 დღე - 23 ნოემბერი - რომი
საუზმე სასტუმროში.
დღის გეგმა:
• წმინდა პეტრეს ბაზილიკა (ვატიკანი): ტაძრის მთავარი საკურთხევლის ქვეშ (კრიპტაში) დასვენებულია წმინდა პეტრე მოციქულის საფლავი და მისი წმინდა ნაწილები.
იქვე ინახება მოციქულთა სწორი იმპერატორ კონსტანტინეს დედის, წმინდა ელენეს სარკოფაგი.
• San Giovanni in Laterano (ლატერანის ბაზილიკა): ამ ტაძრის ცენტრალური საკურთხევლის მაღალ ბალდახინში (ოქროს რელიქვარიუმებში) დაბრძანებულია წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების წმინდა თავები. აქვე ინახება საიდუმლო სერობის ხის მაგიდის ნაწილი.
• Santa Croce in Gerusalemme (იერუსალიმის წმინდა ჯვრის ტაძარი): ეს ტაძარი დააარსა წმინდა ელენე დედოფალმა. აქ ინახება ქრისტიანობის უმთავრესი სიწმინდეები: ცხოველმყოფელი ჯვრის სამი ნაწილი, მაცხოვრის ეკლის გვირგვინის ორი ეკალი, წმინდა ლურსმანი და წმინდა თომა მოციქულის თითის ნაწილი (რომლითაც იგი მაცხოვრის ჭრილობას შეეხო), ასევე უფლის ჯვარცმის ტიტლო (Titulus Crucis) — ფიცრის ნაწილი, რომელზეც სამ ენაზე ეწერა „იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე“.
გარდა ამისა, ამავე ტაძარში ინახება წმინდა დედოფალ ელენეს მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა მიწა, რომელიც ეკლესიის საძირკველშია ჩაყრილი, და იმ ავაზაკის (წმინდა დისმასის) ჯვრის ნაწილი, რომელიც მაცხოვრის მარჯვნივ იყო გაკრული.
• San Clemente-ს ბაზილიკა - წმინდა კლიმენტი რომის პაპი (მოციქულთა მოწაფე) დასვენებულია მისი წმინდა ნაწილები, რომლებიც ხერსონესიდან (ყირიმიდან) წმინდა კირილემ და მეთოდემ ჩამოასვენეს. იქვეა დაკრძალული თავად წმინდა კირილე (სლავური დამწერლობის შემქმნელი).
• რომის კატაკომბები - პირველი საუკუნეების ქრისტიანთა ფარული სამარხები და სალოცავები. აქ ათასობით მოწამე დაიკრძალა. მოსალოცად საუკეთესოა წმინდა კალისტეს (San Callisto) ან წმინდა სებასტიანეს (San
Sebastiano) კატაკომბები, სადაც პირველი ქრისტიანების სულიერი ძალა და ავთენტური გარემო დღემდე იგრძნობა.
ღამისთევა რომში
8 დღე - 24 ნოემბერი - რომი
საუზმე სასტუმროში.
დღის გეგმა:
• წმინდა იოანე ნათლისმცემელი: San Silvestro in Capite-ს ეკლესიაში დაბრძანებულია მისი წმინდა თავის ნაწილი (თავის ქალა).
• San Pietro in Vincoli (წმინდა პეტრე ბორკილებში): აქ ინახება უდიდესი სიწმინდე — წმინდა პეტრე მოციქულის ბორკილები (ჯაჭვები), რომლებიც სასწაულებრივად გადაეჯაჭვა ერთმანეთს, როდესაც იერუსალიმისა და რომის საპყრობილეების ჯაჭვები ერთმანეთს შეახეს.
• Sant'Anastasia al Palatino-ს ბაზილიკა - წმინდა დიდმოწამე ანასტასია - მისი წმინდა ნაწილები დაბრძანებულია პალატინის ბორცვის ძირში.
• Santa Maria in Cosmedin (ბერძნული ღვთისმშობლის ეკლესია) - (სადაც „ჭეშმარიტების პირის“ ატრაქციონია) ინახება მართლმადიდებელი მღვდელმოწამის, წმინდა ვალენტინეს თავის ქალა ყვავილების გვირგვინით.
• Santi Bonifacio e Alessio-ს ტაძარი (ავენტინის ბორცვზე) - ინახებაწმინდა ალექსი ღვთის კაცის მთლიანი წმინდა ნაწილები და იმ ხის კიბის ნაშთი, რომლის ქვეშაც მან სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.
ღამისთევა რომში.
9 დღე - 25 ნოემბერი - ადრიანი გამომგზავრება რომიდან ქუთაისში
________________________________________________________
ტურის ღირებულება: 2450 ლარი ( ფასი თარიღების მოახლოებასთან ერთად შეიცვლება, ვინაიდან ავიაბილეთების ფასი ცვალებადია)
ავიაბილეთის გარეშე ტურის ღირებულება: 2200 ლარი ( ეს ფასი უცვლელი)
ღირებულებაში შედის:
•ავიაბილეთი ( ერევანი - ბარი - რომი - ქუთაისი) ხელბარგით 10 კგ (ზურგჩანთა)
• სამოგზაურო დაზღვევა
• გამყოლი კომპანიიდან
• ტრანსფერი ( აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი)
• სასტუმროები საუზმით ( ბარში - 3 ღამე, ნეაპოლში - 2 ღამე, რომში- 3 ღამე)
•მატარებლის, ავტობუსუს ბილეთები ( ბარი - მატერა - ბარი, ბარი - ნეაპოლი, ნეაპოლი - რომი)
• მინივენით მომსახურება - ნეაპოლი - სალერნო - ამალფი - რაველო - ნეაპოლი
ღირებულებაში არ შედის:
• მგზავრობა ერევნის აეროპორტამდე - 60 ლარი
• მგზავრობა ქუთაისის აეროპორტიდან - 30 ლარი
• გიდის მომსახურება
• შიდა გადაადგილება ( ავტობუსი, მეტრო - სადაც საწირო იქნება)
• ტაძრებში შესასვლელი ბილეთები ( სადაც საჭიროა ( უმრავლესობა ტაძრების უფასოა)
ღირებულებაში არ შედის;
• ქალაქის მოსაკრებელი (City Tax)
ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
+995 568-814-212 ასევე (Whatsapp Viber)
+995 558- 814 -411 (Whatsapp Viber)
❗️❗️მნიშვნელოვანი ინფორმაცია❗️❗️
❎ ტურზე ჯავშნისთვის საჭიროა ავიაბილეთის შეძენა - დღეისთვის - 250 ლარი (ტურზე თქვენი მიზეზით არ წამოსვლის შემთხვევაში, ავიაბილეთის თანხა უკან არ ბრუნდება)
❎ვია კომპანიის მხრიდან თუ წარმოიქმნება რაიმე ხარვეზი, ასევე რაიმე გაუთვალისწინებელი ცვლილებები, ტურისტული კომპანი პასუხს არ აგებს.
❎ საზღვარზე მოქმედებს ბიომეტრიული საერთაშორისო პასპორტი ან ID ბარათი (პირადობა) , რომლის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 6 თვისა