Daxy Travel • დაქსი თრეველი

Call Directions Contact the business

Daxy Travel  • დაქსი თრეველი ბილეთები | ვიზები | მოგზაურობა | ტურიზმ?

●სავიზო მომსახურება / Visa support services
● ავიაბილეთები / Air tickets
● დაზღვევა / Insurance
● სასტუმროს დაჯავშნა / Hotel reservation
● ანკეტების შევსება / Application forms filling
● თარგმნა / Translation services
● გარე ტურები /outdoor tours
● ავტო მომსახურება / Auto service

💼 თუ ევროკავშირში დასაქმებას გეგმავთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა პროცედურებია საჭირო უსაფრთხო და კანონიერი დასაქმებისთვის...
05/05/2026

💼 თუ ევროკავშირში დასაქმებას გეგმავთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა პროცედურებია საჭირო უსაფრთხო და კანონიერი დასაქმებისთვის.

🚫 გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დასაქმების ნებართვასაც იძლევა. რეალურად, უვიზო რეჟიმი განკუთვნილია მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტებისთვის.

✔ ევროკავშირის ქვეყნებში გრძელვადიანი დასაქმება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამუშაო ვიზის, ან სხვა ნებართვის, მაგ. D კატეგორიის ვიზის მიღებას.

👉 გამონაკლისს წარმოადგენს გერმანიაში სეზონური დასაქმების სახელმწიფო პროგრამა.

🌱პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ სოფლის მეურნეობის სფეროში, მაქსიმუმ 90 დღით, 180 დღიან პერიოდში. თუმცა, გამგზავრებამდე აუცილებელია სააგენტოსგან შესაბამისი ნებართვა და დამსაქმებელთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.

❗ გახსოვდეთ, უვიზო რეჟიმის დარღვევა და არალეგალური დასაქმება არაერთ რისკთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მათ შორისაა დეპორტაცია, შესვლის აკრძალვა, ჯარიმა, თუ ტრეფიკინგი.

30/04/2026
EES - სისტემა ამოქმედდა! დეტალები იხილეთ ⬇️
20/04/2026

EES - სისტემა ამოქმედდა!
დეტალები იხილეთ ⬇️

🛂 ევროკავშირში შესვლისა და გასვლის ახალი სისტემა - EES ამოქმედდა, რაც შენგენის ზონაში მგზავრთა გადაადგილებას უკეთ აკონტროლებს.

სისტემა ელექტრონულად აგროვებს და ამუშავებს შემდეგ მონაცემებს:
➡ სახის ფოტო და თითის ანაბეჭდი (ბიომეტრია);
➡ პასპორტის მონაცემები;
➡ მგზავრობის თარიღები და ქვეყნები;
➡ საზღვარზე უარის დაფიქსირების შემთხვევები.

✈️ რას ნიშნავს ეს თქვენი მოგზაურობისთვის?

❗ EES-ის დახმარებით, მინიმუმამდე შემცირდება პირადი მონაცემების გაყალბების რისკი, რადგან იდენტიფიკაცია ბიომეტრიულ მონაცემებზეა დაფუძნებული.

✔ გაუმჯობესდება ვადის გადაცილების კონტროლიც. ნებისმიერი დარღვევა სისტემაში ავტომატურად ფიქსირდება და შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმა, შესვლის აკრძალვა და შეფერხება საზღვარზე.

***
🛂 The European Union’s Entry/Exit System (EES) is now in force, strengthening control over travellers’ movements within the Schengen Area.

The system electronically collects and processes the following data:
➡ Facial image and fingerprints (biometric data);
➡ Passport information;
➡ Travel dates and countries visited;
➡ Records of refusals of entry at the border.

✈️ How does this affect your travel?

❗ With the help of the EES, the risk of personal data fraud will be minimized, as identification is based on biometric data.

✔ Control over overstays will also be strengthened. Any violation is automatically recorded in the system and may result in fines, entry bans, or delays at the border.

08/10/2025

გვსურს გაცნობოთ, რომ 2025 წლის 12 ოქტომბრიდან ევროპის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ამოქმედდება შესვლის/გასვლის სისტემა (EES).

შენგენის ზონაში როგორც შემოსვლის, ასევე გასვლის დროს ამოქმედდება შესვლის/გასვლის სისტემა (EES).

EES არის ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც შექმნილია მოკლევადიანი ვიზიტით (მაქსიმუმ 90 დღე 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში) მოგზაურთა რეგისტრაციისთვის. საზღვრის გადაკვეთისას მოგზაურებს მოეთხოვებათ:

წარადგინონ სამგზავრო დოკუმენტი
შეავსონ ერთჯერადი ბიომეტრიული რეგისტრაცია (მათ შორის ოთხი თითის ანაბეჭდი და სახის გამოსახულება)
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ევროკავშირის მოქალაქეები, ევროკავშირის რეზიდენტები და ევროკავშირის გრძელვადიანი ვიზის მფლობელები თავისუფლდებიან ამ სისტემაში რეგისტრაციისგან.

რეგისტრაციის პროცესს შეიძლება დამატებითი დრო დასჭირდეს პასპორტის კონტროლზე. ჩვენ გირჩევთ, რომ აეროპორტში მიხვიდეთ წინასწარ, რათა უზრუნველყოთ საკმარისი დრო რეგისტრაციისთვის, უსაფრთხოების შემოწმებისთვის და სასაზღვრო კონტროლის პროცედურებისთვის. ამის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ფრენის გამოტოვება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://travel-europe.europa.eu

გმადლობთ გაგებისა და თანამშრომლობისთვის.

ანუ აგვისტომდე უნდა მოვასწროთ ვიზების აღება? 🤔
18/07/2025

ანუ აგვისტომდე უნდა მოვასწროთ ვიზების აღება? 🤔

31/03/2025
25/02/2025

პოლონეთის საელჩო თბილისში 🇵🇱 გაცნობებთ, რომ 2025 წლის 1 მარტიდან სამუშაო ვიზის მიღების მიზნით წარდგენილ სავიზო განაცხადს უნდა დაერთოს აპოსტილით დამოწმებული ნასამართლეობის ცონობა.

გარდა ამისა, პირებს, რომლებსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებული აქვთ სამუშაო ვიზა, ახალ ვიზაზე განაცხადის შემოტანისას, ვთხოვთ, წარმოადგინონ წინა ვიზის დანიშნულებისამებრ გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტები, ანუ სოციალური დაზღვევის გადახდის (ZUS, ფორმა RMUA ZUS) და სახელმწიფო გადასახადების (PIT) დამადასტურებელი დოკუმენტები.

✈️ 🇬🇪 საქართველოში ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის 🥳
22/02/2025

✈️ 🇬🇪 საქართველოში ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის 🥳

✈️ 🇬🇪 საქართველოში ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის

🇬🇧30 მარტიდან - გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი British Airways - ლონდონი-თბილისი
🇬🇧31 მარტიდან - ბრიტანული დაბალბიუჯეტური easyJet სამი მიმართულებით: ლონდონი, ჟენევა, მილანი
🇫🇷 12 აპრილიდან - ფრანგული Transavia France- პარიზი-თბილისი
🇨🇭12 აპრილიდან Lufthansa Group-ის წარმომადგენელი შვეიცარიული Edelweiss -ციურიხი-თბილისი

#ავიაცია2025

12/02/2025

🇬🇪🇲🇾ქართულ და მალაიზიურ მხარეთა ერთობლივი მუშაობით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქ. კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში გამარტივებული საპასპორტო კონტროლის პროცედურა ამოქმედდა, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს საიმიგრაციო გამშვები პუნქტის გავლის გარეშე შევიდნენ ქვეყანაში.

🔹საქართველოს მოქალაქეებმა მალაიზიაში ჩასვლამდე, 72 საათის განმავლობაში აუცილებელია შეავსონ ონლაინ აპლიკაცია შემდეგ ვებგვერდზე:
🌐 https://imigresen-online.imi.gov.my/mdac/main

🔹საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი მალაიზიის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის შემთხვევაში. ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 (ოცდაათ) დღეს.

Address

D. Aghmashenebeli Avenue 179
Tbilisi

Telephone

+995598769760

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Daxy Travel • დაქსი თრეველი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Daxy Travel • დაქსი თრეველი:

Shortcuts

Share

Category