14/08/2026
პირველად ჩვენი კლუბის ისტორიაში გთავაზობთ ლაშქრობას აფრიკის კონტინენტზე — მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მწვერვალზე. 🏔️🌍
1-11 ოქტომბერი🤟
🇹🇿 კილიმანჯარო — 9 დღიანი ექსპედიცია Machame Route-ით
კილიმანჯარო ტანზანიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ვულკანური მასივია და მისი უმაღლესი წერტილი — Uhuru Peak — 5,895 მეტრის სიმაღლეზეა.
Machame Route ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ლამაზი მარშრუტია, რომელიც სხვადასხვა კლიმატურ ზონას გაივლის — ტროპიკული ტყიდან ალპურ უდაბნომდე და საბოლოოდ არქტიკულ ზონამდე.
🚩 ლაშქრობის ხანგრძლივობა — 7 დღე
💰 ლაშქრობის ღირებულება:
● 4450 დოლარი( საგზურების რაოდენობა შეზღუდულია: max 7-10 მონაწილე)
გადახდა მოხდება სამ ეტაპად.
🚩 ღირებულებაში შედის:
● ორმხრივი ავიაბილეთი
● კილიმანჯაროს საერთაშორისო აეროპორტიდან (JRO) სასტუმრომდე ტრანსფერი
● სასტუმროში განთავსება — სასტუმრო/ლოჯი
● სასტუმროდან მარშრუტამდე და უკან ტრანსპორტირება
● მთაზე ხარისხიანი, წყალგამძლე ოთხივე სეზონის კარავი
● საერთო Mess Tent — მაგიდებითა და სკამებით
● სერტიფიცირებული და გამოცდილი ინგლისურენოვანი მთის გიდები
● ტანზანიის ეროვნული პარკის ყველა გადასახადი
● სამთავრობო climbing taxes
● კილიმანჯაროს ასვლის ნებართვები
● მთაზე მომზადებული ცხელი კვება — საუზმე, სადილი და ვახშამი
● გიდების, პორტერებისა და მზარეულის მომსახურება
● საკმარისი რაოდენობის პორტერები ბარგის გადასატანად
● პორტერების სამართლიანი და ეთიკური ანაზღაურება
● სასმელი წყალი მთაზე
● პირველი დღის მინერალური წყალი და შემდგომ დღეებში ადუღებული წყალი
● ცხელი სასმელები კვების დროს
● უსაფრთხოების აღჭურვილობა
● გადაუდებელი ჟანგბადი
● Pulse Oximeter
● Emergency Rescue Fee
● მთიდან დაშვების შემდეგ სასტუმროში დაბრუნება
● პირადი Summit Certificate — ეროვნული პარკისა და გიდის ხელმოწერით
🚩 ღირებულებაში არ შედის:
● ვიზა
● პირადი ნივთები და ჰიგიენის საშუალებები
● ალკოჰოლური და სხვა დამატებითი სასმელები
● სამრეცხაოს მომსახურება
● ტელეფონის, ინტერნეტის და სხვა პირადი ხარჯები
● გიდების, პორტერებისა და მზარეულის ჩაის თანხა (Tips)
● პირადი ხასიათის სხვა ხარჯები
🚁 საგანგებო ვერტმფრენის ევაკუაცია — $3,000
(მთა → Moshi Airport)
➕ დამატებითი სურვილისამებრ მომსახურება:
● მთაზე პირადი პორტატული ტუალეტი სპეციალური კარვით — $250 მთელი ტურის განმავლობაში
● დამატებითი პირადი პორტერი — $10 დღეში
● სასტუმროში დამატებითი ღამე / Private Single Room — $150
🏔️ მარშრუტი
📅 დღე 1 — Machame Gate → Machame Camp
🚶 11 კმ
⏱️ 5–7 საათი
⬆️ 1,640 მ → 2,850 მ
🌳 ლანდშაფტი: ტროპიკული წვიმის ტყე
🏕️ ღამე: Machame Camp
პირველი დღე იწყება Machame Gate-დან და ტროპიკული ტყის გავლით მივდივართ Machame Camp-მდე.
📅 დღე 2 — Machame Camp → Shira Cave
🚶 5 კმ
⏱️ 4–6 საათი
⬆️ 2,850 მ → 3,810 მ
🌿 ლანდშაფტი: Heath
🏕️ ღამე: Shira Cave Camp
სიმაღლის სწრაფად მატებასთან ერთად ტყეს ვტოვებთ და უფრო მაღალ ალპურ ზონაში გადავდივართ.
📅 დღე 3 — Shira Cave → Lava Tower → Barranco Camp
🚶 10 კმ
⏱️ 6–7 საათი
⬆️ მაქსიმალური სიმაღლე: დაახლოებით 4,630 მ
⬇️ შემდეგ დაშვება დაახლოებით 3,978 მ-მდე
🏜️ ლანდშაფტი: Alpine Desert
🏕️ ღამე: Barranco Camp
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე აკლიმატიზაციისთვის — „Climb High, Sleep Low“ პრინციპით.
📅 დღე 4 — Barranco Camp → Karanga Camp
🚶 5 კმ
⏱️ 4–5 საათი
⬆️ 3,978 მ → 3,995 მ
🏜️ ლანდშაფტი: Alpine Desert
🏕️ ღამე: Karanga Camp
დღის ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთი არის ცნობილი Barranco Wall, რომლის შემდეგაც მარშრუტი Karanga Camp-ისკენ გრძელდება.
📅 დღე 5 — Karanga Camp → Barafu Camp
🚶 4 კმ
⏱️ 4–5 საათი
⬆️ 3,995 მ → 4,678 მ
🏜️ ლანდშაფტი: Alpine Desert
🏕️ ღამე: Barafu Camp
Barafu Camp უკვე საბაზო ბანაკია მწვერვალის დასაპყრობად.
აქ ვემზადებით მთავარი ღამის ასვლისთვის.
📅 დღე 6 — Barafu Camp → Uhuru Peak → Mweka Camp
🚶 დაახლოებით 18 კმ
⏱️ 13–14 საათი
⬆️ 4,678 მ → 5,895 მ
⬇️ შემდეგ Mweka Camp-მდე
❄️ ლანდშაფტი: Arctic Zone
🏕️ ღამე: Mweka Camp
🔥 SUMMIT DAY
ღამის განმავლობაში ვიწყებთ ყველაზე რთულ და ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთს.
ჩვენი მიზანია:
🏔️ UHURU PEAK — 5,895 მ
კილიმანჯაროს უმაღლესი წერტილი და აფრიკის კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი.
მწვერვალზე მიღწევის შემდეგ ვიწყებთ ხანგრძლივ დაშვებას Mweka Camp-მდე.
📅 დღე 7 — Mweka Camp → Mweka Gate → Moshi
🚶 დაშვება Mweka Gate-მდე
🚐 შემდეგ ტრანსფერი სასტუმროში, Moshi-ში
სასტუმროში დაბრუნების შემდეგ გვაქვს დასვენებისა და აღდგენის დრო.
🏅 მონაწილეებს გადაეცემათ Kilimanjaro Summit Certificate.
❓ რა დაგვჭირდება?
✔️ სალაშქრო ზურგჩანთა
✔️ მოსახერხებელი სალაშქრო ფეხსაცმელი
✔️ თბილი ტანსაცმელი
✔️ თერმო საცვლები
✔️ წყალგამძლე ქურთუკი
✔️ საწვიმარი
✔️ თბილი ხელთათმანები
✔️ თბილი ქუდი
✔️ მზისგან დამცავი სათვალე
✔️ SPF კრემი
✔️ თავფარანი + სათადარიგო ელემენტები
✔️ პირადი ჰიგიენის ნივთები
✔️ წყლის ბოთლი/ჰიდრატაციის სისტემა
✔️ პირადი მედიკამენტები
✔️ პასპორტი
✔️ შესაბამისი სამგზავრო და სამთო დაზღვევა
⚠️ მნიშვნელოვანი: კილიმანჯაროზე ტემპერატურა და ამინდი მნიშვნელოვნად იცვლება სიმაღლის მატებასთან ერთად. მწვერვალზე ღამის ასვლის დროს შეიძლება ძალიან დაბალი ტემპერატურა იყოს, ამიტომ თბილი აღჭურვილობა აუცილებელია.
🔥 რამდენი გვექნება ფეხით სასიარულო?
მთლიანი პროგრამის მიხედვით დაახლოებით 53 კმ გვაქვს საფეხმავლო მარშრუტი, თუმცა ყველაზე რთული მონაკვეთი არის მე-6 დღე — მწვერვალის დაპყრობის დღე.
❓ სად ვხვდებით?
🇬🇪 თბილისიდან გავემგზავრებით ტანზანიის მიმართულებით.
❓ რა არის ტურის წინ შეხვედრა?
ტურის დაწყებამდე შევხვდებით ყველა მონაწილეს.
დეტალურად გავივლით:
🎒 აღჭურვილობას
🥾 ფიზიკურ მომზადებას
🌡️ კილიმანჯაროს პირობებს
🧳 ბარგის სწორად მომზადებას
📋 მარშრუტის დეტალებს
🛂 სამგზავრო დოკუმენტაციას
🏔️ სიმაღლესთან დაკავშირებულ საკითხებს
ასევე გაგიზიარებთ ყველა პრაქტიკულ რჩევას, რაც ექსპედიციისთვის მომზადებაში დაგვეხმარება.
⚠️ გასათვალისწინებელი ინფორმაცია
🔴 კილიმანჯარო არის რთული მაღალმთიანი ლაშქრობა.
მწვერვალის სიმაღლეა 5,895 მეტრი, ამიტომ აუცილებელია შესაბამისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება.
სიმაღლის დაავადების რისკის გამო მარშრუტის დროს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება უსაფრთხოება და სწორი აკლიმატიზაცია.
🚫 ალკოჰოლის მიღება მთაზე დაუშვებელია.
🏔️ მარშრუტის დღეები და მიმართულებები შესაძლოა შეიცვალოს ორგანიზატორების მიერ ამინდის, მთის მდგომარეობის, ეროვნული პარკის მოთხოვნების ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო.
📣 ტურის მთავარი წესები
🔇 არ ვწუწუნებთ
🤝 ერთმანეთს ვეხმარებით
💓 ვუფრთხილდებით ჯგუფის ყველა წევრს
🏔️ ვემორჩილებით გიდის მითითებებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🌍 ვუფრთხილდებით ბუნებას
🥾 მივყვებით ჯგუფს და არ ვშორდებით მარშრუტს
❤️ ვცდილობთ, ეს ექსპედიცია თითოეული მონაწილისთვის დაუვიწყარი გავხადოთ
📌 მნიშვნელოვანი
ტურის საბოლოო ფასი და პირობები შესაძლოა შეიცვალოს ტანზანიის მთავრობის მიერ პარკის გადასახადების, climbing permits-ისა და სხვა სავალდებულო მოსაკრებლების ცვლილების შემთხვევაში.
🏔️ Kilimanjaro — 5,895 m
ერთი მთა. ერთი ექსპედიცია. ერთი დაუვიწყარი მწვერვალი. 🇹🇿
დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:
📞 558 255 613 — დავითი