
01/05/2025
ტური რომელიც არ უნდა გამოტოვოთ....
3 დღიანი საავტორო ტური - განსხვავებულ იმერეთში!
ამ ტურში არ ვნახავთ ყველასთვის ცნობილ ტურისტულ ადგილებსა და ტაძრებს, გვერდს ავუვლით ცნობილ ტურისტულ ატრაქციებს, რითაც ასე მდიდარია იმერეთი...
ეს ტური უფრო შიგნიდან დაგვანახებს იმერულ ბუნებას, კულტურასა და სამზარეულოს, უფრო ახლოდან გაგვაცნობს უბრალო იმერელ ხალხს... შეგვაყვარებს იმერულ მთებსა და ორღობეებს, დაგვაახლოებს ისტორიული კოლხეთის საწყისებთან.
ტურის განმავლობაში ვნახავთ: იმერულ სოფლებს , ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავ ძეგლებს, რომლებშიც შემთხვევით ნამდვილად ვერ მოხვდებით, საქართველოსთვის იშვიათ და უნიკალურ ხის ტაძრებს,
ერთადერთ ეკლესიას რომლის კარიც არასდროს იკეტება...
დავაგემოვნებთ უგემრიელეს იმერულ სამზარეულოსა და განსხვავებულ იმერულ ღვინოს,
ვიქეიფებთ იმერულად...
მოვინახულებთ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს - მუზეუმების ნამდვილ განძს , სადაც ოქრომჭედლობის, ვერცხლისა და ბრინჯაოს უნიკალური ნიმუშები ინახება. ვანის მუზეუმში დაცული მასალა მოიცავს პერიოდს ძვ. წ. VIII საუკუნიდან I საუკუნის ჩათვლით,
გავისეირნებთ ისტორიული ბორანით, რომელიც უწყვეტად მოძრაობს მე-19 საუკუნის დასასრულიდან დღემდე და რათქმაუნდა დავტკვბებით ულამაზესი იმერული ბუნების ხედებით.
გამოგვყევი - კაკაბაძისეულ იმერეთში....
ტურის დეტალებისთვის გახსენით ტურის ღონისძიების ლინკი
https://www.facebook.com/events/988699139874279?
ან დაგვიკავშირდით:
ტელ.: 593 52 73 53