TikaTours Georgia Page

Call Directions Website Contact the business

TikaTours Georgia Page We are your specialists in luxury journeys to less-travelled destinations, offering trips to the Cauc

Dear Friends,

TikaTours are your specialists in luxury journeys to places less travelled. We welcome you to Georgia, a seductive secret jewel set between Europe and Asia with a staggeringly beautiful landscape and deep rooted traditions. Georgia weaves a warm embrace around its visitors, thrilling adventure seekers and enthralling history hounds. Ski powdery slopes of unbroken meringue, explore the shimmering subtropical coast, touch the dreams of the past in rock-hewn villages savour the bottled sunlight in this birthplace of w**e, climb forgotten mountain trails or slumber the day away in a hot, luxurious mineral bath. Tika Tours will help you reach amazing places and create unforgettable memories.

28/08/2026

მეგობრებო, მოგესალმებით! 🇬🇪🇳🇱

დიდი სიხარულით გიწვევთ 5 სექტემბერს, შაბათს, საელჩოების ფესტივალზე, სადაც საქართველოს კულტურას ღირსეულად წარადგენს ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის ბაზაზე შექმნილი პირველი ქართული ცეკვის ანსამბლი „საქართველო“. 💃🕺

ქართული ცეკვის გარდა, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო და ქართული ღვინო 🍷🇬🇪 —

🇬🇪 სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნონ მონასტრის ლუდი. 🍺

ეს იქნება ქართული კულტურის, ცეკვის, გემოსა და ტრადიციების განსაკუთრებული დღე ნიდერლანდებში. ❤️

გელით ყველას დიდი სიყვარულით!
მოდით, ერთად გავუზიაროთ სტუმრებს საქართველოს სილამაზე, გემო და ქართული სტუმართმოყვარეობა! 🇬🇪✨

📍 Lange Voorhout, 2514 EA Den Haag, Netherlands
📅 შაბათი, 5 სექტემბერი 2026
⏰ 12:00–20:00
🎟️ შესვლა უფასოა

🇬🇧 English

Friends, hello! 🇬🇪🇳🇱

We are delighted to invite you to the Embassies Festival on Saturday, 5 September, where Georgian culture will be proudly represented by “Sakartvelo”, the first Georgian dance ensemble established by the Georgian Cultural Centre in the Kingdom of the Netherlands. 💃🕺

Alongside Georgian dance, the festival will also feature Georgian cuisine and Georgian w**e 🍷🇬🇪

It will be a wonderful celebration of Georgian culture, dance, flavours and traditions in the Netherlands. ❤️

🇬🇧 Guests will also have the opportunity to taste monastery b**r. 🍺

We look forward to welcoming you all with great love!
Come and join us in sharing the beauty, flavours and warm hospitality of Georgia! 🇬🇪✨

📍 Lange Voorhout, 2514 EA Den Haag, Netherlands
📅 Saturday, 5 September 2026
⏰ 12:00–20:00
🎟️ 🎟️ Free entrance

13/07/2026
26/05/2026

🇬🇪ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაცია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪

🇬🇪 საქართველო — 1700-წლოვანი ქრისტიანული სახელმწიფოა, რომლის ძალა საუკუნეების განმავლობაში რწმენამ, ენამ და კულტურამ მოიტანა დღემდე. 🇬🇪

🇬🇪ასოებით ნაქსოვი დამოუკიდებლობა —ეს არის ჩვენი ისტორიის, ეროვნული მეხსიერებისა და თავისუფლების ცოცხალი გამოხატულება. 🇬🇪

🇬🇪 ქართული ანბანი კი ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი სვეტია, რომელიც თაობიდან თაობას თავისუფლების სულს გადასცემს. 🇬🇪

🇬🇪 ვუსურვებთ ჩვენს სამშობლოს მშვიდობას, გამთლიანებას, სულიერ სიმტკიცესა და მარადიულ თავისუფლებას. 🇬🇪

#26მაისი #1700წელიუწყვეტიქრისტიანობა #ესდღეჩვენია #საქართველო #ქართულიკალიგრაფია

12/04/2026

ეს ამბავი ბევრმა არ იცის. შორეული 1999 წელი იდგა, როცა ჩვენი პატრიარქი, ილია მეორე ნიდერლანდებში მოვიწვიეთ სტუმრად. მაშინ ერთად ვეწვიეთ ტექსელის ძმათა სასაფლაოს, სადაც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს დაღუპული 513 ქართველი გმირი განისვენებს. უწმიდესმა აკურთხა საფლავები და პანაშვიდიც გადაუხადა. მემორიალზე საბჭოთა სიმბოლიკა იყო გამოსახული და საინფორმაციო დაფაზეც მიეთითებინათ, რომ ეს იყო რუსი ჯარისკაცების სასაფლაო... დაკარგული იყო აჯანყების დროს დაღუპული მეომრების ვინაობაც...

ვერ აღგიწერთ, რაღაცნაირად ძალიან შემრცხვა, უხერხულად ვიგრძენი თავი უწმიდესთან იმის გამო, რომ რუსებად მოხსენიებული ქართველი გმირების სასაფლაოს წინ ვიდექით და წითლად ამოტვიფრულ საბჭოთა ნამგალსა და უროს შევცქეროდით სევდიანად... ეს ადამიანები სამშობლოსთვის გმირულად დაიღუპნენ და ნუთუ იმას იმსახურებდნენ, რომ ისტორიას მათი სახელები დაევიწყებინა და ქართველები რუსებად წარმოეჩინა?! ბრაზი და ცრემლი ერთად მახრჩობდა… მაგრამ, აბა მე რა შემეძლო? ერთი სტუდენტი გოგონა ვიყავი უცხო ქვეყანაში, ერთდროულად რამდენიმე ადგილას ვმუშაობდი, რომ თავი გამეტანა და ჯერ კიდევ საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის ვიბრძოდი... მაგრამ კარგად მახსოვს, სწორედ მაშინ შევპირდი საკუთარ თავს, რომ, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მოვიდოდა დრო, როცა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აქ, ტექსელზე ქართველი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მონუმენტს აღვმართავდი საქართველოს დროშასთან ერთად!

მას მერე ბევრი წელი გავიდა... დადგა 2025 წელი და ეს ოცნება საკუთარ თავს, პატრიარქსა და ჩემს ქვეყანას საბოლოოდ სწორედ შარშან, 9 აპრილს ავუხდინე. და ახლა ტექსელზე რომ ჩახვალთ, ნახავთ ულამაზეს მონუმენტს, რომელსაც საქართველოს დროშა და წარწერა ამშვენებს ჩვენი ჰიმნიდან: "დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!" მის წინ კი მემორიალურ დაფასაც დაინახავთ, რომელსაც 513 ქართველი გმირის სახელი და გვარი ამშვენებს! ამ საოცარი მონუმენტის ავტორი მოქანდაკე დავით (დევი) ხმალაძეა და დიდი მადლობა მას ❤

ოცნებები ხდება, მეგობრებო! დიდება მათ ნათელ ხსოვნას! დიდება და გამარჯვება საქართველოს!🇬🇪🇬🇪🇬🇪

22/03/2026

არასოდეს დამავიწყდება ჩემი შვილების რეაქცია, როდესაც წლების წინ, პირველად შეხვდნენ პატრიარქს.

შუათანა ბიჭმა, ლევანიკომ, მომანათა თავისი დიდი თვალები და მეუბნება:

- მადლობა, დედიკო, რომ ღმერთს შეგვახვედრე.

გამეღიმა. მათ ბავშვურ და გულუბრყვილო წარმოსახვაში სწორედ ასეთი იყო ღმერთი…

ბავშვები არასოდეს ცდებიან!.. უწმიდესი მართლაც არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი… ის რაღაცით მეტი იყო ადამიანზე. სულიერი სიმშვიდე, უბრალოება, სიბრძნე და სათნოება, რომელსაც ის ასხივებდა, ამაში წამიერად დაგარწმუნებდა…

არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ დადგებოდა მომენტი, როცა გვერდით აღარ გვეყოლებოდა. ჩემს წარმოდგენაში ის თითქოს უკვდავი იყო!.. ძალიან მიმძიმს ეს დღე… მადლობა, რომ თქვენი წასვლითაც კი უკანასკნელი და საუკეთესო გაკვეთილი ჩაგვიტარე ქართველ ერს - გვასწავლე, რომ ერთიანობა შეგვიძლია!.. მშვიდობით, ჩემო პატრიარქო!.. არასოდეს დაგივიწყებთ!.. და არასოდეს დავივიწყებთ შენს საუნჯესა და დანაბარებს: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი…🙏🏻

Tika Tours Exclusives: the W**e & Unwinde Tour / Ams-TBS vv / 25th of April until 2nd of May 2026Are you appreciating co...
29/01/2026

Tika Tours Exclusives: the W**e & Unwinde Tour / Ams-TBS vv / 25th of April until 2nd of May 2026

Are you appreciating comfort and quality?
And seeking life-changing travel experiences?
Then join us to Georgia from 25th of April to 2nd of May 2026!

Step into the timeless spirit of Georgia, where ancient traditions, heartfelt hospitality,
and the art of slow living come naturally.
This journey weaves together centuries-old culture, soulful w**e rituals, and moments of quiet leisure
- from candlelit monasteries and mountain views to shared tables, handcrafted w**es, and masterclasses to unwinde. Designed to nourish both curiosity and spirit, this tour invites you not just to visit Georgia, but to truly feel it!

✈️Flying from Amsterdam to Tbilisi
📅Bookings can be made until the 31st of March
❓For inquiries call us: +31 (0)6 27 46 87 94

For more info:
https://indd.adobe.com/view/f174c16d-30b8-4254-be1a-ec4d261342a1

18/01/2026
14/01/2026

ორი დღეა ვიღებ მილოცვებს, ბევრმა უკვე გაიგო ეს სასიხარულო ამბავი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ახალი წარმატების შესახებ! ❤

მიმიწვიეს ევროპის უდიდეს და ძალიან მნიშვნელოვან ფესტივალზე "ჰორეკავა", რომელიც ამსტერდამში ტარდება. და მაქვს პატივი მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ წარვუდგინო და გავაცნო დიდებული ქართული კულტურა, განსაკუთრებით კი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე - ქართული ღვინო!♥️🇬🇪🇬🇪🇬🇪

გუშინ ნამდვილი ფურორი მოვახდინეთ ფესტივალზე! აღფრთოვანებული ადამიანების ნაკადი არ წყდებოდა. უამრავ სტუმარს ვუმასპინძლე ქართული სიამაყით, მოვუყევი ჩვენი სამშობლოს შესახებ და დავაგემოვნებინე ყველაზე განსაკუთრებული ქართული ღვინის ჯიშები. ფოტოზე რომ ადამიანს ხედავთ, ღვინის ცნობილი ჟურნალისტია, რომელმაც გადაცემაშიც მიმიწვია სასაუბროდ, ისე აღფრთოვანდა❤ ეს ფესტივალი წარმოუდგენლად მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიოში, ბევრი ოცნებობს აქ მოხვედრაზე და ბედნიერი ვარ, რომ საქართველოც ასე ღირსეულად წარმოვაჩინეთ ❤ არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა შენს სამშობლოს ათიათასობით ადამიანის წინაშე წარადგენ! ამ დროს ხარ ყველაზე ამაყი და ბედნიერი!

გილოცავთ ძველით ახალ წელს, ქართველებო! ღმერთმა სიკეთე და გამარჯვება მოგვცეს ❤🇬🇪🇬🇪🇬🇪

Address

Grishashvili Street 11
Tbilisi
0105

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TikaTours Georgia Page posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to TikaTours Georgia Page:

Shortcuts

Share