სასკოლო ექსკურსიების პროგრამა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სასკოლო ექსკურსიების პროგრამა

სასკოლო ექსკურსიების პროგრამა ფასის გამოსათვლელად ან ექსკურსიის და სრული საექსკურსიო მომსახურება

ამჯერად გთავაზობთ ძველი თბილისის ტურს V-VIII კლასის მოსწავლეებისთვის.ასაკი: 12 წლიდანხელმისაწვდომია: ნოემბერი-მარტი (ორშ...
15/11/2025

ამჯერად გთავაზობთ ძველი თბილისის ტურს V-VIII კლასის მოსწავლეებისთვის.

ასაკი: 12 წლიდან
ხელმისაწვდომია: ნოემბერი-მარტი (ორშაბათის და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა)
ხანგრძლივობა: 4-4.5 სთ.
საფეხმავლო (ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში დაახლ. 2 კმ.)

აღმოაჩინე ძველი თბილისი - ექსკურსია, რომელიც განკუთვნილია საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, მოიცავს როგორც შემეცნებას, ასევე საინტერესო ინტელექტუალურ აქტივობასაც. ამის გამო მოსწავლე მასქიმალურად ჩართულია საექსკურსიო პროცესში და გასართობ აქტივობასთან ერთად დიდ ცოდნას და გამოცდილებას იღებს. ექსკურსია იწყება სიონის საკათედრო ტაძრიდან, სადაც გიდის თანხლებით გაეცნობით თბილისის ერთ-ერთი უძველესი ტაძრის ისტორიას, არქიტექტურას, მხატვრობას. შემდეგ ეტაპზე თბილისის ისტორიის მუზეუმი გიმასპინძლებთ, სადაც უფრო დეტალურად გაეცნობით თბილისის ისტორიას. ნახავთ საინტერესო ნივთებსა და მოდელებს. მუზეუმის დათვალიერება-გაცნობის შემდეგ მოსწავლის ინტერესი ძველი თბილისის მიმართ ერთიორად იმატებს. იქვე დაათვალიერებთ ძველი ქართული იარაღის მუზეუმს, სადაც იარაღის ტიპებთან და სახეობებთან ერთად გაეცნობით იმ მეთოდებსა და წესებს, რომლებსაც იყენებდნენ ჩვენი მეომრები თბილისის და სამშობლოს დასაცავად. მუზეუმების დათვალიერების შემდეგ ექსკურსია გიდის თანხლებით გრძელდება აბანოთუბნისკენ სადაც აღმოჩნდებით ძველთბილისური სავააჭრო ქუჩებისა და მეიდნის გავლით. აბანოთუბანში გაეცნობით მის არქიტექტურას, ისტორიას. რატომ და რა დანიშულებით გვაქვს თბილისში გოგირდის აბანოები, რა საინტერესო ისტორიები უკავშირდება მათ და ა.შ. აბანოთუბნიდან გაემართებით ლეღვთახევში, საიდანაც ძველი გვირაბის გავლით აღმოჩნდებით მეტეხის სიახლოვეს. დაათვალიერებთ მეტეხის ეკლესიას, წამებული შუშანიკ დედოფლის სამარხს, გადმოხედავთ ძველ თბილისს და დატკბებით მისი ხედებით. ექსკურსია სრულდება მეტეხის ეკლესიის გაცნობა-დათვალიერებით, სადაც დაგხვდებათ მძღოლი და წაგიყვანთ სკოლასთან.
________________________________________
საექსკურსიო პაკეტი მოიცავს:
✅ ტრანსპორტირებას ავტობუსით ან მიკროავტობუსით
✅ გიდის მომსახურებას
✅ აქტივობებს
✅ თბილისის ისტორიის მუზეუმის ბილეთებს
✅ ქართული იარაღის მუზეუმის ბილეთებს
👉 მასწავლებელი როგორც ყოველთვის ყველა ექსკურსიაზე უფასოა!
👉 დაჯავშნა შესაძლებელია ექსკურსიამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე.
👉 ფასები დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) და იწყება 55 ლარიდან.
👉 მშობლების რაოდენობა საქალაქო, თემატურ და მოკლე ექსკურსიებზე შეზღუდულია. ყოველ 5-6 მოსწავლეზე დასაშვებია 1 მშობელი.
-----------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]

ვმუშაობთ 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის საექსკურსიო პროგრამებზე.თქვენ სად ისურვებდით წასვლას?რომელი ობიექტის მონახ...
15/11/2025

ვმუშაობთ 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის საექსკურსიო პროგრამებზე.

თქვენ სად ისურვებდით წასვლას?
რომელი ობიექტის მონახულება გსურთ?
რომელი მუზეუმი, ძეგლი?

გაგვიზიარეთ თქვენი სურვილები და მომდევნო სეზონის ექსკურსიებზე გავითვალისწინებთ.
-----------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]

🎊🎅🎄💝🎁🎉თუ საახალწლოდ ღონისძიებას გეგმავ და გჭირდება სცენარი, მაშინ ეს პოსტი შენთვისაა!🎁გთავაზობთ საახალწლო ღონისძიების სც...
12/11/2025

🎊🎅🎄💝🎁🎉
თუ საახალწლოდ ღონისძიებას გეგმავ და გჭირდება სცენარი, მაშინ ეს პოსტი შენთვისაა!

🎁გთავაზობთ საახალწლო ღონისძიების სცენარებს:
🎉 საშობაო ზღაპარი - თოვლის პაპის დაბრუნება (19 მოსწავლე)
🎉 საშობაო ზღაპარი - ჯადოსნური ღამე (22 მოსწავლე)
🎉 საშობაო ზღაპარი - თოვლის გუნდის ისტორია (13 მოსწავლე)
🎉 ქრისტეშობა (21 მოსწავლე)
🎉 ახალი წელი ევროპაში (16 მოსწავლე)

💫 სცენარები გათვლილია II-IV კლასელებისთვის და არის უფასო🎁🎉
მოიცავს ტექსტებს, დიალოგებს, ლექსებს, სიმღერებს.

🎊 მის მისაღებად უნდა:
✅ მოიწონოთ ჩვენი გვერდი სასკოლო ექსკურსიების პროგრამა
✅ გააზიაროთ პოსტი
✅ დაწეროთ ამავე პოსტის კომენტარში რომელიმე ერთი სცენარი, რომელიც გსურთ
🎁🎉 სცენარს მიიღებთ მესენჯერშივე word.docx ფორმატში.
-----------------------------------------------------------------
რაც შეეხება ექსკურსიებს. ამ სეზონზე გამოცხადებული გვაქვს 16 თემატური და მოკლე ტური თბილისის ფარგლებში. მათ შორის სამი ლაშქრობა. დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]

26 ნოემბერს გთავაზობთ თოჯინების ტურს I-IV კლასებისთვის.ხანგრძლივობა 3-4 სთ.ექსურსის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნობიან ...
11/11/2025

26 ნოემბერს გთავაზობთ თოჯინების ტურს I-IV კლასებისთვის.

ხანგრძლივობა 3-4 სთ.

ექსურსის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნობიან თოჯინების ისტორიას, როგორ მზადდება, სად და როდის აღმოაჩინეს პირველი თოჯინა, რისგან ამზადებდნენ საქართველოში თოჯინებს, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ დაამზადონ თითით სათამაშებელი ქართული თოჯინები. შემდეგ დაესწრებიან სპექტაკლს "იავნანამ რა ჰქმნა?!"
________________________________________
საექსკურსიო პაკეტი მოიცავს:
✅ ტრანსპორტირებას ავტობუსით ან მიკროავტობუსით
✅ გამყოლის მომსახურებას
✅ აქტივობებს
✅ სპექტაკლზე დასწრებას
👉 მასწავლებელი როგორც ყოველთვის ყველა ექსკურსიაზე უფასოა!
👉 დაჯავშნა შესაძლებელია ექსკურსიამდე მინიმუმ 12 დღით ადრე.
👉 ფასები დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) და იწყება 70 ლარიდან.
👉 ადგილების რაოდენობა ამ ექსკურსიაზე შეზღუდულია.
-----------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]

გთავაზობთ ძველი თბილისის ტურს დაბალი კლასებისთვის - პირველი ნაბიჯები ძველ თბილისშიასაკი: 9 წლიდანხელმისაწვდომია: ნოემბერ...
10/11/2025

გთავაზობთ ძველი თბილისის ტურს დაბალი კლასებისთვის - პირველი ნაბიჯები ძველ თბილისში

ასაკი: 9 წლიდან
ხელმისაწვდომია: ნოემბერი-მარტი
ხანგრძლივობა: 3-4 სთ.
საფეხმავლო (ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში დაახლ. 1 კმ.)

ძველი თბილისის თემა ამოუწურავია და მასზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ადგილი ჩვენს ქალაქში, რომელიც გვაოცებს თავისი უნიკალურობით, ისტორიით, სიძველეებით, საინტერესო ადგილებით, სილამაზით, არქიტექტურით და სხვა მსგავსი საკითხებით. თითოეული ჩვენგანი ვალდებული ვართ ვიცნობდეთ ჩვენს დედაქალაქს და მითუფრო მის უძველეს ნაწილს - ძველ თბილისს. ამიტომ გთავაზობთ რომ გაიაროთ პირველი ნაბიჯები ძველ თბილისში ჩვენთან ერთად. გიდი მოგიყვებათ და გაჩვენებთ საინტერესო ადგილებს. გაიგებთ იმ ძირითად საკითხებს, რაც ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს ძველი თბილისის შესახებ. ექსკურსია არის საფეხმავლო და იწყება აბანოთუბნიდან. გაეცნობით თბილისური აბანოების ისტორიას, წესებს, არქიტექტურას... შემდეგ გიდთან ერთად გაემართებით ლეღვთახების მიმართულებით, საიდანაც ხვეული კიბითა და ძველთბილისური ვიწრო ქუჩებით მოხვდებით ნარიყალაზე. დაათვალიერებთ ნარიყალის კომპლექსს, თბილისის დედა ციხეს და ეკლესიას. შემდეგ კი თბილისური ქვაფენილით დაბრუნდებით აბანოთუბანში, სადაც დაგხვდებათ ტრანსპორტი და მიგიყვანთ სკოლასთან.
იმისთვის, რომ ექსკურსია არ იყოს მოსაწყენი და არ იყოს მხოლოდ შემეცნებაზე ორიენტირებული, გამოყენებული გვაქვს 9-12 წლის მოსწავლეებზე მორგებული როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური ინტელექტუალური აქტივობები.
________________________________________
საექსკურსიო პაკეტი მოიცავს:
✅ ტრანსპორტირებას ავტობუსით ან მიკროავტობუსით
✅ გიდის მომსახურებას
✅ აქტივობებს
👉 მასწავლებელი როგორც ყოველთვის ყველა ექსკურსიაზე უფასოა!
👉 დაჯავშნა შესაძლებელია ექსკურსიამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე.
👉 ფასები დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) და იწყება 45 ლარიდან.
👉 მშობლების რაოდენობა საქალაქო, თემატურ და მოკლე ექსკურსიებზე შეზღუდულია. ყოველ 5-6 მოსწავლეზე დასაშვებია 1 მშობელი.
-----------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]

გთავაზობთ თემატურ ექსკურსიას ქართული მწერლობისა და ხელნაწერების შესახებასაკი: 10 წლიდანხელმისაწვდომია: ნოემბერი-მარტი (შ...
06/11/2025

გთავაზობთ თემატურ ექსკურსიას ქართული მწერლობისა და ხელნაწერების შესახებ

ასაკი: 10 წლიდან
ხელმისაწვდომია: ნოემბერი-მარტი (შაბათ-კვირის და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა)
ხანგრძლივობა: 3-4 სთ.

ეს არის ექსკურსია ქართული დამწერლობისა და ლიტერატურის შესახებ, რომელიც თავისი არსით უნიკალურია მთელ მსოფლიოში. ექსკურსიის განმავლობაში მოინახულებთ უძველესი წიგნების საცავს სადაც დაათვალიერებთ უნიკალურ ხელნაწერებს, ბეჭდურ გამოცემებს. გაიგებთ როგორ იწერებოდა, იბეჭდებოდა, ქვეყნდებოდა წიგნები და ხელნაწერები. იმოგზაურებთ უძველესიდან თანამედროვე წიგნების და მწერლობის სამყაროში.
________________________________________
საექსკურსიო პაკეტი მოიცავს:
✅ ტრანსპორტირებას ავტობუსით ან მიკროავტობუსით
✅ გიდის მომსახურებას
✅ ბილეთების საფასურს
✅ აქტივობებს
👉 მასწავლებელი როგორც ყოველთვის ყველა ექსკურსიაზე უფასოა!
👉 დაჯავშნა შესაძლებელია ექსკურსიამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე.
👉 ფასები დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) და იწყება 60 ლარიდან.
👉 მშობლების რაოდენობა საქალაქო, თემატურ და მოკლე ექსკურსიებზე შეზღუდულია. ყოველ 5-6 მოსწავლეზე დასაშვებია 1 მშობელი.
-----------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]

გთავაზობთ ტოლერანტულ ტურს თბილისშიასაკი: 11 წლიდანხელმისაწვდომია: ნოემბერი-მარტი (პარასკევი, შაბათი, კვირის გარდა)ხანგრძ...
06/11/2025

გთავაზობთ ტოლერანტულ ტურს თბილისში

ასაკი: 11 წლიდან
ხელმისაწვდომია: ნოემბერი-მარტი (პარასკევი, შაბათი, კვირის გარდა)
ხანგრძლივობა: 3-4 სთ.
საფეხმავლო (ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში დაახლ. 3 კმ.)

თბილისი ოდითგანვე იყო ტოლერანტული ქალაქი. ეს იყო ადგილი, სადაც კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ სხვადასხვა რელიგიისა თუ ერის ხალხები. მიუხედავად იმისა, რომ მათი რელიგია, კულტურა თუ ადათ-წესები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, მაინც მშვიდობიანად და უკონფლიქტოდ ახერხებდნენ ერთმანეთის გვერდით თანაცხოვრებას.
სწორედ ამიტომ და ამ საკითხის კარგად გასააზრებლად გთავაზობთ ტოლერანტულ ტურს ძველ ტბილისში. ექსკურსიის განმავლობაში ნახავთ ექვსი სხვადასხვა რელიგიის - მართლმადიდებლურ, კათოლიკურ, გრიგორიანულ, მაზდეანურ, მუსლიმანურ და იუდეველების სამლოცველო-საკულტო ნაგებობებს. ადგილზე დაათვალიერებთ შენობას, მოწყობას, არქიტექტურას, ინტერიერსა თუ ექსტერიერს, გაეცნობით თითოეულისთვის დამახასიათებელ წესებსა და ტრადიციებს.
________________________________________
საექსკურსიო პაკეტი მოიცავს:
✅ ტრანსპორტირებას ავტობუსით ან მიკროავტობუსით
✅ გიდის მომსახურებას
✅ აქტივობებს

👉 მასწავლებელი როგორც ყოველთვის ყველა ექსკურსიაზე უფასოა!
👉 დაჯავშნა შესაძლებელია ექსკურსიამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე.
👉 ფასები დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) და იწყება 55 ლარიდან.
👉 მშობლების რაოდენობა საქალაქო, თემატურ და მოკლე ექსკურსიებზე შეზღუდულია. ყოველ 5-6 მოსწავლეზე დასაშვებია 1 მშობელი.
-----------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]

ნოემბერ-თებერვალში გთავაზობთ შემდეგ მოკლე თემატურ ექსკურსიებს და ლაშქრობებს:1. ფლორის ტური I-IV კლასები2. თოჯინების ტური...
06/11/2025

ნოემბერ-თებერვალში გთავაზობთ შემდეგ მოკლე თემატურ ექსკურსიებს და ლაშქრობებს:

1. ფლორის ტური I-IV კლასები
2. თოჯინების ტური I-IV კლასები
3. დედა ენა და ლიტერატურა II-VI კლასები
4. პირველი ნაბიჯები ძველ თბილისში III-V კლასები
5. საქართველოს გმირები III-VI კლასები
6. ქართული მწერლობა და ხელნაწერები IV-VIII
7. ტოლერანტული თბილისი V-IX კლასები
8. ხელოვნების ტური (ოპერა) V-X
9. აღმოაჩინე ძველი თბილისი 6-8
10. ძველი თბილისის ტური ბორანზე VIII+ კლასები
11. ძველი თბილისის მარგალიტები IX+ კლასები
12. თბილისური აივნები IX+ კლასები
13. ძველი თბილისის საიდუმლოებები X+ კლასები

ლაშქრობები:
1. კუს ტბა III+ კლასები
2. მთაწმინდა IV+ კლასები
3. არმაზის ხეობა V+ კლასები
________________________________________
საექსკურსიო პაკეტები მოიცავს:
✅ ტრანსპორტირებას ავტობუსით ან მიკროავტობუსით
✅ გიდის მომსახურებას
✅ ბილეთების საფასურს (მარშრუტის მიხედვით)
✅ აქტივობების საფასურს (მარშრუტის მიხედვით)

👉 მასწავლებელი როგორც ყოველთვის ახლაც ყველა ექსკურსიაზე უფასოა!
👉 დაჯავშნა შესაძლებელია ექსკურსიამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე.
👉 ფასები დამოკიდებულია მარშრუტსა და ჯგუფის რაოდენობაზე (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი)
👉 მშობლების რაოდენობა საქალაქო, თემატურ და მოკლე ექსკურსიებზე შეზღუდულია. ყოველ 5-6 მოსწავლეზე დასაშვებია 1 მშობელი.
-----------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]

შემოდგომის სეზონზე გთავაზობთ შემდეგ გასვლით ექსკურსიებს:👉შემოდგომის ტური კახეთში 👉შემოდგომა რკონში👉თიანეთი - ფუძნარი, ნა...
20/09/2025

შემოდგომის სეზონზე გთავაზობთ შემდეგ გასვლით ექსკურსიებს:

👉შემოდგომის ტური კახეთში
👉შემოდგომა რკონში
👉თიანეთი - ფუძნარი, ნადოკრა, საბადური
👉ძამას ხეობა
👉გერმანული მემკვიდრეობა - ბოლნისი, ასურეთი
👉ბოდბე, აბრეშუმის მეურნეობა
👉მანგლისის სიონი
________________________________________
საექსკურსიო პაკეტები მოიცავს:
✅ ტრანსპორტირებას ავტობუსით ან მიკროავტობუსით
✅ გიდის მომსახურებას
✅ ბილეთებს (მარშრუტის მიხედვით)
✅ საექსკურსიო დაზღვევას მოსწავლეებისთვის
✅ აქტივობებს
დამატებითი მომსახურებები:
✅ კვება
✅ ფოტო/ვიდეო გადაღება👉
👉 მასწავლებელი როგორც ყოველთვის ახლაც ყველა ექსკურსიაზე უფასოა!
👉 დაჯავშნა შესაძლებელია ექსკურსიამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე.
👉 ფასები დამოკიდებულია მარშრუტსა და ჯგუფის რაოდენობაზე (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი)
-----------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისა და ექსკურსიის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]
[email protected]

ექსკურსია აგვისტოს ომის მუზეუმში, შინდისის მემორიალსა და ი. გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.მეორეკლასელებმა დაათვალიერეს აგვი...
13/05/2025

ექსკურსია აგვისტოს ომის მუზეუმში, შინდისის მემორიალსა და ი. გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.

მეორეკლასელებმა დაათვალიერეს აგვისტოს ომის მუზეუმი, სადაც გიდმა მათთვის გასაგებ ენაზე მოსწავლეებს გააცნო აგვისტოს ომის ისტორია, აქამდე უცნობი ამბები, მოუყვა გმირების შესახებ. დაათვალიერებინა ომგამოვლილი ნივთები, აღდგენილი ფოტოები და უამრავი სხვა.
ექსკურსიის განმავლობაში მოსწავლეებმა მოინახულეს შინდისის გმირების მემორიალი და შეამკეს გვირგვინით, პატივი მიაგეს მათ მემორიალურ საფლავს. გიდმა ადგილზე მოუყვა მათი გმირობის ისტორია და აჩვენა ადგილები, სადაც 2008 წლის აგვისტოში წარმოებდა ომი.
ბოლოს კი მოსწავლეები ეწვივნენ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ვარიანში და უფრო ახლოს გაიცნეს დიდი მწერლის და "დედა ენის" შემქნელის ცხოვრება და მოღვაწეობა.
____________________________________________________________
თუ გსურთ თქვენს მოსწავლეებსაც შთააგონოთ ქვეყნის სიყვარული, გააცნოთ ჩვენი გმირები, ჩვენი მწერლები, ჩვენი სამშობლოს ოკუპირებული ტერიტორიები და გახადოთ მათი ექსკურსია საინტერესოც, შემეცნებითიც და გასართობიც, მაშინ დაგვიკავშირდით
0322 120 333
[email protected]

ექსკურსია ქვ. ქართლშიX კლასი - ბოლნისის მუზეუმი - ბოლნისის სიონი - სოფ. ასურეთი - გერმანელების მემკვიდრეობა_____________...
11/05/2025

ექსკურსია ქვ. ქართლში
X კლასი

- ბოლნისის მუზეუმი
- ბოლნისის სიონი
- სოფ. ასურეთი - გერმანელების მემკვიდრეობა
_____________________________________________________________
თუ ჯერ კიდევ არ დაგიჯავშნიათ ექსკურსია იჩქარეთ და დაგვიკავშირდით
[email protected]
0322 120 333

Address

Tbilisi
0108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სასკოლო ექსკურსიების პროგრამა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to სასკოლო ექსკურსიების პროგრამა:

Share

Category