Elkana - Organic Farming & Rural Tourism Network in Georgia

Elkana - Organic Farming & Rural Tourism Network  in Georgia არასამთავრობო ორგანიზაცია - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა”. The Biological Farming Association Elkana, a Georgian NGO

The Association Elkana was established in 1994 in Tbilisi (Georgia). Elkana Rural Tourism Network unites farmers from different regions, who have opened their farms to tourists. They offer comfortable accommodation, healthy food, good w**e and the opportunity to learn more about Georgian culture and traditions. Elkana offers rural tour program "Visit Georgian Farmers". For more information visit our web-site www.ruraltourism.ge

ასოციაცია "ელკანა" დაფუძნდა 1994წ. თბილისში . ელკანას სოფლის ტურიზმის ქსელი აერთიანებს ფერმერებს, რომლებიც თავაზობენ ტურისტებს გაეცნონ მათ ფერმებს. ისინი თავაზობენ ტურისტებს კომფორტულ საცხოვრებელს, ჯანსაღ საკვებს, კარგ ღვინოს და აძლევენ საშუალებს უფრო კარგად გაეცნონ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. ელკანა გთავაზობთ სოფლის ტურებს "ესტუმრეთ ქართველ ფერმერებს".
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-საიტს www.ruraltourism.ge

L'association Elkana a été crée en 1994 à Tbilissi (Géorgie). L'organisation réunit des agriculteurs de différentes régions du pays soucieux du développement de l'agriculture durable ainsi que de la protection de l'environnement. Elkana promeut des familles qui ont ouvert leur fermes aux touristes et qui souhaiteraient faire du tourisme rural leur source de revenus. Elles offrent un logement confortable, une nourriture saine, du bon vin et l'opportunité d'en apprendre plus au sujet de la culture et des traditions géorgiennes.Elkana propose un programme de voyage rural: "Visitez les agriculteurs géorgiens". Pour plus d'informations, visitez notre site internet: www.ruraltourism.ge

Ассоциация Элкана была создана в1994 в Тбилиси (Грузии). Сеть сельского туризма Элкана объединяет фермеров из разных регионов Грузии, которые открыли двери своих хозяйств для туристов. Они предоставляют комфортное размещение, здоровое питание, хорошее вино и возможность узнать больше о Грузинской культуре и традициях. Элкана предлагает программу сельских экскурсий ,,Посетите Грузинских фермеров ».
Для получения дополнительной информации посетите нашу веб-страницу www.ruraltourism.ge

Stowarzyszenie Elkana zostało założone w 1994 r w Tbilisi (Gruzja). Organizacja jednoczy rolników z różnych rejonów kraju, zainteresowanych zarówno rozwojem zrównoważonego rolnictwa, jak i ochroną środowiska naturalnego. Elkana promuje również rodziny chcące otworzyć swoje domy dla turystów oraz rozwijać turysytkę wiejską jako źródło dochodów. Gospodarze oferują wygodne noclegi, zdrową żywność, dobre wino, a także szansę na poznanie prawdziwej gruzińskiej kultury i bogactwa lokalnych tradycji. Elkana oferuje program turystyki wiejskiej „Odwiedź gruzińskich rolników”. Więcej informacji znajdziesz na: www.ruraltourism.ge

Der Verband Elkana wurde 1994 in Tiflis (Georgien) gegründet. Elkanas Landtourismus Netzwerk vereint Landwirte aus verschiedenen Regionen Georgiens, die ihre Höfe für Touristen geöffnet haben. Sie bieten eine komfortable Unterkunft, gesundes Essen, guten Wein und die Gelegenheit mehr über die georgische Kultur und Tradition zu lernen. Elkana bietet das Tour-Programm "Georgische Landwirte besuchen" an. Für weitere Informationen besuchen Sie unsere Webseite www.ruraltourism.ge

18-19 სექტემბერს არ გამოტოვოთ ორგანული და აგროეკოლოგიური პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა! 🌾გელოდებით ელკანას წევრი ფერმერებ...
17/09/2026

18-19 სექტემბერს არ გამოტოვოთ ორგანული და აგროეკოლოგიური პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა! 🌾

გელოდებით ელკანას წევრი ფერმერების ორგანული პროდუქტების დასაგემოვნებლად და შესაძენად 🍅🧀🍯🍷

მხარი დაუჭირეთ ადგილობრივ ფერმერებს და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე! 💚

📍თბილისი, სუპერმარკეტი გუდვილი - ვაკე.
ილია ჭავჭავაძის გამზირი #34
🕒 11:00-20:00 სთ

11-12 სექტემბერს არ გამოტოვოთ ორგანული და აგროეკოლოგიური პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა! 🌾გელოდებით ელკანას წევრი ფერმერებ...
09/09/2026

11-12 სექტემბერს არ გამოტოვოთ ორგანული და აგროეკოლოგიური პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა! 🌾

გელოდებით ელკანას წევრი ფერმერების ორგანული პროდუქტების დასაგემოვნებლად და შესაძენად 🍅🧀🍯🍷

მხარი დაუჭირეთ ადგილობრივ ფერმერებს და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე! 💚

📍თბილისი, სითი მოლი, გუდვილის სავაჭრო დარბაზი, ქავთარაძის ქუჩა #1
🕒 11:00-20:00 სთ

🐎 თელავის საცხენოსნო ცენტრი კახეთში, სოფელ ზემო ხოდაშენში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ შინაურ ცხოველთა საკ...
09/09/2026

🐎 თელავის საცხენოსნო ცენტრი კახეთში, სოფელ ზემო ხოდაშენში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარებს.

თელავიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარე სივრცე ფაქტობრივად აკავშირებს თელავისა და ახმეტის ტურისტულ მიმართულებებს და რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს ღვინის, გასტრონომიულ და კულტურულ გამოცდილებებთან ერთად საცხენოსნო ტურიზმის აღმოჩენის შესაძლებლობას სთავაზობს ✨

🔸თელავის საცხენოსნო ცენტრი თანამშრომლობისთვის ღიაა ტურისტულ კომპანიებთან, სასტუმროებთან, სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კომპანიებსა და მედიასთან.

🔸ცენტრის მიზანია კახეთში საცხენოსნო ტურიზმის განვითარება და ამ მიმართულების კიდევ უფრო პოპულარიზაცია, ამასთან, ქართული საცხენოსნო ტრადიციების, თუშური ცხენისა და რეგიონის სოფლის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენა

ვრცლად იხილეთ სტატიაში 👉https://shorturl.at/bG36y

თელავის საცხენოსნო ცენტრი - ახალი სივრცე კახეთში საცხენოსნო ტურიზმისა და ქართული ტრადიციების გასაცნობად

🖇️2026 წლის 1 აგვისტოს, კახეთში, ზემო ხოდაშენში, ასოციაცია „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში,   გაიმართა ბიოლოგიურ მეუ...
31/08/2026

🖇️2026 წლის 1 აგვისტოს, კახეთში, ზემო ხოდაშენში, ასოციაცია „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში, გაიმართა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წევრთა X საერთო კრება.

🟩საერთო კრება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა. ასოციაციის 33 ნამდვილი წევრიდან კრებას ხმის უფლებით 24 წევრი ესწრებოდა, შესაბამისად, კრება უფლებამოსილი იყო გადაწყვეტილებები მიეღო.

⬜️კრების მონაწილეებს „ელკანას“ დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ ორგანიზაციის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც ორგანიზაცია დღეს დგას. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში „ელკანამ“ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ბიო და აგროეკოლოგიური მეურნეობების ხელშეწყობის, აგრარული ბიომრავალფეროვნების დაცვის, საკონსერვაციო მეურნეობების განვითარების, აგროეკოლოგიური განათლებისა და სოფლის მოსახლეობის მხარდაჭერის მიმართულებით.

🟩საერთო კრებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზაციის ფინანსურ მდგრადობას. 2025 წელს „ელკანას“ შემოსავლები წინა წელთან შედარებით 22%-ით შემცირდა.

⬜️საგრანტო დაფინანსების შემცირების პირობებში მნიშვნელოვანი ხდება ისეთი საქმიანობების განვითარება, რომლებიც „ელკანას“ საკუთარი შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. ამ მიმართულებით ორგანიზაცია გეგმავს ფასიანი მომსახურებებისა და სასწავლო პროგრამების განვითარებას, აგროეკოლოგიური ნიშნის სისტემის გაძლიერებას, ადგილობრივი თესლის რეალიზაციას და საკონსერვაციო მეურნეობებში ტურისტული მომსახურებების განვითარებას. ზემო ხოდაშენის მეურნეობაში უკვე დაიწყო თუშური ცხენის კონსერვაციისა და საცხენოსნო ტურიზმის განვითარება. მიღებული შემოსავალი საკონსერვაციო მეურნეობის შენარჩუნებასა და განვითარებას მოხმარდება.

🟩2019 წელს „ელკანამ“ წევრი მეურნეების მიერ წარმოებული პროდუქციის ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით აგროეკოლოგიური ნიშნის მინიჭების სისტემა შეიმუშავა და დანერგა. პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე სისტემა გადაიხედა და 2025 წელს მისი განახლებული ვერსია მომზადდა. განახლებული სისტემა მიზნად ისახავს აგროეკოლოგიური წარმოების მოთხოვნების უფრო მკაფიოდ განსაზღვრას, შიდა კონტროლის გაძლიერებას, პროდუქციის მიკვლევადობის უზრუნველყოფას და წევრი მეურნეების მიერ წარმოებული პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე პოზიციონირების ხელშეწყობას.

⬜️ორგანიზაციის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად განისაზღვრა „ელკანას“ ჩამოყალიბება იმ ადამიანთა პროფესიულ ასოციაციად, ვისაც ბიო- და აგროეკოლოგიური მეურნეობის მოწყობა-განვითარების რეალური ინტერესი და მოტივაცია აქვს.

🟩კრების ბოლოს „ელკანას“ ახალი გამგეობა აირჩიეს. მისი ფორმირებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზაციის მისიისადმი წევრთა ერთგულებას, პროფესიულ გამოცდილებასა და „ელკანას“ განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობის სურვილს.

⬜️საერთო კრებაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა „ელკანას“ მისიის მთავარი მიმართულებები — ბიო- და აგროეკოლოგიური მეურნეობის განვითარება, საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა, ფერმერთა ცოდნისა და შესაძლებლობების გაძლიერება და ადგილობრივი, ორგანული და აგროეკოლოგიური პროდუქციის ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობა.

🖇️2026 წლის 21 აგვისტოს, სოფელ წნისში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კი...
26/08/2026

🖇️2026 წლის 21 აგვისტოს, სოფელ წნისში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანში“, ნახევრად ნაგალა საძირეზე (MM106) დაემყნო ადგილობრივი, გადაშენების პირას მყოფი ვაშლის 22 სხვადასხვა ჯიში, მათ შორის ერბოვაშლი, თურაშაული, აბილაური, რძევაში, რაკრაკა, ჯორიცხვირა და სხვა.

🟩ამასთანავე, ჩატარდა საველე პრაქტიკული ტრენინგი ხეხილოვანი კულტურების მყნობის საკითხებზე. ტრენინგს უძღვებოდა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, „ელკანას“ ხილ-კენკოვანი კულტურების კონსულტანტი ლალი გოგინავა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ფერმერები, საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტები, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

⬜️ტრენინგის მიზანი იყო ვაშლის ადგილობრივი, ქართული ჯიშების პოპულარიზაცია, ხეხილოვანი კულტურების მყნობის ტექნოლოგიების ტრენინგის მონაწილეთათვის გაცნობა და პრაქტიკულად განხორციელება.

🟩ღონისძიების ფარგლებში, „ელკანას“ დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ ტრენინგის მონაწილეებს გააცნო „ელკანას“ საქმიანობა და გაუზიარა აგრარული ბიომრავალფეროვნების აღდგენის და შენარჩუნების მიზნით ორგანიზაციის მიერ განხორცილებული საქმიანობების გამოცდილება, „ელკანას“ ხილ-კენკოვან კულტურების კონსულტანტმა ლალი გოგინავამ დაათვალიერებინა მათ „მარცვლეულის კიდობნის“ მეურნეობა და წარუძღვა ტრენინგის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. სწავლების ფარგლებში, ტრენინგის მონაწილეებმა უშუალოდ მყნობის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. მყნობის პროცესი განახორციელეს და მათ საკუთარი მრავალწლიანი მყნობის გამოცდილება გაუზიარეს ზოია ოთანაძემ და ოფელია ანესიანმა.

⬜️მონაწილეები გაეცნენ ასევე „მარცვლეულის კიდობანში“ არსებულ თესლეულის ბიბლიოთეკას, საიდანაც შესაძლებლობა ჰქონდათ აეღოთ მათთვის სასურველი ადგილობრივი კულტურების მცირე რაოდენობით თესლეული საკუთარ მეურნეობაში გასამრავლებლად.

🟩ღონისძიების ფარგლებში ხორბლის ენდემური სახეობის - დიკას პური გამოცხვა სადეგუსტაციოდ, ცხობის პროცესში ხალისით ჩაერთვნენ ტრენინგის მონაწილეები. სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო ასევე „მარცვლეულის კიდობანში“ მოწეული ვაშლი და ბოსტნეული.

⬜️„მივიღეთ მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ძალიან დიდი მადლობა „ელკანას“ ამ შესაძლებლობისათვის“ - საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტები.

🟩„სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ასოციაცია „ელკანას“ შორის ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობა უკვე ორ ათეულ წელს ითვლის. ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აგრონომიული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში პროფესიული პრაქტიკის განხორციელების კუთხით ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „მარცვლეულის კიდობნის“ საკონსერვაციო მეურნეობაში ვიზიტი ჩვენს სტუდენტებზე ყოველთვის განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს, ისინი დიდი ინტერესით ეცნობიან „ელკანას“ საქმიანობას, „მარცვლეულის კიდობანს“, აქ არსებულ, გადაშენების პირას მყოფ ადგილობრივი მარცვლეული კულტურების მოვლა-მოყვანის გამოცდილებას, ამ კულტურათა კოლექციას, თესლის მარაგებისა და შენარჩუნების პრაქტიკას, ასევე „ელკანას“ საქმიანობას ადგილობრივი ჯიშების მოძიების, დაცვის, გამრავლებისა და ფერმერებს შორის მათი გავრცელების მიმართულებით. „მარცვლეულის კიდობანში“ ვიზიტისას, სტუდენტები აცნობიერებენ ორგანული წარმოებისა და აგროეკოლოგიის მნიშვნელობას.“ - თემურაზ გვარამაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

⬜️„დღეს შესაძლებლობა მომეცა ჩვენს ოჯახში არსებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, გამორჩეული ვაშლის ჯიში სახელწოდებით „დედოფალი“ გადამერჩინა, მოვიტანე სამყნობი მასალა და დავამყნეთ 30-მდე საძირე. დიდი მადლობა ასოციაცია „ელკანას“ ამ შესაძლებლობისათვის.“ - ნელი ლომიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი.

🟩გიორგი ჯვარიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთიდან. ასოციაცია „ელკანას“ აგრარულ ბიომრავალფეროვნების პროგრამაში ჩ...
19/08/2026

🟩გიორგი ჯვარიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთიდან. ასოციაცია „ელკანას“ აგრარულ ბიომრავალფეროვნების პროგრამაში ჩართულია 2006 წლიდან. უკვე 20 წელია მოჰყავს ხორბლის ადგილობრივი ჯიში - ახალციხის წითელი დოლი. თავდაპირველად, წითელი დოლი ნახევარ ჰექტარზე დათესა „ელკანას“ მიერ გადაცემული სათსლე მასალით. შემდეგ, თავად ამრავლებდა სათესლე მასალას და ყოველწლიურად ზრდიდა ნათესის ფართობს. ამჟამად, გიორგი ჯვარიძე წითელი დოლის ხორბალს ყოველწლიურად 3 ჰექტარზე თესავს, მოსავალს ოჯახშიც იყენებს და ყიდის. 2021 წლიდან ყოველწლიურად 1 ჰექტარზე თესავს ასევე ხორბლის ენდემურ სახეობა - დიკას. სამომავლოდ კიდევ გეგმავს სათესი ფართობების გაზრდას. აღსანიშნავია, რომ იგი სათესლე მასალას უზიარებს წითელი დოლისა და დიკას დათესვით დაინტერესებულ ადგილობრივებს და ხელს უწყობს ამ ხორბლების გამრავლებას. 🌾

🖇️„ჩემი წინაპრები სოფელ ჭობარეთში ცხოვრობდნენ, მიჰყვებოდნენ ტრადიციულ სოფლის მეურნეობას, მოჰყავდათ წითელი დოლის პური და დიკა. მე ამ უნიკალური ხორბლების შენარჩუნების, გამრავლების და მომავალი თაობებისთვის გადაცემის ინტერესი მაქვს. სწორედ ამიტომ აღვადგინე და ვაგრძელებ ჩემი წინაპრების ტრადიციას“ ამბობს გიორგი ჯვარიძე.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტი „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანში“🌾🟩2026 ...
14/08/2026

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტი „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანში“🌾

🟩2026 წლის 4 აგვისტოს, „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანს“ სოფელ წნისში ეწვია ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის გუნდი, პროექტის ექსპერტ ზურაბ შევარდნაძესთან ერთად. ვიზიტის მიზანი იყო „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობის საქმიანობის და არსებული ძირითადი გამოწვევების გაცნობა.

⬜️ვიზიტის ფარგლებში „ელკანას“ დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ, ხილკენკროვან კულტურების კონსულტანტმა ლალი გოგინავამ და ორგანიზაციის ადგილობრივმა თანამშრომლებმა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის გუნდის წარმომადგენლებს გააცნეს „ელკანას“ საქმიანობა, დაათვალიერებინეს „მარცვლეულის კიდობნის“ მეურნეობა, აჩვენეს ადგილობრივი ბოსტნეულის, პარკოსანი კულტურების, ღომის, სელის ნათესები, ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი ჯიშების ბაღი და სანერგე, სამკურნალო მცენარეების ნაკვეთები, და გაუზიარეს აგრარული ბიომრავალფეროვნების აღდგენის და შენარჩუნების მიზნით ასოციაცია „ელკანას“ მიერ განხორცილებული საქმიანობების გამოცდილება.

🟩ვიზიტი შედგა ევროკავშირის Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის BIOSUSTAIN-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (საქართველო), ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტთან (ბულგარეთი) და თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტთან (საბერძნეთი) თანამშრომლობით.

05/08/2026

💚

24–25 ივლისს არ გამოტოვოთ ორგანული და აგროეკოლოგიური პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა! 🌾გელოდებით ელკანას წევრი ფერმერების ო...
23/07/2026

24–25 ივლისს არ გამოტოვოთ ორგანული და აგროეკოლოგიური პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა! 🌾

გელოდებით ელკანას წევრი ფერმერების ორგანული პროდუქტების დასაგემოვნებლად და შესაძენად 🍅🧀🍯🍷

მხარი დაუჭირეთ ადგილობრივ ფერმერებს და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე! 💚

📍თბილისი, დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზირი N1
🕒 11:00-20:00 სთ

Address

61 Gazaphuli Street
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 09:30 - 19:30
Tuesday 09:30 - 19:30
Wednesday 09:30 - 19:30
Thursday 09:30 - 19:30
Friday 09:30 - 19:30

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Elkana - Organic Farming & Rural Tourism Network in Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Elkana - Organic Farming & Rural Tourism Network in Georgia:

Shortcuts

Share