08/07/2026
მონსერატი ბარსელონადან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს, განთქმულია კლდოვანი მთებით და იქ არსებული IX საუკუნის მონასტრით. მონასტრის ტერიტორიიდან ორი სხვადასხვა ფუნიკულორი გადის, რომლებსაც სრულიად განსხვავებულ წერტილებში აჰყავხართ:
1. სანტ ჟოანის ფუნიკულორი, ეს არის ყველაზე პოპულარული ხაზი მათთვის, ვისაც ბუნება და პანორამული ხედები იზიდავს. მონასტრის კომპლექსიდან ადიხართ მთის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალზე, საიდანაც იშლება 360-გრადუსიანი ხედი კატალონიის დაბლობზე და თავად მონასტერზე. ის საკმაოდ ციცაბოა, მისი მაქსიმალური დახრილობა 65.2%-ია, რაც მგზავრობას კიდევ უფრო ადრენალინურს ხდის.
2. სანტა კოვას ფუნიკულორი მონასტრიდან ეშვება ქვემოთ, კლდის ფერდობზე, უფრო მეტად რელიგიური და კულტურული მნიშვნელობისაა. ფუნიკულორის ქვედა სადგურიდან იწყება ე.წ. „წმინდა გზა“ რომელიც მიდის წმინდა გამოქვაბულამდე. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ გამოქვაბულში იპოვეს მწყემსებმა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ქანდაკება. ფეხით სავალი ბილიკი გაფორმებულია ცნობილი კატალონიელი არქიტექტორების, მათ შორის ანტონიო გაუდის მიერ შექმნილი რელიგიური ქანდაკებებით.
სწორედ მონსერატს ვესტუმრებით 21-25 ნოემბრის მადრიდი-ბარსელონას გარანტირებულ ჯგუფურ ტურზე.
დაჯავშნეთ და მიიღეთ საუკეთესო ფასი ადრეული ჯავშნის შემთხვევაში:
555 346 555
#მონსერატი
#ჯგუფურიტურებიესპანეთში #ჯგუფურიტურებიბარსელონაში