17/06/2022
გთავაზობთ თუშეთის 3 დღიან ტურებს, იმოგზაურეთ თუშეთში ჩვენთან ერთად!
ანდეთ თქვენი მოგზაურობა პროფესიონალებს!
____
მარშრუტი:
⏩ I. დღე – გასვლა თბილისიდან, აბანოსცერის უღელტეხილი, სოფელი ომალო, თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი, სოფელი შენაქო, ღამისთევა სასტუმრო სახლში ზემო ომალოში
⏩ II. დღე – გასვლა ზემო ომალოდან, კესელო, ქუეს გადასახედი, სოფელი დართლო, სოფელი კვავლო, სოფელი ფარსმა, სოფელი გირევი, ღამისთევა სასტუმრო სახლში ზემო ომალოში
⏩ III. დღე – გასვლა ზემო ომალოდან, სოფელი ბოჭორნა, სოფელი დოჭუ, დაბრუნება თბილისში
_____
სრული ტურის ღირებულება - 430 ლარი
ღირებულებაში შედის:
⤿ ტრანპორტირება კომფორტული Mistubishi Delica-თი (პროფესიონალი მძღოლით);
⤿ განთავსება საოჯახო სასტუმროში;
⤿ ორჯერადი კვება, საუზმე-ვახშამი;
⤿ პროფესიონალი გამყოლის მომსახურება;
_____
🔶 24 - 26 ივნისი
🔶 8 - 10 ივლისი
🔶 22 - 24 ივლისი
🔶 5 - 7 აგვისტო
🔶 19 - 21 აგვისტო
🔶 9 - 11 სექტემბერი
_____
დამატებითი ინფორმაცია:
• მგზავრობა მაღალი გამავლობის ავტომობილით (გამოცდილი და სანდო მძღოლით);
• განთავსება თუშური ტრადიციული ტიპის სასტუმრო სახლში;
• კვების რაციონში გათვალისწინებულია ადგილობრივი კერძების დაგემოვნება – ხინკალი, კოტორი, ხავიწი და სხვა;
• პირველი დღის სადილი უმჯობესია წამოიღოთ თბილისიდან, მეორე და მესამე დღის სადილი შესაძლებელია თუშეთში შეუკვეთოთ (გაითვალისწინეთ, რომ თუშური ტრადიციის თანახმად ღორის ხორცის პროდუქტების ატანა არ შეიძლება);
• მეგზურობას გაგიწევთ კვალიფიციური გიდი, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით თუშეთის და მარშრუტით გათვალისწინებული ობიექტების შესახებ;
• ფეხით სავალი მონაკვეთები: ფარსმა (400 მ., 20-30 წთ.); გირევი (1 კმ., 30-40 წთ.); კვავლო (400 მ., 20-30 წთ.); დოჭუ (400 მ., 20-30 წთ.);
• რეკომენდირებულია სხვა პირად სამოსთან ერთად იქონიოთ, თბილი მოსაცმელი, საწვიმარი, მთაში გადასაადგილებლად კომფორტული ფეხსაცმელი, მზის ქუდი და მზისგან დამცავი საშუალებები;
_____
✅ ცალკეული ჯგუფებისათვის მოთხოვნის შესაბამისად დაგიგეგმავთ ინდივიდუალურ ტურებს სასურველი მიმართულებით.
_____
ჯავშნისთვის და დამატებითი ინფორმაციისათვის: 598 74 74 54 - ლაშა