23/10/2024
📌 ფოტოკონკურსში მონაწილეობის ვადა გახანგრძლივდა და მსურველებს ნამუშევრების გამოგზავნა 28 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ. გამარჯვებული კი 4 ნოემბერს გამოვლინდება.
⛱️ თუ ფიქრობთ, რომ აგროტურისტულ ობიექტში დასვენება ზაფხულის ყველაზე საინტერესოდ გატარებას ნიშნავს, მაშინ დროა, გაგვიზიაროთ თქვენ მიერ აღბეჭდილი კადრები.
📸 საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია და პლატფორმა Agrogate.World აცხადებს ფოტოკონკურსს.
📩 მონაწილეობის მსურველებმა, 20 ოქტომბრამდე გამოგვიგზავნეთ აგროტურისტული ობიექტის ფოტო და მოგვწერეთ, სად გადაიღეთ ის, ელექტრონულ ფოსტაზე - 𝐢𝐧𝐟𝐨@𝐠𝐚𝐫𝐚.𝐨𝐫𝐠.𝐠𝐞
🔝 21 ოქტომბერს კონკურსის მონაწილეების მიერ გადაღებული ფოტოები გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე და ფოტო, რომლიც 31 ოქტომბრის ჩათვლით ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს , დასახელდება გამარჯვებულად.
🔜 გამარჯვებული ფოტოს ავტორს და აგროტურისტული ობიექტის მფლობელს, ჩვენი გუნდი დააჯილდოვებს საინტერესო საჩუქრებით.
🟢 კონკურსში მონაწილეობის პირობაა ჩვენი სოციალური პლატფორმების გამოწერა:
▫️ GARA Facebook (link) - https://www.facebook.com/Garaorgge
▫️ Agrogate Facebook (link) - https://www.facebook.com/profile.php?id=61563592630726
▫️ Agrogate Instagram - https://www.instagram.com/agrogate.world/
↔️ 20 ოქტომბრის ჩათვლით მოგვაწოდოთ ფოტოები [email protected]ზე, დაურთოთ თვქენი Facebook პროფილის ლინკი და ასევე, აგროტურისტული ობიეტის დასახელება და სოცილაური გვერდის ლინკი, ასეთის არსებობის შემთხვვეაში.
🟢 რა უნდა გაითვალისწინოთ:
▫️ ფოტო აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს. მონაწილე ვალდებულია თავად იყოს ფოტოს ავტორი ან ჰქონდეს სრული უფლებები მისი გამოყენებისთვის.
▫️ დაუშვებელია არასწორი მეთოდების, მათ შორის ყალბი (Fake) ლაიქების გამოყენება კონკურსის შედეგებზე ზემოქმედებისთვის.
▫️ ფოტოამბავი უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებსა და თემატიკას.
📌 წესების დარღვევის შემთხვევაში, მონაწილე ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს, და მისი ფოტო მოიხსნება გათამაშებიდან.