19/08/2026
ფერიცვალებას გილოცავთ! ❤️
სილამაზის, სიკეთისა და სიყვარულის ფერი ჰქონოდეს თქვენს სულსა და გულს მუდამ…
ჩემი ტკბილი ბაბოები და პაპები ხშირად მეუბნებოდნენ:
„ფერიცვალებიდან ტყეები ფერს იცვლიან, შემოდგომა კარს მოგვადგება და ბუნებაც თავის ულამაზეს სამოსს მოირგებსო…“ 🍂
ალბათ ამიტომაც არის, რომ შემოდგომა ჩემში განსაკუთრებულად ცხოვრობს ,მისი სურნელი, ფერები, სიგრილე, მყუდო სილამაზე და ის თბილი მოგონებები, ბავშვობიდან რომ გამომყვა. 🤎
დღეს თითქოს ბუნებაც ნელ-ნელა იწყებს ფერისცვალებას…
და მე ისევ იმ პატარა გოგოდ ვრჩები, რომელსაც ბაბოებისა და პაპების სიტყვები გულში ჩაებეჭდა და შემოდგომა სულში სამუდამოდ ჩაესახა. 🍁