16/05/2025
ახალგაზრდა არქეოლოგთა მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია „აღმოჩენები, კვლევები და გამოწვევები“ წარმატებით ჩატარდა.
მოხსენებები გააკეთეს საქართველოს უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა.
კონფერენცია საინტერესო და წარმატებული გამოვიდა. “არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრი" კვლავაც გააგრძელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, რაც ახალგაზრდა მკვლევარებისათვის ხელის შეწყობას ისახავს მიზნად და ამ აქტივობების შესახებ მუდმივად მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას.
ყველა მონაწილეს ვუხდით მადლობას და ვუსურვებთ წარმატებას.
1. ლუკა აბულაძე - ერთი სამარხი ჩრდილოეთ კოლხეთიდან: იარაღთა კომბინაცია და პროფესიონალიზმი. ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
2. მარიამ ბუკია - კოლხური ნამოსახლარები ხობის რაიონში. საქართველოს უნივერსიტეტი
3. ირაკლი გურგენიშვილი - შიდა ქართლის ტერიტორიაზე გამოვლენილი ძვ.წ V-III საუკუნეების საომარი იარაღის შემცველი სამარხები ( კამრხევი, ტახტიძირი, ყანჩაეთი, ქარსაანთ მიწები). საქართველოს უნივერსიტეტი.
4. ნათია ჩიხლაძე, ქრისტინა მანჯავიძე, მარიამ ამბროლაძე - სამეურნეო ტრადიციების ისტორიისათვის სამცხე-ჯავახეთში „ადიგენი 2024“ ეთნოგრაფიული ექსპედიციის მასალების მიხედვით. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
5. ნიკოლოზ ხარშილაძე - კერამიკის წარმოება ანტიკური პერიოდის ქუთაისში. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
6. მათე ხასია - მიგრაცია, კულტურათა გლობალიზაცია თუ იმიტაცია: ერთი შემთხვევა აფშილეთიდან. ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი