Ornament Chain Sales Office

Ornament Chain Sales Office ORNAMENT Chain Sales office represents sales office for member hotels in Tbilisi and the regions of Georgia.

იყიდება ტაბახმელაში მიწის ნაკვეთი 1894 კვ მეტრი. იდეალურია სააგარაკე სახლისთვის, საკადასტრო: 81.02.05.569, ხედით ნაწილობ...
11/02/2025

იყიდება ტაბახმელაში მიწის ნაკვეთი 1894 კვ მეტრი. იდეალურია სააგარაკე სახლისთვის, საკადასტრო: 81.02.05.569, ხედით ნაწილობრივ თბილისზე და სრული ხედით კუმისის ტბაზე. გრგ გაკეთებულია (2 წლიანი პროცესი გავლილია), წყალი, გაზი, დენი ადგილზეა. მისასვლელი ტაბახმელის მთავარი გზიდან პოლიციასთან მარცხნივ შესახვევი. ასევე მისასვლელი აქვს კრწანისის რეზიდენციიდან და ახალი გზიდან. ახლომახლო არის 20 ასეთივე სხვადასხვა ზომის ნაკვეთი. შეკითხვებისთვის დარეკეთ 577505103.

cadastral code: 81.02.05.569 Tabakhmela 1894 sq meter for sale, with the beautiful view over the Kumisi Lake and Tbilisi. GRG is completed (2 year process is over), Water supply, gas, and electricity are available on the plot. Access is from main road near pilice station in 1 km. Another access from Krtsanisi Residence. Plot is part of the neighborhood with 20 plots, currently construction is initiated at some plots. For inquiries please call 577505103.

10/07/2024

ქართული ბრენდი “ორნამენტ ექსპრესი” ბათუმის ბაზარზე შევიდა.
2024 წლის ივნისიდან ქართული კაფის ბრენდი “ორნამენტ ექსპრესი” ძველი ბათუმის საუკეთესო ლოკაციაზე იხსნება. კაფე სასტუმრო “პიაცა ეპიგრაფის” პირველ სართულზეა განთავსებული მაზნიაშვილის და ჟორდანიას ქუჩების გადაკვეთაზე. ამ სიახლის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ბრენდი ფრანშიზის ხელშეკრულების ფარგლებში იმუშავებს. ორნამენტ ექსპრესის ერთგულ სტუმრებს უკვე ბათუმშიც შეუძლიათ დააგემოვნონ საყვარელი კერძები და დესერტები. კაფე დიზაინის იმ ელემენტებით არის შესრულებული, რაც დამახასიათებელია ორნამენტ ექსპრესის ბრენდისთვის. მცენარეების სიმრავლე და მწვანე გარემო აქაც ჩვეული შტრიხი იქნება.
საუზმე ადრე დილით, ბიზნეს ლანჩის მენიუ, ნაცნობი დესერტები და სასმელები ამ კაფეს საუკეთესო ადგილად აქცევს. ბათუმის ბაზარზე კაფე დამატებით იმ კერძებსაც შეიტანს მენიუში, რაც ტურისტების მიერ მოთხოვნადია და აჭარის რეგიონს განსაკუთრებით უხდება.
სასტუმრო პიაცა ეპიგრაფი 36 ნომრიანი ბუტიკ სასტუმროა, რომელიც საქმიანი და დასვენების მსურველი სტუმრებისთვისაა შექმნილი. სასტუმროს მომზადებაზე იმუშავეს გამორჩეულმა კონსულტანტებმა და კომპანიებმა.
- - - - - - - - - - - - - - ——————-
ორნამენტ ექსპრესი 2018 წელს გაიხსნა მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარედ ერეკლე მეორის ქ. # 14-ში. ის კაფით, რესტორნით და ივენთ სივრცითაა წარმოდგენილი. კაფე ქართულ ავთენტურ კერძებს სთავაზობს სტუმრებს, თუმცა მის მენიუში ასევე წარმოდგენილია უცხოური სამზარეულოს კერძებიც.

29/06/2024

ძვირფასო სტუმრებო:

გთავაზობთ 3 საუკეთესო არჩევანს დასვენებისთვის შავ ზღვაზე:

1. ✨✨✨✨✨Courtyard by Marriott Batumi - 150 ნომრიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო საუკეთესო ნომრებით, სპა ცენტრით, აუზით, რესტორნით, ლობი ბარით და შეხვედრის დარბაზებით✨☀️
2. ✨✨✨✨Piazza Epigraph Hotel - 36 ნომრიანი ბუტიკ სასტუმრო ძველ ბათუმში, საუკეთესო ლოკაციით, მაღალი კატეგორიის ნომრებით, კაფეOrnament Batumi-ით და გამორჩეული დიზაინით
3. ✨✨✨Gonio Inn • გონიო ინნ - 20 ნომრიანი სასტუმრო ზღვის პირას, დიდი ნომრებით, რესტორნით და კერძო სანაპიროთი სასტუმროს წინ საუკეთესო მომსახურებით.

ივლისის და აგვისტოს ექსკლუზიურ ფასებზე მოგვწერეთ ინბოქსში. 👫ყველა ტიპის მომხმარებელს შეუძლია საკუთარი გემოვნების შესაფერისი არჩევანი გააკეთოს, იქნება ეს ახალი ბათუმის ბულვართან საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, ბუტიკ სასტუმრო ძველ ბათუმში, თუ ზღვისპირა სასტუმრო ნომრიდან ზღვამდე ორი ფეხის ნაბიჯზე.

ადრეული რუჯის მისაღებად ჯავშნების მიღება დაწყებულია 👫☀️☀️☀️

20/10/2023

Address

18 Dzmebi Kakabadze Street
Tbilisi
0105

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ornament Chain Sales Office posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category