ჯეო ტური Geo Tour

ჯეო ტური Geo Tour Geo Tour ყველაზე ახალგაზრდული, მხიარული,აქტიური და ენერგიული ტურისტული ორგანიზაცია ,,ჯეო ტური Geo Tour" გაერთეთ და ისიამოვნეთ ჩვენთან ერთად.

მადრიდი - ბარსელონას ჯგუფური ტური 2150 ლარად 💜✈️20,21,22,23,24 თებერვალს (პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი, სამშაბათი)...
29/12/2025

მადრიდი - ბარსელონას ჯგუფური ტური 2150 ლარად 💜✈️

20,21,22,23,24 თებერვალს (პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი, სამშაბათი) ტურისტული კომპანია "ბლექ სი თრეველი" (გაიცანი საქართველო) გთავაზობთ ჯგუფურ ტურს ბარსელონა - მადრიდი💜

P.S. ტემპერატურა ამ დროს დაახლოებით 18 გრადუსის ფარგლებშია.

20 თებერვალი (პარასკევი) -
გამგზავრება ქუთაისის აეროპორტიდან 14:15 საათზე.
ჩაფრენა ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტში - 16:30 საათისთვის (ესპანეთის დროით)

18:15 საათისთვის - დაბინავება 3 ან 4 * სასტუმროში - ლინკს მალე მივუთითებთ.
საღამოს გასეირნება რამბლასა და სხვა ცენტრალურ ქუჩებზე.

21 თებერვალი ( შაბათი ) - მეორე დღე:

07:00 - 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
09:15 საათზე - ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔ პასეო დე გრაცია - აქ წარმოდგენილია ესპანელი გენიოსის არქიტექტორ გაუდის ორი ულამაზესი არქიტექტურული შედევრი (კასა მილა და კასა ბათლო)
✔ პლასა დე კატალონია - ეს არის ბარსელონას ცენტრალურ ქუჩათა მთავარი გზაგასაყარი.
✔ მტრედების მოედანი - ადგილი, სადაც უამრავი მტრედი გეხვევა გარს
✔ მუსიკის სასახლე - მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ნაგებობა
✔ ტრიუმფალური თაღი - 1888 წელს აიგო ბარსელონაში. 30 მეტრიანი თაღი აიგო მსოფლიო გამოფენისთვის. ის მთავარი შესასვლელი იყო დიდ გამოფენასთან. თაღის წინ არის ქვის ქანდაკება, რომელიც სიმბოლოა ბარსელონას მასპინძლობისა.
ულამაზესი პარკი ტბით და შადრევნებით
✔ პიკასოს მუზეუმი - მეოცე საუკუნის ესპანელი გენიოსის, პაბლო პიკასოს გამორჩეული კოლექციის მუზეუმი
✔ გოთური სტილის კათედრალი - რომელიც 14 საუკუნის გახლავთ და გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე
✔ ლა რამბლა - ამერიკის აღმომჩენი ქრისტეფორე კოლუმბის მონუმენტი
✔ ბოქერას ბაზარი - შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ესპანური მრავალსახეობის ხილი, ტკბილეულობა და ა.შ
✔ მეფის სასახლე - ეს გახლავთ არაგონელი მეფეების სასახლე. აშენებულია მე - 14 - ე საუკუნეში არქიტექტორ გუილემ კარბონელის მიერ.
აქედან ბარსელონას ულამაზესი პანორამული ხედები იშლება
(დასწრება შადრევნების შოუზე)

21:00 საათზე - ვასრულებთ ტურს, დაბრუნება სასტუმროში, თავისუფალი დრო (ასევე ტურის შუალედშიც გვექნება ერთსაათიანი შესვენება)

22 თებერვალი (კვირა) - მესამე დღე:

07:00 - 08:30 საათი - საუზმე სასტუმროში
09:00 საათზე - ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔ საგრადა ფამილია - რომაული კათოლიკური კათედრალი, არქიტექტორ გაუდის შედევრი.
✔ გუელის პარკი - უმშვენიერესი ბაღები არქიტექტურული ელემენტებით
✔ გასვლა ბალეარის ზღვის სანაპიროზე ფოტოებისთვის და შესვენება კვების კუთხით

16:00 საათზე - ვასრულებთ ტურს, თავისუფალი დრო

19:00 საათზე გამგზავრება მადრიდში მატარებლით
21:40 საათზე ჩასვლა მადრიდში და დაბინავება სასტუმროში 3 * იან სასტუმროში - ლინკს მალე მივუთითებთ

23 თებერვალი (ორშაბათი) - მეოთხე დღე:

07:00 - 08:40 საათი (საუზმე სასტუმროში)
09:00 საათზე ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔️ ალკალის კარიბჭეს - ეს არის ტრიუმფალური თაღი, აშენებული 1778 წელს მეფე კარლოს III–ის ბრძანებით.
✔️ რეტიროს პარკი -მადრიდის უდიდესი და ყველაზე ლამაზი პარკია. ქალაქის გულში მდებარე უზარმაზარი მწვანე სივრცე, სადაც შეგიძლია სეირნობა, ტბაზე ნავებით გასეირნება, არქიტექტურისა და კულტურული ძეგლების დათვალიერება.
✔️ნეპტუნის შადრევანი - აშენდა 1780–1790 წლებში
შექმნილია ცნობილი ნეოკლასიკური არქიტექტორის Ventura Rodríguez–ის მიერ
✔️პრადოს მუზეუმი - ეს არის არა მხოლოდ მადრიდის, არამედ მთელი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხატვრო მუზეუმია, აქ ინახება მსოფლიოს უდიდესი კოლექცია ესპანური, იტალიური და ფლამანდური ხელოვნების შედევრებით.
✔️სიბელეს შადრევანი - შადრევანი გამოსახავს ქალღმერთ სიბელეს (ბუნებისა და ნაყოფიერების ღმერთი), რომელიც ზის თუნუქის ულამაზეს ეტლზე, რომელსაც ტანვარჯიშიანი ლომები მიაქროლებენ.
ეს არის ნეოკლასიკური სტილის ნამუშევარი XVIII საუკუნიდან.
✔️ სოლის მოედანი — მადრიდის ყველაზე ცოცხალი, ცენტრალური და ისტორიული ადგილი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქალაქის გული.
✔️ დათვის ქანდაკება - ბრინჯაოს ქანდაკებაა, რომელიც გამოსახავს დათვს, რომელიც ფეხს ადებს მადრონიოს ხეზე (ეს არის ადგილობრივი ბერიელის მსგავსი ხე).
ქანდაკება წარმოადგენს მადრიდის ოფიციალურ გერბს.
სიმბოლურად აღნიშნავს ქალაქის ისტორიულ კავშირს მის ბუნებასთან და მიწებთან.
✔️ პლაზა მაიორი - აშენდა 1598–1619 წლებში მეფე ფელიპე III–ის ბრძანებით
მოპირკეთებულია კლასიცისტური სტილით, სვეტებითა და არკადებით.
✔️ მეკადო სან მიგელი - ეს არის მადრიდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკვები ბაზარი, რომელიც პოპულარულია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის.

19:00 საათისთვის ვრჩებით ტურს, თავისუფალი დრო და 21:00 საათისკენ დაბრუნება სასტუმროში, დასვენება.

24 თებერვალი (სამშაბათი) - მეხუთე დღე:

07:00 - 09:00 საუზმე სასტუმროში, ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔️მეფის სასახლე - სასახლეში მდებარეობს სამეფო არმიის მუზეუმი და სამეფო საგანძური, სადაც წარმოდგენილია ძვირფასი სამკაულები, ტილოები და ისტორიული ნივთები.
✔️ალმუდენას კათედრალი -
აშენდა 19-ე საუკუნის ბოლოს და სრულად დასრულდა 1993 წელს. არქიტექტურა აერთიანებს ნეოგოთურ სტილს გარედან და მოდერნიზმისა და ნეოკლასიციზმის ელემენტებს შიგნიდან.

14:00 საათისთვის გამგზავრრბა მადრიდის აეროპორტში (გზის ხანგრძლივობა 25 წთ)
16:40 საათზე გამოფრენა მადრიდის აეროპორტიდან (ევროპული დროით)
01:00 საათზე ჩამოფრენა ქუთაისში (ჩვენი დროით)

ტურის ღირებულება გახლავთ 2150 ლ, ფასში შედის:

✔️ ავიაბილეთები (ქუთაისი - ბარსელონა და მადრიდი - ქუთაისი)
✔️ ხელბარგი 8 კგ (ზურგჩანთა)
✔️ სასტუმრო 4 ღამით - 2 ღამით ბარსელონაში (3 ან 4 *) და მადრიდშიც 2 ღამით სასტუმრო (3 *) - (ლინკს მალე მივუთითებთ) - ორადგილიანი და სამადგილიანი ნომრები მოთხოვნის შესაბამისად
✔️ საუზმეები
✔️ ბარსელონა - მადრიდის მატარებლის ბილეთი
✔️ თბილისი - ქუთაისის აეროპორტის - თბილისის ტრანსფერი
✔️ დაზღვევა
✔️ გიდი

ფასში არ შედის ბარსელონაში და მადრიდის მუზეუმებში და ტაძრებში შესასვლელი ბილეთები (არასავალდებულო) 160 €

მადრიდის და ბარსელონას აეროპორტის ტრანსფერები + ე.წ სითი ტაქსის მოსაკრებელი ბარსელონაში - ჯამში 40 €

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჯეო ტური Geo Tour posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category