Apartments for rent in Tbilisi, Georgia

Apartments for rent in Tbilisi, Georgia More than 25 apartments for rent in Tbilisi, Georgia. Directly from the owner! No agencies and fees. The prices start at $15 per day. We also offer homemade wine!

Wine Garden Villa is ready to welcome tourists and travellers! We offer more than 25 comfortable apartments for daily, weekly and monthly rent. No additional fees, no agencies. We also provide shuttle services. The residental complex consists of 2 buildings with a swimming pool. There are apartments of different types with all facilities. Free parking, WiFi, air conditioning, fridge, TV, kitchen, BBQ, wine yard. The guest house is located in Digomi, 56 Rostevani street.

01/10/2024
რთველი 2024... ღირს გაწეულ შრომად!
23/09/2024

რთველი 2024... ღირს გაწეულ შრომად!

ვიტორიო ჯოვანი კალაბრეზე ნიუ იორკის საპატიო საზოგადოებამ  მოავლინა კალაბრიის პროვინციაში სიცილიიდან ამერიკაში   ბერგამოტ...
24/08/2024

ვიტორიო ჯოვანი კალაბრეზე ნიუ იორკის საპატიო საზოგადოებამ მოავლინა კალაბრიის პროვინციაში სიცილიიდან ამერიკაში ბერგამოტის იმპორტის მოსაგვარებლად!. მას ისედაც აღარ დაედგომებოდა შტატებში, რადგან რამდენიმე გახმაურებული მკვლელობისთვის უკვე მასზე ფედერალური ძებნა იყო გამოცხადებული. პოლიციასთან ერთად მას ჰოლანდიელი განგსტერებიც დაეძებდნენ და ჯილდოდ ათი ათასი დოლარი ქონდათ დაწესებული! იმხანად ეს დიდი ფული იყო. ბერგამოტი თავისი სასარგებლო თვისებების გამო, იმდროინდელ შტატებში სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი გახდა! პოპულარობის წყალობით, მერედამერე, ლამის კალაბრიის პროვინციის სიმბოლოდაც იქცა, ყველაზე მაღალხარისხოვანი ბერგამოტი კი სწორედაც რომ რეჯო- დე - კალაბრიაში, სციაპეტტების ზღაპრულ პლანტაციებში ხარობდა... ვიტორიო ჯოვანის გემი 1914 წლის გაზაფხულის ერთ ჩვეულებრივ მზიან დილას მიადგა მესინის პორტს! მესინიდან ის ჯერ რეჯო-დი- კალაბრიაში გაემგზავრა... ბართლომეო ფანტაზინი მოძებნა და ამერიკაში ახალგაზრდობაში გადახვეწილი ემიგრანტი მეგობრის დეჩეზარე კასამონიკას წერილი გადასცა. დეჩეზარე კასამონიკა ვიტორიო ჯოვანის ნათლია , ბართლომეო ფანტაზინის ბავშვობის მეგობარი და ნიუიორკის ერთერთი ძლიერი სიცილიური მაფიოზური ოჯახის ანდერ ბოსი იყო. ამ წერილში ამერიკელი საპატიო საზოგადოების წევრები ბართლომეოს დახმარებას სთხოვდნენ. მაგრამ ეს ერთის შეხედვით, თხოვნის ფორმით შედგენილი წერილი, ბრძანებასაც კი აღემატებოდა თავისი ქვეშინაარსით! წერილში იქაური ანგარიშგასაწევი, საშიში ბიჭები ციტრუსის დიდ პარტიას თითქმის მუქთად ითხოვდნენ.ვინაიდან ბართლომეო ჯუზეპე სციაპეტტის გარეშე, დამოუკიდებლად ვერანაირ მნიშვნელოვან გადაწყვეტილების ვერ მიიღებდა და არც თხოვნის იგნორირება შეიძლებოდა, ისინი იძულებულნი გახდნენ, სიცილიაში, ჯუზეპესთან გამომგზავრებულიყვნენ! ............................. ვიტორიო ჯოვანი კალაბრეზე ევა მანუელა სციაპეტტის საქმრო გახდება და ზუსტად ჯვრისწერის წინ მოკლავენ ტაორმინას მთავარი ტაძრის წინ მაურიციო დე ბონავენტურას მიერ დაქირავებული მკვლელები!!!ეს ბედისწერა იყო... ის ამერიკაში დაიბადა, ნიუ იორკის იტალიურ გარეუბანში. სიცილიაში მანამდე არასოდეს ყოფილა, მაგრამ თავს მის ღვიძლ შვილად მიიჩნევდა. კუნძული სულაც არ დახვდა ისეთი, როგორიც აქამდე წარმოედგინა ! ჯერ ერთი, ირგვლივ საოცარე სიღარიბე და შიში სუფევდა, თუმცა ხალხი მაინც მხიარული და გულღია ჩანდა. ლამის ყველა , ბავშვიც კი, ლამის ყვირილით ამბობდა სათქმელს... ტაორმინა კი მართლაც იმდენად ლამაზი, ქალაქი იყო, ყოველგვარ მოლოდინს რომ აჭარბებდა. თავად ვიტორიო ჯოვანის წინაპრები შუაგულ სიცილიიდან იყვნენ. ტრადიციულად ცხვარს მწყემსავდნენ მონტელეპრეს მთებში. მერე ვიღაც დიდგვაროვანი შემოაკვდათ და სიცილიურ ომერტას პალერმოდან ამერიკაში გაექცნენ!!! უკანასკნელი ჯუზეპე სციაპეტტი ზღვის პირას, ზეთისხილის ბაღში იყო რამდენიმე გლეხთან და ქალიშვილთან ერთად. სადილობის დრო იყო და ხის ვეება მაგიდას უსხდნენ. ჯუზეპეს წითელი ღვინით სავსე ვეება ბოკალი ედგა წინ და ნელნელა, დაგემვნებით წრუპავდა. მეგობარი თავისთან იხმო, კალაბრეზეს დანახვაზე კი არანაირი პატივისცემა არ გამოუხატავს. ბართლომეო მიჩვეული იყო მის უჟმურ ხასიათს. „იქედან?,,ვიტორიო ჯოვანიზე იკითხა ჯუზეპემ და ხელი ზღვისკენ გაიქნია. მეგობარმა უსიტყვოდ დაუქნია თავი... რის მერეც, უკანასკნელმა სციაპეტტიმ სტუმარი მაგიდასთან მიიწვია და თან გამჭოლი მზერით დაათვალიერა. მის ჩაცმულობაზე კი მსუბუქად, ირონიულად გაიღიმა)ვიტორიოს წინა საუკუნის ოციანი წლების ამერიკელი განგსტერების მოდაზე ეცვა: შავ- თეთრი ოქსფორდის სუფთა ტყავის, ძვირადღირებული ფეხსაცმელები და შავი ფართოზოლიანი პიჯაკი, თავისივე ჟილეტით. ცილინდრი კი მართლაც რომ კოხტა და ლამაზი ეხურა ... იმდროინდელ სიცილიაში ასე არავინ იცმევდა! მეტიც, არც არავის ენახა მანამდე ასეთი კოხტა, ლამაზი ბიჭი მომნუსხველი მზერით და არაბუნებრივად შთაგონებული მზერით. დიახ, სრული სიმართლეა, ვინც ტაორმინაში ვიტორიო ჯოვანი კალაბრეზე სიკვდილამდე დარჩენილ ხანმოკლე დროში ნახა, შეუძლებელი იყო, არ ხსომებოდა მისი გულიანი ღიმილი! ჰო, თითქოსდა მართლაც ცა ნათდებოდა, როცა ვიტორიო გაიღიმებდა! ის საკუთარმა ბედისწერამ მოიყვანა აქ, სიცილიის ყველაზე ლამაზ და იდუმალ ქალაქში, სადაც საღამოობით შემაღლებულ მოედანზე ცელქი ბავშვები წკრიალა ხმებით მღეროდენ ,,ტარანტელას !ხოლო ზურმუხტისფერი იონიის ზღვა არსად იყო ასე წმინდა და მშვიდი, როგორც აქ, მის სანაპიროზე. კიდევ უფრო მეტი, ....ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ცხოვრებაში ათასნაირ სასიყვარულო თავგადასავლებგამოვლილი ამერიკელი ასე იოლად დაკარგავდა თავს,ზეთისხილის ხის ქვეშ პატარა ზაზინიო ფანტაზინისთან მოსაუბრე ევა მანუელას სციაპეტტის პირველად ხილვისას! დიახაც ,ზუსტად სიცილიაში იპოვა მან თავისი ძალიან ხანმოკლე ბედნიერება!!! მაგრამ არც მას , არც ევა მანუელა სციაპეტის და არც ნებისმიერ ტაორმინელ, მასზე უგონოდ შეყვარებულ გოგოს, არ შეიძლებოდა წინასწარ სცოდნოდა, რომ ეს მომხიბლავი უშიშარი ამერიკელი მაჩო, აქ, მისთვის ოცნებადქცეულ აღთქმულ მიწაზე, დაასრულებდა თავის ბობოქარ ცხოვრებას! სიკვდილი ერთია, მაგრამ ასე მუხანათურად და თანაც საკუთარი ქორწილის დღეს???? ეს მართლაც მეტისმეტი იყო... (გავაგრძელებ))

28/11/2023
მაკლერებმა, აგენტებმა და უსაქმურებმა არ დარეკოთ!ქირავდება ნებისმიერი ვადით სტუდიოს ტიპის  ახლადგარემონტებული ბინა საქალა...
28/05/2022

მაკლერებმა, აგენტებმა და უსაქმურებმა არ დარეკოთ!
ქირავდება ნებისმიერი ვადით სტუდიოს ტიპის ახლადგარემონტებული ბინა საქალაქო სასამართლოსთან, როსტევანის ქუჩაზე. ყველა საჭირო ავეჯით და ტექნიკით! . კომუნალურების ჩათვლით 300 $.599512991

17/01/2020

არსებობდა სხვადასხვა ვერსია და ასევე თარიღი თუ როგორ მოხვდნენ გურულები უცხოეთში, ყველაზე სანდო, რომელსაც ისტორ.....

17/11/2019

⭐⭐⭐⭐⭐

Address

Rostevani 56
Tbilisi
0159

Telephone

+995599393232

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Apartments for rent in Tbilisi, Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share