11/07/2016
სამთო-სათხილამურო კურორტი, ბაკურიანი წარმოადგენს ყველაზე შთამბეჭდავ ადგილს, რომელიც მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1700მ სიმაღლეზე.
ბაკურიანიდან, კოხტაგორის მთაზე და ცხრაწყაროს უღელტეხილზე გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია ტრამპლინები. კურორტი წარდგენილია ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთ კანდიდატად.
ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტი წარმოადგენს ყველაზე კომფორტულ ადგილს ურთიერთობისა და გართობისათვის, კურორტზე მიდიან არა მარტო იმისათვის, რომ განიცადონ სათხილამურო სპორტით გამოწვეული ადრენალინი, არამედ იმისათვისაც რომ დატკბნენ ადგილობრივი პეიზაჟების ფანტასტიური სილამაზით.
ბაკურიანს ახასიათებს თავისი განუმეორებელი შარმი, ფიჭვნარი, რომელიც გარს აკრავს კურორტს , განუმეორებელ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ქმნის, რაც მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის. კურორტზე განთავსებულია დიდი და მცირე ზომის სასტუმროები. ზამთრის აქტივობების მოყვარულთათვის მნიშვნელოვანია კომფორტული სათხილამურო ზონა, ტუბინგი, ციგურები, ტურები.
გვეწვიეთ დაისვენეთ და ეზიარეთ უნიკალურ კურორტ ბაკურიანს.