GTG TOUR

Call Directions Contact the business

GTG TOUR ჯგუფური ტურები ქვეყნის ფარგლებს გარეთ🌍

GTG TOUR წარმოადგენს ტურისტულ კომპანიას, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი გიდებით და ორგანიზატორებით.

კომპანია გთავაზობთ მხოლოდ ჯგუფურ ტურებს ავტობუსით ან ფრენით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

03/11/2026

საბერძნეთი, სოფელი სუროტი🇬🇷

მამა პაისის საფლავი⛪️🇬🇷

სამხრეთ იტალია, ზღვის, მზის და ისტორიის ჰარმონია🇮🇹🏖🌅🔸 #ნეაპოლი  #პომპეი  #კაპრი  #პოზიტანო  #ამალფი  #ბარი  #ალბერობელო ...
03/11/2026

სამხრეთ იტალია, ზღვის, მზის და ისტორიის ჰარმონია🇮🇹🏖🌅
🔸 #ნეაპოლი #პომპეი #კაპრი #პოზიტანო #ამალფი #ბარი #ალბერობელო #მატერა! მხოლოდ 1190 ლარიდან !

ფასები მოცემულია მხოლოდ წინასწარი ჯავშნების შემთხვევაში!

ტურის თარიღები:
🇮🇹 9-13 მარტი, 1190 ლარი
🇮🇹 20-24 აპრილი, 1390 ლარი
🇮🇹 18-22 მაისი, 1290 ლარი
🇮🇹 8-12 ივნისი, 1290 ლარი
🇮🇹 6-10 ივლისი, 1190 ლარი

🔺️უძველესი იტალიური ტრადიციების ნეაპოლი🏛🍕
🔺️მილიონერთა რჩეული ადგილი-კაპრი🏠$
🔺️მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი სანაპირო ზოლი-ამალფი/პოზიტანო🏝🌊
🔺️ბარი-სადაც ყველა კუთხე პოეზიაა🏡⛪️
🔺️ალბერობელო-აქ დრო არ არსებობს, უბრალოდ ბავშვობის ზღაპარში აღმოჩნდები😍
🔺️მატერა-აქ მარადისობა ჩერდება!
🔺️პომპეი — ქალაქი, სადაც დრო გაჩერდა, მაგრამ ისტორია სამუდამოდ აგრძელებს ჩურჩულს. ✨🏛️

ეს ყველაფერი ერთ ტურში! ყველანაირი გემოვნების მოგზაურისთვის🇮🇹

ტურის დეტალური აღწერა:
🔰დღე 1:
🔰05:30 საათი, ფრენა ერევნიდან ნეაპოლის მიმართულებით.
🔰07:40 საათი (ადგილობრივი დროით), ჩაფრენა ნეაპოლში.
🔰ბარგს დავტოვებთ ნეაპოლის სასტუმროში და გავემართებით პომპეისკენ.
🔰პომპეი — ქალაქი, სადაც საუკუნეები გაჩერდა, მაგრამ სიცოცხლის კვალი დღემდე იგრძნობა. ვეზუვის ჩრდილქვეშ მოქცეული ეს უძველესი ადგილი ინახავს ამბებს ადამიანებზე, ოცნებებზე და სამყაროზე, რომელიც ერთ წამში ფერფლმა დაფარა. აქ ყოველი ქუჩა წარსულისკენ მიმავალი გზაა, ყოველი ქვა კი ჩუმად გვიყვება ისტორიას ქალაქისა, რომელიც დროის მიღმა სამუდამოდ დარჩა. 🏛️✨
🔰დაბინავება ნეაპოლის სასტუმროში
🔰ესპანური კვარტალი/Quartieri Spagnoli-ის ისტორიული ხეივნები, სადაც ავთენტურობა და ნეაპოლიტანური სიცოცხლისუნარიანობა ვლინდება ყოველ ნაბიჯზე, ულამაზესი ვიწრო ქუჩები , ძველი სტილის შენობები სრულიად განსხვავებულ გარემოს ქმნის.
🔰სან გრეგორიო არმენო-ეს ნეაპოლის შოპინგისთვის განკუთვნილი ქუჩაა, დიდი ბაზრობით. აქ ბევრ ხელნაკეთ ნივთების მაღაზიას აღმოაჩენთ.(დროის დარჩენის შემთხვევაში)
და, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ ნამდვილი ნეაპოლიტანური პიცა, კულინარიული ტრადიციის სიმბოლო, რომელიც მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი სწორედ ნეაპოლიდან.
🔰ღამისთევა ნეაპოლის სასტუმროში

🔰დღე 2 :
🔰საუზმე სასტუმროში
🔰გამზგავრება გემით კუნძულ კაპრიზე.
კუნძული მდებარეობს ტირენის ზღვაში, კაპრის კუნძული ბევრი მიზეზის გამოა ცნობილი. ის ბუნების სილამაზით, გემრიელი სამზარეულოთი და შოპინგისთვის განკუთვნილი პუნქტებით გამოირჩევა. აქ კრიალა წყალი, პასტელის ფერად შეღებილი სახლები და კლდეები დაგხვდებათ.
🔰თავისუფალი დრო საღამომდე
🔰საღამოს დაბრუნება ნეაპოლის სასტუმროში

🔰დღე 3 :
🔰საუზმე სასტუმროში
🔰გამგზავრება პოზიტანოსა და ამალფიში.
ამალფის სანაპირო გამოირჩევა მთისა და ზღვის საოცარი შერწყმით, უსწორმასწორო რელიეფით, პეიზაჟური მშვენიერებით, თვალწარმტაცი ქალაქებითა და მრავალფეროვნებით.
ამალფის სანაპიროს ყველაზე საკულტო ქალაქი პოზიტანოა: კლდეებით, ფერადი ფასადებით, ახალი თევზის პროდუქტებით და ცივი ლიმონჩელოთი. პოზიტანო კვლავ რჩება იტალიის ყველაზე ფოტოგენურ ქალაქად.
🔰თავისუფალი დრო საღამომდე
🔰საღამოს დაბრუნება ნეაპოლის სასტუმროში

🔰დღე 4 :
🔰საუზმე სასტუმროში
🔰ბარი-სადაც ყველა კუთხე პოეზიაა, ყოველ ქვის კედელს თავისი ისტორია აქვს და სადაც ლაბირინთივით ვიწრო ქუჩებში ჩაიკარგები. ბაზილიკა SAN NICOLA, სადაც განისვენებს წმინდა ნიკოლოზი, ის მე-11/მე-12 საუკუნეებში აშენდა და რომანული არქიტექტურის დიდ მიღწევას წარმოადგენდა.
🔰ალბერობელო- პატარა ქალაქი, უნიკალური ქვის სახლებით, რომელიც აშენებულია მშრალი ქვით, ყოველგვარი ხსნარის და ცემენტის გარეშე. ალბერობელო არის ადამიანური სიბრძნის სიმბოლო- როგორ გამოიყენეს სიღარიბე გონივრულად და როგორ იქცა ღარიბი დასახლება მსოფლიო მემკვიდრეობად.
🔰მატერა- ქალაქი, რომელიც კლდეში დაიბადა და უკვდავ ისტორიად იქცა. ადგილი, სადაც შეაბიჯებ და ქვის სიჩუმე გესაუბრება და ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს დროში დაკარგული ხარ.
🔰გვიან ღამე დაბრუნება ნეაპოლში და გამგზავრება აეროპორტში.

🔰დღე 5
🔰05:00 საათიდან ფრენის რეგისტრაცია
🔰08:15 საათზე გამოფრენა ნეაპოლიდან ერევანში.
🔰13:45 საათზე ჩამოსვლა ერევანში.
🔰გამომგზავრება თბილისში .

ღირებულებაში შედის:
✅ორმხრივი ავიაბილეთები (ერევანი- ნეაპოლი- ერევანი
✅10კგ ხელბარგი(ზურგჩანთა!)
✅სასტუმრო ნეაპოლში (3 ღამე)
✅საუზმე, სულ 3 კვება
✅სამოგზაურო დაზღვევა
✅ქართულენოვანი გამყოლი/გიდი
✅ქალაქის მოსაკრებელი(City Tax)
✅mobineX-ის 1 GB ინტერნეტი საჩუქრად, შემდეგ პაკეტებზე კი 19% ფასდაკლება

ღირებულებაში არ შედის:
❌ აეროპორტის ტრანსფერი, ორივე გზა 50€
❌მუზეუმების მოსაკრებელი,25€
❌გემის კრუიზები+ 1 დღიანი ტური რაველო, ამალფი და პოზიტანოზე-150€
❌მეტროთი და ტრამვაით გადაადგილება-25-30€
❌ბარი-ალბერობელო-მატერას ტური- 110€
❌დანარჩენი კვება
❌ტრანსფერი, თბილისი- ერევნის აეროპორტი-თბილისი, 130 ლარი.

❗️გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად
❗️დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება 600 ლარი
❗️ავიაკომპანიის მხრიდან ხარვეზზე ან ცვლილებაზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს!
❗️საზღვრის კვეთისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი 6 თვეზე მეტი ვადით.

დასაჯავშნად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595-41-22-35, მარიამი
599-41-08-35, ბაკური

03/11/2026

შეგახსენებთ, რომ დავიწყეთ სალონიკის ტური და ამ თვეში მომდევნო ორი ტური შევსებულია, გვაქვს ადგილები მხოლოდ 27-30 ნოემბრის ტურზე ! 🙏🇬🇷

დეტალებისთვის მოგვწერეთ , წლის ბოლო ტურზე სრულდება ადგილების დაჯავშნა!

დავიწყეთ სალონიკი-მეტეორა-მამა პაისის საფლავის ტური ✈️🇬🇷შეგახსენებთ, რომ ამ თვეში ამ მიმართულებით მხოლოდ 27-30 ნოემბერს ...
02/11/2026

დავიწყეთ სალონიკი-მეტეორა-მამა პაისის საფლავის ტური ✈️🇬🇷

შეგახსენებთ, რომ ამ თვეში ამ მიმართულებით მხოლოდ 27-30 ნოემბერს გვაქვს ადგილები🥰

02/11/2026

🇹🇷 სტამბოლის ჯადოსნური დღეები გველოდება🍂❤️

📅 19–22 ნოემბერი — ოთხი დღე ზღაპრულ ქალაქში, სავსე დაუვიწყარი ემოციებითა და ლამაზი მოგონებებით✈️

✈️ დარჩენილია მხოლოდ 4 ადგილი!

💌 იქნებ სტამბოლი სწორედ შენ გელოდება? ❤️

🇪🇬 ეგვიპტე & 🇮🇹 იტალიაკაირო • ალექსანდრია • რომი 🐪🕌⛪🏛იმოგზაურეთ ცივილიზაციების კვალდაკვალ და აღმოაჩინეთ სამი გამორჩეული ...
02/11/2026

🇪🇬 ეგვიპტე & 🇮🇹 იტალია

კაირო • ალექსანდრია • რომი 🐪🕌⛪🏛

იმოგზაურეთ ცივილიზაციების კვალდაკვალ და აღმოაჩინეთ სამი გამორჩეული ქალაქი ერთ დაუვიწყარ ტურში✈️

🇪🇬 კაირო – ფარაონების დიდება, პირამიდები და აღმოსავლური კოლორიტი.
🌊 ალექსანდრია – ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი მარგალიტი, ისტორიისა და ზღვის ჰარმონია.
🇮🇹 რომი – მარადიული ქალაქი, სადაც ყოველი ქუჩა საუკუნეების ისტორიას გვიყვება.

✈️ ტურის თარიღები:

🔰 11-16 დეკემბერი – 1790 ლარი (დარჩენილია 3 ადგილი)

🔰 8-13 იანვარი – 1750 ლარი (დარჩენილია 6 ადგილი)

🔰 5-10 თებერვალი - 1650 ლარი (დარჩენილია 4 ადგილი)

🔰 19-24 მარტი - 1690 ლარი (დაიწყო ადგილების დაჯავშნ)

❤️ ერთი მოგზაურობა – ორი საოცარი ქვეყანა, სამი ლეგენდარული ქალაქი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები✈️❤️

🔵ტურის დეტალური აღწერა:
დღე 1
🔰06:15 საათი, ფრენა ქუთაისიდან რომის მიმართულებით.
🔰07:20 საათი (ადგილობრივი დროით), ჩაფრენა რომში.
🔰მისვლა სასტუმროში, ბარგის დატოვება.
🔰კოლიზეუმი - როცა კოლიზეუმს უახლოვდები, ყველაფერი იცვლება, საუკუნეების სიჩუმეში ჩაძირული ამ ამაყი ქვის არქიტექტურა ოქროსფრად ანათებს.
🔰კაპიტოლიუმის ბორცვი- ის ერთ-ერთია იმ შვიდ ბორცვთაგან, რომლებზეც ძველი რომი შეიქმნა.
🔰კაპიტოლიუმის ბორცვზე მდებარეობს აგრეთვე ბაზილიკა სანტა-მარია-ინ-არაჩელი, რომელშიც იხილავთ ღვთისმშობლის X საუკუნის ხატს, წმინდა ელენეს წმინდა ნაწილებსა და ყრმა იესოს ქანდაკებას (ამბობენ, რომ მას სამკურნალო თვისებები გააჩნია). ბაზილიკაში შესვლა უფასოა.
🔰რომის ფორუმი- ოდესღაც რომისა და რომის იმპერიის ცხოვრების ცენტრი , მოგვიანებით - ქალაქის მივარდნილი და გავერანებული ადგილი, დღეს კი მას უამრავი ტურისტი თუ არქეოლოგი სტუმრობს.
🔰ტრევის შადრევანი- შეგიძლიათ ზურგშექცევით დადგეთ, თვალები დახუჭოთ და მონეტა მარჯვენა ხელით წყალში გადააგდოთ. ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში რომში აუცილებლად დაბრუნდებით. 😊
🔰ესპანეთის კიბის გავლით კვლავ ესპანეთის მოედანზე ჩავალთ - ეს რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სავაჭრო ზონაა. აქ შეგიძლიათ via Condotti-ზე გაისეირნოთ - რომის ძალზე საინტერესო სავაჭრო ქუჩაზე.
🔰რომის პანთეონი-პანთეონი ოდესღაც გაბატონებული იმპერიის ძალასა და დიდებულებას გვახსენებს. VII საუკუნემდე აქ კერპთაყვანისმცემლები აღავლენდნენ ლოცვებს, შემდეგ - ქრისტიანები
🔰დაბინავება რომის სასტუმროში

🔵დღე 2
🔰საუმზე სასტუმროში
🔰 წმინდა პეტრეს ტაძარი — ვატიკანისა და მთელი კათოლიკური სამყაროს მთავარი სიწმინდე. რენესანსის ეპოქის არქიტექტურული შედევრი, რომელიც შთამბეჭდავი გუმბათით, უნიკალური ინტერიერითა და საუკუნეების ისტორიით ყოველწლიურად მილიონობით მოგზაურს იზიდავს⛪️
🔰წმინდა ანგელოზის ციხეკოშკი (Castel Sant’Angelo), რომელსაც ადრიანეს მავზოლეუმსაც უწოდებენ (Mausoleum of Hadrian). ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია რომში.
🔰17:50 საათი, ფრენა რომიდან კაიროს მიმართულებით.
🔰22:15 საათი (ადგილობრივი დროით), ჩაფრენა კაიროში და განთავსება სასტუმროში.

🔵დღე 3
🔰საუზმე სასტუმროში
🔰გიზის პირამიდები, ეს უზარმაზარი პირამიდების კომპლექსი კაიროსთან მდებარეობს. ეს შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობები 4500 წლის წინათ ააგეს. მათ წინ მდებარეობს სფინქსიც.
🔰ხეოფსის პირამიდა, შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი და ჩვენამდე მოღწეული ერთ- ერთი უდიდესი ნაგებობა.
🔰ხეფრენის პირამიდა, გიზის სამი დიდი პირამიდიდან სიდიდით მეორეა
🔰დიდი სფინქსი, ეგვიპტურ წარმოდგენაში მეფის ლომთან გაიგივება
🔰აქლემებით გასეირნება საჰარის უდაბნოში
🔰კრუიზი ნილოსზე, მეორე დღის ბოლოს საცარი სანახაობა გელოდებათ ნილოსის კრუიზე, მზის ჩასვლის პერიოდი აქ ულამაზესია
🔰ღამისთევა ისევ კაიროს სასტუმროში

🔵დღე 4
🔰საუზმე სასტუმროში
🔰გამგზავრება ალექსანდრიაში.
🔰ალექსანდრიის ბიბლიოთეკა-თანამედროვე საოცრება, უზარმაზარი კულტურული და სამეცნიერო ცენტრი, რომელიც ძველი ლეგენდარული ბიბლიოთეკის სულს აგრძელებს.
🔰Citadel of Qaitbay/ ქაითბეის ციტადელი, ძველი ალექსანდრია, სადაც ადრე მდებარეობდა ალექსანდრიის შუქურა.
🔰კომ ელ-შოკაფას კატაკომბები-ანტიკური სამარხების ლაბირინთი, სადაც ეგვიპტური, ბერძნული და რომაული კულტურები ერთანეთს ერწყმის.
🔰დაბრუნება კაიროში და განთავსება სასტუმროში

🔵დღე 5
🔰საუზმე სასტუმროში
🔰ეგვიპტური ცივილიზაციების ეროვნული მუზეუმი, 22 ცალ სამეფო მუმიას წარმოგვიდგენს. მთავარ დარბაზში ანტიკური ეგვიპტური არტეფაქტებია და გვაჩვენებს ქვეყნის ისტორიულ როლს ტექსტილის ინდუსტრიაში
🔰ხან-ელ ხალილი Khan el-Khalili Bazaar, ისტორიის, კულტურისა და კომერციის ცოცხალი ნაზავი, ბაზარი ცნობილია ფერადი ქსოვილებით, ვერცხლის სამკაულით და საკმაზებით. აქ ბევრ კარგ საჩუქარს და სუვენირს აარჩევთ
🔰კოპტური კაირო, ძველი კაიროს ნაწილი, რომელიც მოიცავს ბაბილონის ციხეც და რამოდენიმე ქრისტიანულ ტაძარს
🔰კაიროს ციტადელი, სალადინის დიდებული ციტადელი, რომელიც მდებარეობს მუკატამის ბორცვებზე, საიდანას ულამაზესი ხედები იშლება კაიროზე
22:50 საათი, ფრენა კაიროდან რომის მიმართულებით.
01:30 საათი ( ადგილობრივი დროით)

🔵დღე 6
🔰08:00 საათი, გამოფრენა რომიდან ქუთაისის მიმართულებით.
🔰14:50 საათზე ჩამოფრენა ქუთაისში და გამომგზავრება თბილისში. (ჩამოვალთ მე-6 დღის საღამოს)

ღირებულებაში შედის:
🛫ავიაბილეთები:
ქუთაისი-რომი-ქუთაისი,
რომი-კაირო-რომი.
🎒10 კგ ხელბარგი(ზურგჩანთა!)
🏨სასტუმრო რომში 1 ღამე !
🏨სასტუმრო კაიროში 3 ღამე!
📌საუზმე ყველა სასტუმროში.
🙋🏻‍♂️ქართულენოვანი გამყოლი
🙋🏻‍♂️ადგილობრივი გიდი
➡️სამოგზაურო დაზღვევა
➡️სავიზო მომსახურება
➡️CITY TAX , ქალაქის ცვეთის მოსაკრებელი

ღირებულებაში არ შედის:
❌ეგვიპტის შიდა ტრანსფერი, ქალაქებს შორის გადაადგილება და კრუიზი ნილოსზე- 220 $
❌რომში აეროპორტის ტრანსფერები-50 €
❌ეგვიპტის ვიზა და მუზეუმები- 60-70 $
❌ტრანსფერი ქუთაისამდე და უკან- 45 ₾
❌დანარჩენი კვება

📌 ტურის ღირებულება ცვალებადია, ავიაბილეთების ფასიდან გამომდინარე, დაჯავშნამდე დააზუსტეთ ჩვენს ოპერატორთან.
📌 ავიაკომპანიის მხრიდან ცვლილებაზე/ხარვეზზე ტურისტული კომპანია არ აგებს პასუხს.

დეტალებზე ან დასაჯავშნად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595 41 22 35, მარიამი
599 41 08 35, ბაკური

31/10/2026

🏰 სინტრა და ზღაპრული პენას სასახლე — პორტუგალიის ნამდვილი საოცრება🇵🇹

ფერადი სასახლე, ულამაზესი ბაღები და ზღაპრული ხედები ❤️

🇪🇸 ესპანეთი • 🇵🇹 პორტუგალია
📅 8–15 ნოემბერი
🔥 ტურზე გამოთავისუფლდა მხოლოდ 2 ადგილი!

შემოგვიერთდი დაუვიწყარ მოგზაურობაში✈️

ჯგუფური ტური პრაღასა და დრეზდენში, სკოლის არდადეგებზე!🇨🇿🇩🇪❄️❄️პრაღა-ზღაპრული დღეების გასატარებლად საუკეთესო ადგილი, სადა...
31/10/2026

ჯგუფური ტური პრაღასა და დრეზდენში, სკოლის არდადეგებზე!🇨🇿🇩🇪
❄️❄️

პრაღა-ზღაპრული დღეების გასატარებლად საუკეთესო ადგილი, სადაც ბავშვობის ოცნებებში დაბრუნდები! 🎄🎆
დრეზდენი-ჯადოსნური გარემო ბაროკოს არქიტექტურულ ქმნილებებში განსაკუთრებით იგრძნობა!

ტურის თარიღი: 9-10-11-12 იანვარი
ტურის ღირებულება-1090 ₾

ტურის აღწერა:
დღე1 (პრაღა)
🔰06:00 საათი-ფრენა ქუთაისიდან პრაღის მიმართულებით
🔰06:55 საათი, ჩაფრენა პრაღაში (ადგილობრივი დროით
🔰 ძველი ქალაქის მოედანი- რომელიც შედარებით ხელუხლებელი დარჩა და შემორჩენილი აქვს ძველი იერსახე, მე-10 საუკუნიდან დღემდე. მოედანი თავისთავად შესანიშნავი ადგილია პრაღის მშვენიერი არქიტექტურის სანახავად.
🔰 ასტრონომიული საათი-პრაღის სიამაყე, მიჩნეულია, როგორც საუკეთესოდ შემონახული შუა საუკუნეების მექანიკური საათი.
🔰 ვაცლავის მოედანი - სუვენირების ბაზრობა და სავაჭრო ცენტრები
🔰მადამ ტუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი
🔰შოკოლადის მუზეუმი
🔰ადგილობრივი სამზარეულოს და ლუდის დაგემოვნება

დღე 2 (დრეზდენი)
🔰საუზმე სასტუმროში და გამგზავრება დრეზდენში
🔰დრეზდენის ისტორიული ძველი ქალაქი
🔰დრეზდენის სახელმწიფო ოპერა -სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს თეატრად არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც
🔰ცვინგერის სასახლე ბაროკოს სტილის სასახლე ბაღებით, ხელოვნების გამოფენებით , სადაც შეგიძლიათ გაისეირნოთ და გაიგოთ ცოტა მეტი ქალაქის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ.
🔰ფრაუენკირხე (Frauenkirche Dresden)ღვთისმშობლის ტაძარი-ეს ტაძარი დრეზდენის ერთგვარი სიმბოლოა, რომელიც დაბომბვის შემდეგ, ფაქტობრივად ნაცარიდან აღსდგა. ის თავისი ორიგინალი ვარიანტის ზუსტი რეპლიკაა.
🔰ბრულის ტერასა, რომელიც გადაჭიმულია მდინარე ელბის ნაპირზე შემაღლებულ ადგილზე. ერთის მხრივ, თქვენ შეძლებთ დატკბეთ ძველი ქალაქის შენობების ულამაზესი არქიტექტურული საოცრებით, ხოლო მეორეს მხრივ, შეგიძლიათ მიირთვათ ყავა მდინარე ელბას გასწვრივ და დააკვირდეთ ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას.
🔰Kreuzkirche – ეს ისტორიული ადგილი არა მხოლოდ არქიტექტურული სილამაზით გამოირჩევა, არამედ აქ ინახება წმინდა ჯვრის რელიკვია – გადმოცემის თანახმად, სწორედ იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც ქრისტე იყო გაკრული.
🔰დაბრუნება პრაღაში

დღე 3: (პრაღა)
🔰საუზმე სასტუმროში
🔰 კარლოვის ხიდი - თავდაპირველად ხიდს პრაღის ხიდი ერქვა, ხოლო 1870 წელს ოფიციალურად გადაერქვა სახელი იმპერატორ კარლ IV-ს საპატივსაცემოდ. ხიდზე ცამეტი სკულპტურაა, ძირითადად რელიგიური ხასიათის.
🔰 წმინდა ვიტუსის ტაძარი-გოთიკური არქიტექტურის ნიმუში,აქ ხდებოდა ჩეხეთის მეფეებისთვის გვირგვინის დადგმა, აგრეთვე დიდგვაროვნების დაკრძალვა. ამჟამად მოქმედი ტაძარია.
🔰 პრაღის ციხე- რომელიც უდავოდ არის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა. თვალწარმტაცი ციხე ტრადიციულად ჩეხეთის მმართველების ადგილსამყოფელი იყო და დღეს პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა.
🔰 მალა სტრანა-ეს პრაღის ულამაზესი უბანია, შთამბეჭდავი ბაროკოს არქიტექტურით და მშვიდი რიყის ქუჩებით.
🔰ჯონ ლენონის კედელი
🔰ყველაზე ვიწრო ქუჩა ევროპაში
🔰თავისუფალი დრო.
🔰წასვლა აეროპორტში და მზადება ფრენისთვის

დღე 4:
🔰07:30 საათი, ფრენა პრაღიდან ქუთაისის მიმართულებით
🔰14:10 საათი, ჩამოფრენა ქუთაისში და გამომგზავრება თბილისში.

ტურის ღირებულება-990₾

ღირებულებაში შედის:
ორმხრივი ავიაბილეთები (ქუთაისი- პრაღა - ქუთაისი)
✅10კგ ხელბარგი(ზურგჩანთა!)
✅სასტუმრო პრაღის ცენტრში ( 2 ღამე)
✅საუზმე ( 2საუზმე)
✅სამოგზაურო დაზღვევა
✅ქართულენოვანი გამყოლი/გიდი
✅ქალაქის მოსაკრებელი(City Tax)

ღირებულებაში არ შედის:
❌აეროპორტიდან სასტუმრომდე და სასტუმროდან აეროპორტამდე ტრანსფერი-50 ევრო
❌მუზეუმების მოსაკრებელი (90 ევრო, სურვილისამებრ)
❌ქალაქებს შორის გადაადგილება-60-70 ევრო(დამოკიდებულია ჯგუფის წევრების რაოდენობაზე)
❌ქალაქში გადაადგილება-25 ევრო
❌დანარჩენი კვება

❗️გაითვალისწინეთ, რომ ტური არის სანახაობრივად დატვირთული და არ მიეკუთვნება დასასვენებელი ტურების კატეგორიას!
❗️გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად
❗️დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება 600 ლარი
❗️ავიაკომპანიის მხრიდან ხარვეზზე ან ცვლილებაზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს
❗️საზღვრის კვეთისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი 6 თვეზე მეტი ვადით.

დასაჯავშნად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595-41-22-35, მარიამი
599-41-08-35, ბაკური

პარიზი , ქალაქი სადაც ყოველი ქუჩა თავგადასავლით სავსეა 🇫🇷ვალენტინობა იქ, სადაც თითოეული ქუჩა სიყვარულის ისტორიას ყვება 🇫...
30/10/2026

პარიზი , ქალაქი სადაც ყოველი ქუჩა თავგადასავლით სავსეა 🇫🇷

ვალენტინობა იქ, სადაც თითოეული ქუჩა სიყვარულის ისტორიას ყვება 🇫🇷❤️😍

მოგზაურობის თარიღი: 13-14-15-16 თებერვალი
(4 დღე/3 ღამე) ✈️
🔺️ღირებულება -1550 ლარი❗️

🇫🇷პარიზი- არქიტექტურის,მოდის, ხელოვნების მექა! ქალაქი, სადაც ფანტაზია უსაზღვროა, ულამაზესი ნაგებობები, მოდური სკვერები, ეიფელის კოშკი, ტრიუმფალური თაღი, ლუვრი, მონმარტი, ვერსალის სასახლე, ეს ყველაფერი ერთმანეთში ძალიან ლამაზად არის შერწყმული ❤

ტურის დეტალური აღწერა:
დღე 1
🔰15:05 საათი, ფრენა ქუთაისიდან პარიზის მიმართულებით.
🔰17:10 საათი (ადგილობრივი დროით), ჩაფრენა პარიზში.
🔰დაბინავება პარიზის სასტუმროში, გასეირნება ღამის პარიზში
🔰სენაზე გემით გასეირნება და ულამაზესი ხედები ეიფელის კოშკზე,ნოტრ დამზე, ლუვრზე და ა.შ.

დღე 2
🔰საუზმე სასტუმროში
🔰ლუვრი-მსოფლიოს ყველაზე დიდი ხელოვნების მუზეუმი, რომელიც დაახლოებით 38000 ნივთს ინახავს. (მათ შორის
🔰ნოტრ-დამი, პარიზის კათედრალი, გოთიკური სილამაზე, ისტორია და საოცარი არქიტექტურა
🔰პარიზის ოპერა-ის ნაპოლეონის იმპერიული რეჟიმის სიმბოლურ ძეგლს წარმოადგენს. ფასადზე არსებული 8 სკულპტურა ალეგორიულ ფიგურებს გამოხატავენ: პოეზიას, მუსიკას, სიმღერას, დრამას, ცეკვას, იდილიას და ვარჯიშს.
🔰მონმარტი- პარიზის ყველაზე ცნობილი და საინტერესო უბანი. მონმარტზე თქვენ შეხვდებით კაფეებს, სუვენირების მაღაზიებს, მხატვრებს და ხელოვნების წარმომადგენლებს.
🔰ლუქსემბურგის ბაღები(დროის ქონის შემთხვევაში)-პარკში შეხვდებით სხვადასხვა სახეობის ყვავილებს, შადრევნებს, ქანდაკებებს, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენი დრო მშვიდ და ლამაზ გარემოცვაში გაატაროთ.
🔰ღამისთევა ისევ პარიზის სასტუმროში

დღე 3
🔰საუზმე სასტუმროში
🔰ვერსალი-პარიზის სავიზიტო ბარათი,ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამეფო რეზიდენცია საფრანგეთში. ის სამეფო მნიშვნელობას და სიმდიდრეს ასახავს და წარმოადგენს შენობების, ბაღების და ტერასების უდიდეს კომპლექსს.
🔰ეიფელის კოშკი - პარიზის მთავარი ღირსშესანიშნაობა, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება.
🔰ღამისთევა ისევ პარიზის სასტუმროში

დღე 4
🔰საუზმე სასტუმროში
🔰ტრიუმფალური თაღი-რომაული არქიტექტურის მოყვარული ნაპოლეონის თხოვნით შეიქმნა ტრიუმფალური თაღი, რომელიც მიძღვნილი იყო სამეფო ჯარების მრავალრიცხვოვანი გამარჯვებისათვის. ის მე-19 საუკუნეში იყო შექმნილი და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონუმენტად არის შემორჩენილი.
🔰შონზ-ელიზე-თუ გსურთ გლამურული პარიზი თქვენი თვალით ნახოთ, მაშინ აუცილებლად გაისეირნეთ შონზ-ელიზეზე, სადაც ნახავთ ცნობილი ბრენდების მაღაზიებს, რესტორნებს.
🔰17:45 საათი, გამოფრენა პარიზიდან ქუთაისის მიმართულებით
🔰01:20 საათი, ( 2 ივნისის გამთენიას) ჩამოსვლა ქუთაისის აეროპორტში

ტურის ღირებულება-1550₾
ღირებულებაში შედის:
🛫ავიაბილეთები: ქუთაისი-პარიზი-ქუთაისი
🎒10 კგ ხელბარგი(ზურგჩანთა!)
🏨სასტუმრო პარიზში (3 ღამე)
✅საუზმე სასტუმროში
✅ქართულენოვანი მეგზური
✅სამოგზაურო დაზღვევა
✅ქალაქის მოსაკრებელი/city tax

ღირებულებაში არ შედის:
❌სამუზეუმო მოსაკრებელი (საშუალოდ 130 ევრო, სურვილისამებრ)
❌შიდა გადაადგილება მეტროთი 50 ევრო
❌აეროპორტიდან სასტუმრომდე და სასტუმროდან აეროპორტამდე ტრანსფერი 50 ევრო
❌ქუთაისამდე და უკან მგზავრობა ავტობუსით-60 ლარი
❌დანარჩენი კვება

❗️გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად
❗️დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება 500 ლარი
❗️ავიაკომპანიის მხრიდან ხარვეზზე ან ცვლილებაზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს
❗️საზღვრის კვეთისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი 6 თვეზე მეტი ვადით.
დასაჯავშნად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595-41-22-35, მარიამი
599-41-08-35, ბაკური

30/10/2026

სამარყანდი — აღმოსავლური ზღაპარი🕌

შთამბეჭდავი მოედნები, ლურჯი გუმბათები, ულამაზესი მედრესეები და აბრეშუმის გზის ისტორია — სამარყანდი მოგზაურობაა, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდება💙

🇺🇿 ტაშკენტი • სამარყანდი • ბუხარა • ხივა✈️
8-დღიანი დაუვიწყარი თავგადასავალი უზბეკეთში!
📅 2–9 მარტი, ტურზე დარჩენილია 5 ადგილი❗️

აღმოაჩინე აღმოსავლეთის სილამაზე ჩვენთან ერთად✈️

Address

Tbilisi
0172

Opening Hours

Monday 11:00 - 19:00
Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 11:00 - 19:00
Saturday 11:00 - 17:00

Telephone

+995595412235

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GTG TOUR posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to GTG TOUR:

Shortcuts

Share

Category

Nearby travel agencies