ცაგერის ტურიზმის ცენტრი

ცაგერის  ტურიზმის  ცენტრი იმოგზაურეთ ლეჩხუმში!⛰️ გთავაზობთ საჭირო ინფორმაციას ჩვენი მხარის ღირსშესანიშნაობების შესახებ. 📍
(1)

16/09/2026

📍სოფელი თაბორი მდებარეობს ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაშის თემში, მდინარე ლაჯანურის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 840 მეტრზე.⛰️
ცაგერიდან იგი 25 კილომეტრითაა დაშორებული.
აქ მდებარეობს შუა საუკუნეების ციხე-ეკლესიის კომპლექსი, სადაც ინახებოდა 1060 წელს გადაწერილი „თაბორის ოთხთავი“ (ამჟამად დაცულია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში).

🏛️ციხის ტერიტორიაზე დაცული ფრაგმენტების მიხედვით, შესაძლებელია პირვანდელი ტაძრის სახის აღდგენა: იგი თლილი ქვით ნაგები, საშუალო ზომის მოხატული ეკლესია უნდა ყოფილიყო, მდიდრულად მოჩუქურთმებული კარ-სარკმლებით. მკვლევართა მოსაზრებით, დეკორატიული ელემენტების შესრულების სტილი საფუძველს იძლევა, ტაძრის აგების თარიღად XIII-XIV საუკუნეები მივიჩნიოთ.
კადრებში ასახული ტაძარი გვიანდელი პერიოდისაა (XIX ს.), თუმცა მის კედლებში ჩატანებულია მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოფანტული ძველი XIII-XIV საუკუნეების ტაძრის ორნამენტირებული ქვები.

📍The village of Tabori is located in Tsageri Municipality, in the Lailashi community, on the left bank of the Lajanuri River, at an altitude of 840 meters above sea level.⛰️

It is located 25 kilometers from Tsageri.

A medieval fortress-church complex can be found here. The complex once housed the “Tabori Gospel Book,” copied in 1060, which is now preserved at the Kutaisi State Historical Museum.

🏛️Based on the fragments preserved on the fortress grounds, it is possible to reconstruct the appearance of the original church. It is believed to have been a medium-sized, stone-built and painted church, richly decorated with carved doors and windows. According to researchers, the style of the decorative elements suggests that the original church was built in the 13th–14th centuries.

The church shown in the footage dates from a later period, the 19th century. However, its walls incorporate ornamented stones from the old 13th–14th-century church, which were scattered throughout the surrounding area.

14/09/2026

კოტეჯი ლაილაშში ⛰️🏡

​დაისვენე კომფორტულ კოტეჯში ულამაზესი ხედებით!

ადგილზე დაგხვდება ყველაფერი სრული სიმშვიდისა და კომფორტისთვის — სრულად აღჭურვილი ტექნიკითა და ყველა საჭირო ნივთით. ✨

​📞 დაჯავშნა: 593 13 17 17

🔗 https://www.booking.com/Pulse-MwrK1P

11/09/2026

ლეჩხუმის საოცარი ბუნება 🏞️ 🏔️

07/09/2026
04/09/2026

ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა ღვირიშთან მდებარე ღვირიშის ჩანჩქერის მიმდებარედ, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჩანჩქერთან არსებული მინის მოედნის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია, რაც ტურისტული ლოკაციის ვიზიტორებისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო სივრცის შექმნას შეუწყობს ხელს.

სამუშაოების განსახორციელებლად ხელშეკრულება მეწარმესთან 2 სექტემბერს გაფორმდა და მისი დასრულება უახლოეს დღეებში იგეგმება.

02/09/2026

3 სექტემბერს ცაგერის კულტურის ცენტრში გაიმართება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

დასაწყისი 18:30 საათი

Address

რუსთაველის ქუჩა 67
Ts'ageri
5100

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995598545210

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ცაგერის ტურიზმის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ცაგერის ტურიზმის ცენტრი:

Shortcuts

Share