ვაჩნაძიანი-vachnadziani

ვაჩნაძიანი-vachnadziani sofeli vachnadziani

“დასასრულს უახლოვდება ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის მშენებლობა.” სიმონი ლოლაძე .
30/07/2026

“დასასრულს უახლოვდება ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის მშენებლობა.” სიმონი ლოლაძე .

👌💕
23/07/2026

👌💕

⭕ ვაჩნაძიანის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

⭕ კომპლექსი აერთიანებს სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს, რომელთა შორის უმთავრესია VIII–IX საუკუნეების დიდი გუმბათოვანი ტაძარი.

⭕ ტაძარი გამოირჩევა თავისი მასშტაბითა და არქიტექტურული გადაწყვეტით. ნაგებობა წარმოადგენს გარდამავალი ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშს, სადაც კარგად იკვეთება ადრეული შუა საუკუნეების მშენებლობისთვის დამახასიათებელი სტილისტური თავისებურებები.

⭕ კომპლექსის ტერიტორიაზე შემორჩენილია სხვადასხვა სამონასტრო დანიშნულების ნაგებობის ნაშთები. თავისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვაჩნაძიანი წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საეკლესიო და კულტურულ ცენტრს, რომელიც საუკუნეების მანძილზე სულიერი ცხოვრების კერად მიიჩნეოდა.

📣 რამდენიმე დღის წინ, სოფელ ახაშენში მცხოვრები ახალგაზრდები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდნენ.📣 ერთ-ერთი მა...
26/05/2026

📣 რამდენიმე დღის წინ, სოფელ ახაშენში მცხოვრები ახალგაზრდები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდნენ.
📣 ერთ-ერთი მათგანი გიორგი კობიაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. გიორგი სასწრაფოდ საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას.
📣 გთხოვთ, შესაძლებლობის ფარგლებში გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ ამ რთულ დროს. თითოეული თქვენგანის დახმარება ძალზე მნიშვნელოვანია. ერთად სიკეთე უფრო დიდ ძალას იძენს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის 🙏❤️

დედის პირადი ნომერი:
13001036984 მთივლიშვილი ნათია
საქ GE06BG0000000101005347
თბს GE39TB7700745064300096
კრედო GE48CD0360000038345834

გურჯაანის ტერიტორია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო დასახლებული- ამის დასტურად 2021 წელს სოფელ ქვემო წითელ უბანში ჩატარებუ...
26/05/2026

გურჯაანის ტერიტორია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო დასახლებული- ამის დასტურად 2021 წელს სოფელ ქვემო წითელ უბანში ჩატარებული მიწის სამუშაოების დროს უძველესი სამარხი აღმოჩნდა

ინფორმაციას ამის შესახებ, ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, მიწის სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ პროცესი შეაჩერა და აღმოჩენის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას
შეატყობინა, რაზეც რეაგირება ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მოახდინა.

არქეოლოგიურმა ჯგუფმა ორმოსამარხი შეისწავლა და დაასკვნა, რომ იგი ბრინჯაოს ხანის, დაახლოებით 3000 წლის წინანდელ პერიოდს განეკუთვნებოდა.

სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს სატევარი და 15 სხვადასხვა ფორმის თიხის ჭურჭელი, რომლებიც დაკრძალულ მამაკაცთან ერთად იყო განთავსებული.

აღმოჩენილი არტეფაქტები სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე გ. მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმს გადაეცა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი ბაღის მშენებლობას ახორციე...
25/02/2025

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი ბაღის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც პირადად მოვინახულე.

პროექტი ითვალისწინებს ორსართულიანი ნაგებობის აშენებას, შენობის ორივე სართულზე განლაგებული იქნება ჯგუფის ოთახები და სველი წერტილები, სამზარეულო, სპორტული დარბაზი, შენობის პირველ სართულზე დამატებით განთავსდება ადმინისტრაციის ოთახები. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

აღნიშნული პროექტისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 133 000 ლარი დაიხარჯება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში დასრულებულია ორი ბაღის მშენებლობა: ველისციხის და ახაშნის, ხოლო მშენებარეა სოფელ კოლაგისა და ნანიანის საბავშვო ბაღები.

Ana mosemgvdlishvilis ფოტო (გუჯიაურებიდან დანახული ალაზნის ველი და კავკასიონის კალთები)
11/09/2023

Ana mosemgvdlishvilis ფოტო (გუჯიაურებიდან დანახული ალაზნის ველი და კავკასიონის კალთები)

''ვაჩნაძიანში ცენტრალურ ტრასაზე სრულად იცვლება გარე განათების ლამპიონები,  სამშაბათს დავიწყებთ უბნებში დამწვარი ნათურები...
28/08/2023

''ვაჩნაძიანში ცენტრალურ ტრასაზე სრულად იცვლება გარე განათების ლამპიონები, სამშაბათს დავიწყებთ უბნებში დამწვარი ნათურების შეცვლას". სოფლის გამგებლის პოსტი 👍👍

ვაჩნაძიანის ყველაწმინდისკენ და სამებისაკენ მიმავალი გზა 👍👍
15/05/2023

ვაჩნაძიანის ყველაწმინდისკენ და სამებისაკენ მიმავალი გზა 👍👍

მეგობრებო გადაწყდა ,რომ სისხლის ბანკი ჩამოვა  ოთხშაბათს  12 ოქტომბერს ვაჩნაძიანის სამედიცინო დაწესებულებაში დილის 10 საა...
10/10/2022

მეგობრებო გადაწყდა ,რომ სისხლის ბანკი ჩამოვა ოთხშაბათს 12 ოქტომბერს ვაჩნაძიანის სამედიცინო დაწესებულებაში დილის 10 საათიდან .გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ თქვენს სანაცნობო წრეში და მობრძანდეთ🙏
#გავერთიანდეთლუკასგადასარჩენად

07/10/2022

Address

Vach'nadziani

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ვაჩნაძიანი-vachnadziani posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category