21/03/2022
🔷მარტი მსოფლიოში მსხვილი ნაწლავის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა და მას "ლურჯ მარტს" უწოდებენ. მსხვილი ნაწლავის კიბო საქართველოში ავთვისებიან სიმსივნეებს შორის გავრცელების თვალსაზრისით, მე-3 ადგილს იკავებს.
🔷 თუ ხართ 50-დან 70 წლამდე ასაკის, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, თქვენ უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები:
1. განავალში ფარული სისხლდენის განსაზღვრის ტესტი;
კოლონოსკოპია (საჭიროების შემთხვევაში).
2. რა დანიშნულება აქვს განავალში ფარული სისხლდენის განსაზღვრის ტესტს?
უჯრედების შეჯგუფება მსხვილ ნაწლავში, ზოგჯერ პოლიპებს წარმოქმნიან და წლების განმავლობაში ეს პოლიპები შესაძლოა კიბოდ გადაგვარდნენ. პოლიპებსა და მსხვილი ნაწლავისკიბოს ახასიათებთ სისხლდენა, სკრინინგ-ტესტს კი შეუძლია სისხლის ყველაზე უმნიშვნელო შემცველობა გამოავლინოს განავალში.
🔹რა არის კოლონოსკოპია?
თუ სკრინინგ-ტესტმა სისხლდენა გამოავლინა, აუცილებელია კოლონოსკოპია ჩაიტაროთ. კოლონოსკოპიით ხდება მსხვილი ნაწლავის შიდა ზედაპირის დათვალიერება. გამოკვლევის ეს მეთოდი გამოავლენს პოლიპებსაც. პოლიპი არ არის ავთვისებიანი სიმსივნე, თუმცა შეიძლება კიბოდ გარდაიქმნეს. პოლიპების მოშორება მნიშვნელოვნად ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობას.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ დარღვეული კუჭის მოქმედება, განსაკუთრებით გახშირებული მოქმედება ან ფაღარათი, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში; სისხლდენა უკანა ტანიდან რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე; გამკვრივება მუცლის არეში.
🔹როგორ ჩავერთო სკრინინგის პროგრამაში?
კვლევაზე ჩასაწერად დარეკეთ: 032 2 47 00 99
ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი
#კიბო #მსხვილინაწლავი #სკრინინგი