25/07/2026
წლების წინ, როცა გადავწყვიტე ჩემი ბედნიერების გზა საკუთარ ფესვებთან, ბუნებასთან და ადამიანებთან კავშირში მეპოვა, სწორედ მაშინ დაიბადა სისატურას იდეა.
სადღაც გულის კუნჭულში მჯეროდა, რომ ეს გზა ერთ დღეს საოცარ ადამიანებს შემახვედრებდა. ეს უფრო ოცნება იყო, ვიდრე მოლოდინი.
ორი დღის წინ, ჭიშკართან, ორნახადი ჭაჭით ხელდამშვენებულმა გავიგე, რომ ჩემი სტუმარი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჰოლივუდელი მსახიობი, Shailene Woodley — ჩემი „დივერგენტელი“ გოგო იყო. ❤️
პირველი ემოცია რამდენიმე წამს გაგრძელდა… მერე კი დაიწყო მეგრული სტუმართმოყვარეობა…
ჭიშკართან მიღებული ერთი პატარა ჭიქა ჭაჭაც გეხმარება, რომ კამერების არსებობა დაივიწყო და უბრალოდ იყო ის, ვინც ხარ))
ვუყვებოდით ჩვენი ოჯახის ამბებს, ძველ რეცეპტებს, სოფლის ცხოვრებას. იყო ბევრი სიცილი, ემოცია, ცრემლებიც…
დღის ბოლოს ყველაზე მეტად მისი ადამიანურობა, უბრალოება და გულწრფელი ცნობისმოყვარეობა დამამახსოვრდა. ის უსმენდა არა მხოლოდ ჩემს სიტყვებს, არამედ იმ ისტორიებსაც, რომლებიც მათ უკან იდგა, გრძნობდა, განიცდიდა , იმახსოვრებდა.
თან წაიღო ჩემი ოჯახის ამბები, სოფლის ორღობეები, მეგრული სტუმართმოყვარეობა და, ალბათ, ჩვენი ბედნიერების რეცეპტიც.
ალბათ, სწორედ ამიტომ მიყვარს "სისატურა" , აქ ადამიანები ერთმანეთს სტატუსებით კი არა, ადამიანური #ისტორიებით ხვდებიან.
მადლიერი ვარ ამ დღისთვის.
მეგრული ისტორიები მალე 🤍
კი, ბედნიერი დღე იყო. ისეთი, რომელიც კიდევ ერთხელ გახსენებს, რომ როცა ფესვებთან, ბუნებასთან და ადამიანებთან კავშირს არ კარგავ, ცხოვრება ზოგჯერ იმაზე მეტს გჩუქნის, ვიდრე ოდესღაც გაბედე და იოცნებე.
დიდი მადლობა 🙏🏻 Mziskari • მზისკარი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration