რომი რომაული არდადეგები

რომი რომაული არდადეგები ჟანეტა თქვენი მხიარული მეგზური მარადიულ რომში 15 წლიანი გამოცდილებით. აღმოაჩინე ნამდვილი რომი ჩემთან ერთად!

https://www.facebook.com/share/1FNpXKoR1m/?mibextid=wwXIfrგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებას ყველა მშობელსიტალიაში, კერძოდ რომ...
07/09/2026

https://www.facebook.com/share/1FNpXKoR1m/?mibextid=wwXIfr

გიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებას ყველა მშობელს
იტალიაში, კერძოდ რომში, ხანგრძლივი ცხოვრების გამო ძალიან მონატრებული ვარ ჩემიანებს, ამიტომაც დიდი სიყვარულითა და სიხარულით ვეგებები საქართველოდან ჩამოსულ სტუმრებს. ყოველთვის ვცდილობ, მთელი რომი მოვატარო და დავატკბო მისი ზღაპრული სილამაზით.
სწორედ ასე გამიხარდა სექტემბრის დასაწყისში, როდესაც ჩემი გაბრიელი ჩამოვიდა საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა ჯგუფთან ერთად საქართველოს საელჩოში დაგეგმილ ღონისძიებაზე. მოუთმენლად ველოდებოდი თავისუფალ დროს, რომ გაბრიელი მენახა და მოვფერებოდი. შევთავაზე რომის პატარა ტური, რომელიც დაგეგმილი არ ჰქონდათ, და გავემართე მათ შესახვედრად.
გავიცანი გაბრიელის მეგობრები — საქართველოს ულამაზესი, თვალებაციმციმებული ბავშვები — და ქალბატონი თეა, პედაგოგი, რომელმაც აღმაფრთოვანა თავისი უზომოდ დიდი პასუხისმგებლობით. გაოცებული ვადევნებდი თვალს, თუ როგორ ზრუნავდა ერთდროულად 9 ბავშვზე, როგორ სითბოსა და ყურადღებას იჩენდა მათ მიმართ და მოთმინებით ცდილობდა, შეძლებისდაგვარად ყველა მათგანის სურვილი დაეკმაყოფილებინა.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ერთი გარემოება: რომში მრავალწლიანი ცხოვრების გამოცდილებით, ასეთი აუტანელი სიცხე (45 გრადუსი) არასდროს ყოფილა. სწორედ ამას ვუსვამ ხაზს — თუ როგორ გაფრთხილებითა და სიფრთხილით ეპყრობოდა ქალბატონი თეა ბავშვების ჯანმრთელობას, რომ მათ არაფერი დაშავებოდათ.
ბედნიერია ყველა დედა, რომლის შვილზეც დედასავით ზრუნავს ქალბატონი თეა. მინდა პირადად მას გადავუხადო უღრმესი მადლობა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ რიტას, რომელსაც წლებია გვერდით უდგას ასეთი კადრი და თავის საოცარ პედაგოგთა გუნდთან ერთად მყარ საფუძველს უქმნის ბავშვების ევროპულ მომავალს.
თუ მშობელს სურს, რომ შვილის განათლებაში სწორი ინვესტიცია ჩადოს, დიდი რეკომენდაციას ვუწევ „ახალგაზრდა დიპლომატთა სკოლას“. მადლობა თითოეულ მათგანს იმ დიდი და პატრიოტული საქმისთვის, რასაც ასეთი სიყვარულით ემსახურებიან!

04/04/2026
04/03/2026

#მოგზაურობა

04/03/2026

#ყველა

Indirizzo

Roma
Rome
00178

Telefono

+393892819212

Sito Web

Notifiche

Lasciando la tua email puoi essere il primo a sapere quando რომი რომაული არდადეგები pubblica notizie e promozioni. Il tuo indirizzo email non verrà utilizzato per nessun altro scopo e potrai annullare l'iscrizione in qualsiasi momento.

Contatta L'azienda

Invia un messaggio a რომი რომაული არდადეგები:

Scelte rapide

In evidenza

Condividi