The Venice Code / შენი გიდი ვენეციაში

The Venice Code / შენი გიდი ვენეციაში Informazioni di contatto, mappa e indicazioni stradali, modulo di contatto, orari di apertura, servizi, valutazioni, foto, video e annunci di The Venice Code / შენი გიდი ვენეციაში, Guida turistica, Venezia.

🏛️ The Venice Code | ვენეციის კოდი 🦁🗝️

🧭 ტურისტული გზამკვლევი ვენეციაში.

🚕 ტრანსფერი აეროპორტიდან სასურველ ლოკაციაზე.

⛵️🛶 ინდივიდუალური და ჯგუფური, სპეციალური ტურები.

👇 გამოიწერე და ამოხსენი ქალაქის კოდი.

❤️ 1978 _ S. Caterina alla Misericordia
18/09/2026

❤️ 1978 _ S. Caterina alla Misericordia

15/09/2026

📌 სერიიდან, რა შეიძლება ვნახოთ უფასოდ ვენეციაში?

European Cultural Centre (ECC) - Palazzo Mora, Cannaregio, Strada Nova _ ისტორიული სასახლე სადაც შუა საუკუნეები და თანამედროვე ხელოვნება ერწყმის ერთმანეთს.
✍🏼 მიუხედავად იმისა, რომ დღეს შენობა მრავალფუნქციურ საგამოფენო პლატფორმად არის ქცეული, სამ სართულზე გაშლილ დარბაზებში კვლავ შემორჩენილია XVI საუკუნის ორიგინალური ფრესკები, ჭერის ორნამენტები, ბაროკოს ელემენტები და ვენეციური ტერაცოს (terrazzo alla veneziana) იატაკები.

🗓️ ამჟამად სასახლეს მართავს ევროპის კულტურული ცენტრი (European Cultural Centre – ECC). აქ რეგულარულად იმართება ვენეციის ბიენალეს თანმხლები ცნობილი საერთაშორისო გამოფენები, როგორიცაა „Personal Structures“ (ხელოვნების ბიენალეს დროს) და „Time-Space-Existence“ (არქიტექტურის ბიენალეს დროს).

🗒️ საგამოფენო სივრცე სრულიად უფასოა ნებისმიერი სტუმრისთვის. ამიტომ როცა ვენეციაში მოხვდებით შეგიძლიათ ესტუმროთ.

🇮🇹 თითოეული ტური გამორჩეულია და განსხვავებულია თავისი ინდივიდუალობით და თავგადასავლებით. ✨​💖 მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრ...
09/09/2026

🇮🇹 თითოეული ტური გამორჩეულია და განსხვავებულია თავისი ინდივიდუალობით და თავგადასავლებით. ✨

​💖 მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა მარიამს ჩვენთან თანამშრომლობისთვის და ნდობის გამოცხადებისთვის! შეუძლებელია არ მოიხიბლო მათი სილამაზით და ნიჭიერებით 💝

​🗺️ კიდევ ერთი ულამაზესი ტური ჩვენთან ერთად ვენეციის, ვერონას და ლაგო დი გარდას მიმართულებით ❤️

​ #ტურისტულიგიდი #იტალია #მოგზაურობა #ვენეცია #ვერონა #გარდა #მადლობა

✨ თქვენი დაუვიწყარი ვენეციური თავგადასავალი აქ იწყება! 🇮🇹​✈️ აეროპორტში დახვედრა და ტრანსფერი: დაიწყეთ მოგზაურობა მაქსიმ...
08/09/2026

✨ თქვენი დაუვიწყარი ვენეციური თავგადასავალი აქ იწყება! 🇮🇹

​✈️ აეროპორტში დახვედრა და ტრანსფერი: დაიწყეთ მოგზაურობა მაქსიმალურად კომფორტულად! დაგხვდებით აეროპორტში და უზრუნველვყოფთ თქვენს უსაფრთხო გადაადგილებას ნებისმიერ სასურველ ლოკაციაზე.

​🎭 საავტორო ტური: გაიცანით სრულიად სხვა ვენეცია! ეს არ არის სტანდარტული მარშრუტი — ეს არის ისტორიებით, იდუმალი ლეგენდებითა და მითებით სავსე ქალაქის აღმოჩენა.
​გპირდებით, ეს იქნება ტური, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ!

​📩 დამატებითი დეტალებისთვის და დასაჯავშნად მომწერეთ პირად შეტყობინებაში.

​ #ვენეცია #იტალია #ვენეციისტრანსფერი #ქართველიგიდი #ლეგენდები #მოგზაურობა #დაუვიწყარიტური

🇬🇪 ქართული კინოს ტრიუმფი ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე! 🎭✨ვენეციის ბიენალეს ფარგლებში გეპატიჟებით ლევან კოღუ...
06/09/2026

🇬🇪 ქართული კინოს ტრიუმფი ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე! 🎭✨
ვენეციის ბიენალეს ფარგლებში გეპატიჟებით ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის — „გურია“ (GURIA) — საზეიმო ჩვენებასა და ექსკლუზიურ ფილმ-ტურზე!
ეს არის უნიკალური შანსი, ვენეციის კინოფესტივალის საკულტო გარემოში, ლიდოზე, მსოფლიო კინოელიტასთან ერთად დაესწროთ ქართული ფილმის პრემიერას.

📌 დეტალები და განრიგი:
📅 თარიღი: 9 სექტემბერი
⏰ დრო: 21:00 საათი
📍 სექცია: VENEZIA SPOTLIGHT
🎟️ ფორმატი: ღია ჩვენება (Pubblico - Tutti gli accrediti)
⏳ ხანგრძლივობა: 118 წუთი
🗣️ ენა: ქართული (v.o. georgiano)
💬 სუბტიტრები: იტალიური და ინგლისური (st. italiano/inglese)
🎬 რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი
🎭 მონაწილეობენ: კახაბერ ჩოლაძე, ნათია ნიკოლაიშვილი, ვამეხვ ჯანგიძე, დავით ნაცვალაძე, ანამარია კამლაძე, სერგი ყვილორია.

🎟️ ადგილების დაჯავშნა და რეგისტრაცია:
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!!!

ტურში მონაწილეობისა და ბილეთების
დასაჯავშნად:
📩 მოგვწერეთ Facebook-ზე: THE VENICE CODE (შენი გიდი ვენეციაში)
📲 WhatsApp: +995 599 86 52 71 / +39 3201176856

🥂🇮🇹🇬🇪 შემოგვიერთდით და ერთად გავხდეთ ქართული კინოს ისტორიული დღის თანამონაწილე ვენეციაში!

#ქართულიკინო

✨ 🇮🇹 თუ ვენეციის ნამდვილი კულტურულ-ისტორიული და არქიტექტურული საიდუმლოებები გაინტერესებთ, მაშინ ეს შეთავაზება სწორედ თქვ...
26/08/2026

✨ 🇮🇹 თუ ვენეციის ნამდვილი კულტურულ-ისტორიული და არქიტექტურული საიდუმლოებები გაინტერესებთ, მაშინ ეს შეთავაზება სწორედ თქვენთვისაა!

🙏🏼 ​ჩემი საავტორო ტურები არ არის მხოლოდ ზედაპირული დათვალიერება. ეს არის მოგზაურობა დროში, რომელიც გაჯერებულია ნამდვილი, სიღრმისეული ისტორიებით.

❤️ კმაყოფილი მომხმარებლის რეცენზიები და მათი ბედნიერი ღიმილი კი იმის გარანტიაა, რომ თქვენი მოგზაურობა საიმედო ხელშია.

👇🏼 ​რას მოიცავს ჩვენი სერვისი?

​✈️ აეროპორტში დახვედრა და ტრანსფერი: დაიწყეთ დასვენება კომფორტულად პირველივე წუთებიდან!

​📍 ვენეცია და ლაგუნის კუნძულები (მურანო, ბურანო, ტორჩელო): ტურის დეტალური პროგრამა და მარშრუტები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფოტოზე 🏞️

📸 პროფესიონალური ფოტოსესია: შემოინახეთ იტალიური მოგონებები ულამაზესი კადრებით! გთავაზობთ პროფესიონალი ფოტოგრაფის სპეციალურ მომსახურებას როგორც ტურების მიმდინარეობისას, ასევე ინდივიდუალურად.

​🍷 ვერონის ტური (დამატებითი მიმართულება): ვენეციის გარდა, გთავაზობთ დაუვიწყარ ტურს სიყვარულის ქალაქ ვერონაში. ერთად გავივლით რომეოსა და ჯულიეტას ქუჩებში და აღმოვაჩენთ ქალაქის უნიკალურ ატმოსფეროს.

​📩 დამატებითი ინფორმაციისთვის, ფასებისა და ტურის დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში!

​ #ვენეცია #იტალია #მოგზაურობა #ვერონა #მურანო #ბურანო #ქართველიგიდი #ისტორიულიტური #დაუვიწყარიდასვენება

✨ სამი დაუვიწყარი დღე და იტალიური თავგადასავალი! 🇮🇹ამჯერად ჩემი სტუმრები უსაყვარლესი ბაღის მასწავლებლები და ორი უმხიარულ...
19/08/2026

✨ სამი დაუვიწყარი დღე და იტალიური თავგადასავალი! 🇮🇹

ამჯერად ჩემი სტუმრები უსაყვარლესი ბაღის მასწავლებლები და ორი უმხიარულესი და უსაყვარლესი მოზარდი გოგონა იყვნენ. (სეზონის ფავორიტი სუპერ ბავშვები ❤️🥳)

პოზიტივითა და სიცილით სავსე სამი დღის განმავლობაში ერთად მოვიარეთ ულამაზესი მარშრუტი:

📌 ვენეცია და მისი ფერადი კუნძულები — მურანო და ბურანო.

📌 ხელოვნების ეპიცენტრი — ფლორენცია.

📌 პიზა და მისი ცნობილი დახრილი კოშკი.

ბევრი ისტორია, ლეგენდა თუ მითები. გავერთეთ, ვიმხიარულეთ და უამრავი საუკეთესო მოგონება დავაგროვეთ.

ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო მათი კმაყოფილი, ღიმილიანი და ბედნიერი სახეებია!
ძალიან დიდი მადლობა ამ ლამაზი დღეებისთვის და ულევი წარმატებები თქვენ! ❤️

#იტალია #ვენეცია #ფლორენცია #პიზა #მურანო #ბურანო #მოგზაურობა #ქართველიტურისტები #დაუვიწყარიდღეები

🏫✨ თბილისელი მასწავლებლები ვენეციაში – ფერადი თავგადასავალი მურანოსა და ბურანოზე! 🇮🇹❤️🇬🇪🙏🏼 გულწრფელად ვამბობ, მათთან ერთ...
16/08/2026

🏫✨ თბილისელი მასწავლებლები ვენეციაში – ფერადი თავგადასავალი მურანოსა და ბურანოზე! 🇮🇹❤️🇬🇪

🙏🏼 გულწრფელად ვამბობ, მათთან ერთად გატარებული ყოველი წუთი სავსე იყო იუმორით, ინტელექტითა და საოცარი პოზიტივით. ასეთი ენერგიული სტუმრების მასპინძლობა ნამდვილი საჩუქარია.

📚 ბედნიერ დაბრუნებას და წარმატებულ, ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ თბილისში!

#ვენეცია #მურანო #ბურანო #თბილისელიმასწავლებლები #ქართველიპედაგოგები #მოგზაურობა #იტალია #დასვენება

✨ ვენეციის ჯადოსნური ღამე და ფერადი დილა – ყველაზე ტკბილი გზა სახლისკენ! 🇮🇹✈️🇬🇪 ემიგრაციაში გატარებული წლების, დაუღალავი...
14/08/2026

✨ ვენეციის ჯადოსნური ღამე და ფერადი დილა – ყველაზე ტკბილი გზა სახლისკენ! 🇮🇹✈️🇬🇪

ემიგრაციაში გატარებული წლების, დაუღალავი შრომის, უძილო ღამეებისა და უსაზღვრო მონატრების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. თუმცა, ეს გზა კიდევ უფრო შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ხდება, როცა ის მსოფლიოს ყველაზე რომანტიკულ ქალაქზე — ვენეციაზე გადის.

გუშინ მქონდა უდიდესი პატივი და ბედნიერება, ვყოფილიყავი სამი უსაყვარლესი, უმხიარულესი და ენერგიით სავსე ქალბატონის მასპინძელი.

🙏🏼 ესენი არიან ქალები, რომლებმაც ემიგრანტის ურთულესი და ჯაფით სავსე გზა ღირსეულად გაიარეს და ახლა, დამსახურებული სიამაყით, საკუთარ ოჯახებს უბრუნდებიან. ✈️ 🇬🇪

​ #ვენეცია #მურანო #ბურანო #ემიგრანტები #გზასახლისკენ #იტალია #ქართველიემიგრანტები #მოგზაურობა #დამსახურებულიდასვენება

Indirizzo

Venice

Telefono

+393518075126

Sito Web

Notifiche

Lasciando la tua email puoi essere il primo a sapere quando The Venice Code / შენი გიდი ვენეციაში pubblica notizie e promozioni. Il tuo indirizzo email non verrà utilizzato per nessun altro scopo e potrai annullare l'iscrizione in qualsiasi momento.

Contatta L'azienda

Invia un messaggio a The Venice Code / შენი გიდი ვენეციაში:

Scelte rapide

Condividi