17/02/2025
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ისრაელთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებმა, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიიღონ წინასწარი თანხმობა ისრაელში გამგზავრებამდე, შემდეგი ოფიციალური სამთავრობო ვებ-გვერდის საშუალებით.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ:
ETA-IL-ის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ მითითებული ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით.
ETA-IL-ის საფასური არის 25 შეკელი.
ETA-IL მოთხოვნის მიღების დადასტურება ხდება ელექტრონული ფოსტის გაგზავნის გზით.
ETA-IL ავტორიზაციის მიღებასთან დაკავშირებით პასუხი იგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე, მოთხოვნის მიღებიდან 72 საათის განმავლობაში.
ETA-IL-დან იგზავნება გადახდის ქვითარი. იმ შემთხვევაში, თუ ქვითარი არ იქნა მიღებული, მოთხოვნა არ ითვლება გაგზავნილად.
ETA-IL-თან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მიმართვა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]
დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელები, ისრაელში გამგზავრებისას არ საჭიროებენ ETA-IL ვებ-გვერდზე წინასწარი ნებართვის მოპოვებას.