Georgian Association of Guides - SAGA

Georgian Association of Guides - SAGA Tourist Guiding - Georgian Association of Guides (SAGA) The Association that aims to professionalize and harmonization of tourism sector in Georgia.

Composing professional coaching and guiding visitors, the association works to promote tourism in general and more professionalism in the sector.

მეგობრებო მოგესალმებით და გიზიარებთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეხვედრაზე განხილულ თემატიკებს:➡️შეხვედრის მთავარი ...
04/05/2026

მეგობრებო მოგესალმებით და გიზიარებთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეხვედრაზე განხილულ თემატიკებს:

➡️შეხვედრის მთავარი თემატიკა იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე კულტურული ტურიზმის გიდებისთვის განსაზღვრული ნულოვანი კვოტა. საბოლოო ჯამში მოხდა რეზიუმირება, რომ აღნიშნული რეგულაცია გახლავთ წლიური კვოტირების პრინციპზე დაფუძნებული და სეზონზე დაკვირვების შემდგომ, თუ გამოვლინდა გარკვეული უცხო ენების მცოდნე გიდების მკვეთრი დეფიციტი, მოხდება მომავალ წელს ამ საკითხის განხილვა კონკრეტულ ენებთან მიმართებაში. ამ დროისთვის საქართველოში გიდის სერვისის მიწოდების დეფიციტი არაა, რაზეც აქტიურად ვისაუბრეთ შეხვედრისას. შესაბამისად, ამ ყველაფრის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქმიანობა კულტურული ტურიზმის გიდის პროფესიით იკრძალება, ხოლო აღნიშნულის პროცესის აღმასრულებელი ორგანოა შინაგან საქმეთა სამინისტრო.

❗️კიდევ ერთხელ აღინიშნა 1 ივნისიდან გიდების მეწარმედ რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში ჯარიმების სისტემის გააქტიურების საკითხი. ამ დროისთვის, რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში გახლავთ ერთადერთი ვალდებულება, რომელიც ეკისრებათ ადგილობრივ გიდებს.

‼️იმ შემთხვევაში, თუ აპირებთ 1 ივნისის შემდგომ საქმიანობას, უზრუნველყავით, რომ 1 ივნისამდე იყოთ რეგისტრირებული ინდ./მცირე/მიკრო მეწარმედ (თქვენი ბრუნვის მიხედვით) და საქმიანობაში გქონდეთ დაფიქსირებული კოდი: 79.90.0 (საქმიანობის განმარტებაში სიტყვა "გიდი" არ წერია, ასე რომ რეგისტრაციისას უშუალოდ კოდი უკარნახეთ ოპერატორს. თუ ვინმემ მოგთხოვათ სერტიფიკატი საველე პირობებში/პროფესიული საქმიანობისას, გაითვალისწინეთ, რომ საუბარია მეწარმის სერტიფიკატზე, რომელიც გეგზავნებათ სტატუსის გააქტიურებისას. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მეწარმედ რეგისრაციის დროს ჯერ დაგარეგისტრირებენ ინდ. მეწარმედ, და სტატუსის გააქტიურების შემდგომ შეგეძლებათ მცირე მეწარმეზე გადასვლა.

✅სერტიფიცირება – გიდების სერტიფიცირება გამიჯნულია სავალდებულო რეგისტრაციისგან. ტურიზმის შესახებ კანონის მიხედვით კულტურული ტურიზმის გიდის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია. პროცესი გულისხმობს პირველ რიგში ასოციაციის ავტორიზაციას მასერტიფიცირებელად, შემდგომ გიდების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესის განხორციელებისთვის. ავტორიზაციის შემდგომ მასერტიფიცირებული ორგანიზაციები შეძლებენ გიდების სერტიფიცირებას მსგავსი შინაარსობრივი მოდელით, რომლითაც აქამდე ოპერირებდა საქართველოს გიდების ასოციაცია. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6508445…

​✅სერტიფიცირების პროცედურების შესახებ, დამატებით სამომავლოდ გაგიზიარებთ ინფორმაციას



კითხვები თუ გაქვთ რაიმე გაგვიზიარეთ

🚀 ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად ვითარდება — და ის უკვე ცვლის ჩვენს მუშაობას, სწავლას და კომუნიკაციას. დღეს AI-ის ცოდნ...
03/04/2026

🚀 ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად ვითარდება — და ის უკვე ცვლის ჩვენს მუშაობას, სწავლას და კომუნიკაციას. დღეს AI-ის ცოდნა აღარ არის ფუფუნება — ეს არის აუცილებლობა.

შემოგვიერთდი 5 დღიან ინტენსიურ ტრენინგზე 15–დან 25 აპრილის ჩათვლით, სადაც შეისწავლი:
✨ AI-ის საფუძვლებს
✨ თანამედროვე ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენებას
✨ როგორ იურთიერთო ხელოვნურ ინტელექტთან და გამოიყენო ის შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ისე მათთვის, ვისაც სურს წინ გაუსწროს სწრაფად ცვალებად სამყაროს.

📍 ადგილები შეზღუდულია — დაიწყე დღეს და იყავი ერთი ნაბიჯით წინ!

📅 რეგისტრაცია შესაძლებელია ლინკზე: https://forms.gle/tYqBDhfXM7XGS4Dx6

დეტალებისთვის მოგვწერე პირადში 📩

სასწავლო პერიოდი: 15.04.2026-25.04.2026; სასწავლო პერიოდი – საღამოს საათები, დღეგამოშვებით, ლექციის ხანგრძლივობა: 3 საათი; მის.: ....

17/03/2026

93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, ღვთივმიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია

ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს… 💔🕊️

16/03/2026

😍აი ესეთი დადებითი განწყობით ჩატარდა საქართველოს გიდების ასოციაციის გაზაფხულის ნაკადის მისაღები გამოცდები – წარმატებებს ვუსურვებთ ასოციაციის წევრობის კანდიდატებს საგამოცდო შეფასებებში🥰

🙏დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გამომცდელებსა და გამოსაცდელებს მონდომებისა და გაწეული შრომისთვის, ვიდეოს ავტორს Misha Mamaladze–ს კი დადებითი განწყობისა და კანდიდატების გამხნევებისთვის 🤩❤️
🚎ცალკეული მადლობა – Vip Car Rental Georgia-ს და ბატონ გოჩას ჩვენი კომფორტული გადაადგილებისთვის სატრანსპორტო ტურის დროს!🤩 Shako Moseshvili
https://www.facebook.com/profile.php?id=100062936486331
Newkaz
Kety Meladze

🔜დაინიშნა საქართველოს გიდების ასოციაციის მისაღები გამოცდები 2026 წლის გაზაფხულის ნაკადისთვის ❤ 📅გამოცდები ჩატარდება 14 მ...
27/02/2026

🔜დაინიშნა საქართველოს გიდების ასოციაციის მისაღები გამოცდები 2026 წლის გაზაფხულის ნაკადისთვის ❤

📅გამოცდები ჩატარდება 14 მარტს. რეგისტრირებული კანდიდატები მოწვეულები იქნებიან ინსტრუქტაჟზე, გადაეცემათ საგამოცდო მარშრუტი და ტექნიკური ინსტრუქციები გამოცდებთან დაკავშირებით. ინსტრუქტაჟი ჩატარდება პარასკევს, 6 მარტს.

✍️სარეგისტრაციოდ ეწვიეთ ლინკს https://forms.gle/FocCvTCqttXgxcg5A

24/02/2026

📍მოგახსენებთ, რომ ჩვენმა მრავალწლიანმა ძალისხმევამ და ტურიზმის შესახებ კანონის შემუშავების პროცესში აქტიურმა ჩართულობამ გამოიღო შედეგები, რის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქე გიდები წარმოადგენენ პრიორიტეტს. გთხოვთ გაეცნოთ სიახლეებს ტურიზმის შესახებ კანონის და მისი ქვემდებარე აქტის, შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე:

📍2026 წლის 1 მარტიდან ძალაში შედის ცვლილება, რომლის საფუძველზეც "საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება. იმისათვის რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის დისტანციურად „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება დასჭირდება.
თუ მიგრანტი განაცხადის შევსებისას არ ფლობს რაიმე სახის ბინადრობის ნებართვას, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მიღების შემდეგ, საჭირო იქნება მოიპოვონ D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვა". "“ შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის მიხედვით, ბიზნესი ვალდებული ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებამდე, ვაკანსია მინიმუმ 10 სამუშაო დღით განათავსოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში Worknet.moh.gov.ge-ზე, თუ ვაკანსიაზე, აღნიშნულ დროში შესაბამისი კვალიფიკაციის ადგილობრივი კადრი ვერ მოიძებნა, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა ნებართვა დამსაქმებელს წარადგინოს განცხადება უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების შესახებ, შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში.​"

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://labourmigration.moh.gov.ge/ ან დარეკეთ 15/05

​‼️ ტურიზმის შესახებ კანონის 35–ე მუხლის მიხედვით, ყველა ადგილობრივი გიდი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. გიდები და გრძელვადიანი დასვენებისა და დროის განაწილების ხელშეკრულებების მიმწოდებ​ლები რეგისტრირდებ​ი​ან კოდზე -​79.90.0 დაჯავშვნის სხვა მომსახურება და მასთან დაკავშირებული საქმიანობები​.

ეს ქვეკლასი შეიცავს: − მოგზაურობებთან დაკავშირებულ დაჯავშვნის სხვა მომსახურებას:

• ტრანსპორტირების, სასტუმროების, რესტორნების, მანქანის გაქირავების, გასართობი და სპორტული ღონისძიებების და მისთ. დაჯავშვნას

− დროის გაყოფით დასვენების სისტემის მომსახურებას

− ბილეთების გაყიდვის საქმიანობებს თეატრალურ, სპორტულ და სხვა გასართობ ღონისძიებებზე დასასწრებად

− ვიზიტორებისათვის დახმარების გაწევას:

• ინფორმაციის მიწოდებას ტურისტული მოგზაურობების შესახებ

• ტურისტული გიდების საქმიანობებს − ტურიზმის ხელშემწყობ საქმიანობებს

‼️2026 წლის 1 ივნისიდან რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა დაექვემდებარება დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6012850?publication=4

​✅ სერტიფიცირება – ტურიზმის შესახებ კანონის მიხედვით კულტურული ტურიზმის გიდის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია. პროცესი გულისხმობს პირველ რიგში ასოციაციის ავტორიზაციას მასერტიფიცირებელად, შემდგომ გიდების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესის განხორციელებისთვის. ავტორიზაციის შემდგომ მასერტიფიცირებული ორგანიზაციები შეძლებენ გიდების სერტიფიცირებას მსგავსი შინაარსობრივი მოდელით, რომლითაც აქამდე ოპერირებდა საქართველოს გიდების ასოციაცია. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6508445?publication=0
სერტიფიცირების პროცედურების შესახებ დამატებით სამომავლოდ გაგიზიარებთ ინფორმაციას.

Send a message to learn more

21/02/2026

🥳 გიდების საერთაშორისო დღეს გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო!

❤️ დღეს საქართველოს გიდების ასოციაციის 16 წლის იუბილეც გახლავთ 😁😍 გვიხარია, რომ საქართველოში 21 თებერვალი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი გიდისთვის აღიქმება საკუთარ დღესასწაულად!

❤️ ეს არის დღე, როდესაც განსაკუთრებით ამაყები ვართ ჩვენი პროფესიით, მისი მნიშვნელობითა და იმ ღირებულებებით, რომლის გაზიარებაც ჩვენი პროფესიული საქმიანობის უცვლელი ნაწილია 😌

🥂გილოცავთ და გიზიარებთ მესიჯს ამ დღესასწაულის ფუძემდებელი ორგანიზაციის არჩეული პრეზიდენტის - სებასტიან ფრაკენბერგერისგან ❤️

Newkaz World Federation of Tourist Guide Associations. (WFTGA)

❤️
31/12/2025

❤️

📣დაიწყო რეგისტრაცია საქართველოს გიდების ასოციაციის შემოდგომის მისაღებ გამოცდებზე.📍რეგისტრირებული კანდიდატები მოწვეულნი ი...
28/10/2025

📣დაიწყო რეგისტრაცია საქართველოს გიდების ასოციაციის შემოდგომის მისაღებ გამოცდებზე.

📍რეგისტრირებული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან ინსტრუქტაჟზე 1 ნოემბერს, გადაეცემათ საგამოცდო მარშრუტები და ტექნიკური ინსტრუქციები გამოცდებთან დაკავშირებით.

📅თბილისის სატრანსპორტო და საფეხმავლო ტურების გამოცდები ჩატარდება შაბათს, 8 ნოემბერს;

📨რეგისტრაცია სრულდება 1 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე.
საბანკო რეკვიზიტები და გამოცდაზე/გამოცდებზე რეგისტრაციის დასტური გადმოგეგზავნებათ ელ-ფოსტაზე.

📞დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: 2309620; [email protected]; ან გვეწვიეთ მისამართზე: ს. ჯანაშიას ქ. #5 (ორშ.-პარ. 13:00-19:00)

რეგისტრირებული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან ინსტრუქტაჟზე, გადაეცემათ საგამოცდო მარშრუტები და ტექნიკური ინ....

📣დაიწყო რეგისტრაცია კულტურული ტურიზმის გიდის პროფესიული მომზადების პროგრამაზე🤩
01/10/2025

📣დაიწყო რეგისტრაცია კულტურული ტურიზმის გიდის პროფესიული მომზადების პროგრამაზე🤩

რამდენი დიდი ადამიანი გვეცლება თვალსა და ხელს შუა 💔მრავალპროფილური მიღწევებით განთქმული მახო ხარბედია ჩვენი ორგანიზაციის...
02/06/2025

რამდენი დიდი ადამიანი გვეცლება თვალსა და ხელს შუა 💔
მრავალპროფილური მიღწევებით განთქმული მახო ხარბედია ჩვენი ორგანიზაციის მეგობარი იყო დაარსებიდან. ერთი სიამოვნება იყო იმ საერო დონის საქმეებისთვის თვალყურის დევნება, რომელიც მახომ საკუთარი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია...

ვიზიარებთ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას.. 😔

ჩემ შესახებ ზემოთაც არაერთხელ დავწერე, ხანაც ვიგულისხმე საკუთარი თავი. შედარებით ვრცლად მოვყევი ჩემს აღზრდა-გა.....

Address

Simon Janasia Street 5
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Association of Guides - SAGA posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Georgian Association of Guides - SAGA:

Share

Category