28/10/2026
🇬🇪🇬🇪🇬🇪,ძლიერი ფესვები ქმნის ძლიერ მომავალს! 8 ნოემბერი თბილისი.🌿✨ ფესვერია წარმოგიდგენთ: თბილისის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს ,,შავნაბადა".
ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,შავნაბადა“, კრწანისის
რაიონის N70-ე საჯარო სკოლაში 1988 წელს დააარსა
გამოჩენილმა ქორეოგრაფმა თამაზ დაუშვილმა. ანსამბლ ,, შავნაბადა“-ს
სახელი ასოცირდება სკოლასთან ახლომდებარე შავნაბადის
ტაძართან. ანსამბლი მონაწილეობდა როგორც სარაიონო
აგრეთვე საქალაქო და საზღვარგარეთ ფესტივალებზე,
მიღებული აქვს 200-მდე ჯილდო, პრიზი და ლაურეატის
წოდება, ანსამბლი დღემდე უდიდესი პოპულარობით,გამოირჩევა თავისი წარსულითა და აწმყოთი.
დღეს ანსამბლს ხელმძღვანელობენ პროფესიონალი
მოცეკვავეები გიორგი დაუშვილი და ნატო გოცირიძე.
🏆 ფესტივალი „ფესვერია“ პატივს მიაგებს ისტორიებს, რომლებშიც ქართული კულტურის ძალა და მომავლის იმედი ცოცხლობს.
✨ანსამბლი ,,შავნაბადა" ფესვები, რომლებიც აგრძელებენ სიცოცხლეს!
🌿 ფესვერია — ძლიერი ფესვები ქმნის ძლიერ მომავალს!
🇬🇪 საქართველოს სული — მსოფლიო სცენაზე!