18/03/2026
ცოდნის კაფე და ჩვენი ფისო 🐈 დამეგობრდნენ და გაუდგნენ გზას 💫
“🎒 რაც ჩემი შვილები წამოიზარდნენ, ვეძებდი მათ ასაკსა და ინტერესებზე მორგებულ გარე აქტივობებს და თამაშებს. როცა ვერ ვიპოვე ის, რაც მინდოდა, თავად მოვიგონე Urban Tours Kids . საბავშვო სათავგადასავლო ტურები
ჰოდა, უკვე რამდენიმე წელია, მეგობრებთან ერთად, ბავშვებისთვის სათავგადასავლო ტურებს და ლაშქრობებს ვაწყობთ ქალაქში და ქალაქგარეთ.
მთავარი ამბავი ისაა, რომ ბავშვებმა თამაშ-თამაშით, მათთვის გასაგებ ენაზე ისწავლონ რაღაც ახალი, მათთვის საინტერესო და გამოსადეგი, ის, რაც მეტად შეაყვარებთ თავის ქალაქს, გარემოს, ქვეყანას🇬🇪.
🧱 ცოდნის კაფესთან ჩემი პირველი კონტაქტი 2019 წელს შედგა, როცა ხანდაზმულთა კლუბის შესახებ გავიგე. ძალიან მომინდა ამ ადგილის ტურებში ჩასმა, რომ ცოდნის კაფეს მომავალში მეც დამედო ჩემი აგური. მაშინ ჯერ კიდევ ნაქირავებ სივრცეში იყო და ეხლანდელი ცოდნის კაფე ოცნებებში იყო.
🏗️ ჩემს შვილებთან ერთად, ცოდნის კაფეში, ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში ვიყავი სტუმრად. მაშინ წარმოსახვით ხაზებს გვივლებდნენ ჰაერში და აღტაცებით გვიყვებოდნენ, სად იქნებოდა ბიბლიოთეკა, სად - წიგნის კითხვის სივრცე. მერე ყველაფერი რეალობად და ჯადოქრობად აქციეს ადამიანების დახმარებით, და უკვე გახსნილზე, ჩემს შვილებს ისე მოეწონათ ყველაფერი, სასწრაფოდ უკან დაბრუნება და სტუმრობა ითხოვეს.
💪 ცოდნის კაფე ჩემთვის თანადგომის, ერთობის, მიზნის დაჯერების და შეუპოვრობის მაგალითია. როცა რაღაც ისე ძალიან გიყვარს და ისე გჯერა, რომ სხვებიც იწყებენ დაჯერებას.
🎉 ამ გაზაფხულს კი, 2/3 მაისს , ცოდნის კაფეს პატარა მკითხველები, გვინდა თბილისის სახალისო ტურზე დავპატიჟოთ. ერთად აღმოვაჩინოთ დედაქალაქის საინტერესო ადგილები, საიდუმლო გვირაბები და ის, რაც ქმნის ქალაქის ხასიათს.
🗺️ მერე იქნებ ჩვენ დავბრუნდეთ წნორში ქალაქის ტურზე. ურთიერთობები ხომ ასე ყალიბდება და ასე შენდება ხიდები, რომლებიც ერთმანეთთან სამუდამოდ გვაკავშირებს.”
🧭 ნუცა ცქიმანაური, 2 შვილის დედა, გიდი.
P.S. 💳
თუ შენც ჩვენსავით ფიქრობ და გჯერა, რომ განათლებაში ინვესტიცია ღირებულია, მხარდაჭერის გამოსახატად შეგიძლია გააკეთო შემოწირულება.
მიმღები: ცოდნის კაფე
დანიშნულება: დონაცია 🤍