თევერო ტური - TeVero tours

თევერო ტური -  TeVero tours ტურები ისრაელში

🎼 სადაც მუსიკა და დიდი ისტორია ერთმანეთს ხვდება...ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში სიყვარულით გიწვევთ საღამოზე —❤️ „ქა...
15/09/2026

🎼 სადაც მუსიკა და დიდი ისტორია ერთმანეთს ხვდება...

ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში სიყვარულით გიწვევთ საღამოზე —
❤️ „ქართველი ებრაელები საქართველოსთვის“.❤️
ეს იქნება ნოსტალგიური მოგზაურობა უმშვენიერესი საესტრადო სიმღერების ფონზე.💫💫 ვისაუბრებთ იმ დიდ ადამიანებზე, რომელთა შემოქმედებამ და ღვაწლმა ორი ქვეყნის კულტურა კიდევ უფრო დააახლოვა.გვესტუმრეთ, გაიზიარეთ სიყვარული და მოგონებები:
🗓 22 ოქტომბერი, 20:00 საათი ბათ იამი, მატნას „ეშკოლ პაის“ დეკელის ქუჩა N2.

გილოცავთ ტევეროელებო!მთაგრაგნილსა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩვენე მოწაფეთა შენთა დიდება ბრწყინვალებისა შენისა...
19/08/2026

გილოცავთ ტევეროელებო!
მთაგრაგნილსა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩვენე მოწაფეთა შენთა დიდება ბრწყინვალებისა შენისა, ძალისაებრ მათისა, გამოაჩინე ჩვენცოდვილთაცა ნათელი შენი დაუვალსა, მეოხებითა ღვთისმშობელისათა, ნათლის მომცემლო, დიდება შენდა.

06/08/2026
04/08/2026

👏👏🎉🎉როდესაც ხელოვნება შენს სულში ცოცხლობს, ნებისმიერი ისტორიული ადგილი შენს სცენად იქცევა! ✨
ეს არის ნამდვილი მსახიობისთვის დამახასიათებელი შარმი და პროფესიონალიზმი. ემოციით დასრულდა კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე მარინა გელაშვილთან ერთად.
🌸💃აი, ასე ხდება, როდესაც ხარ ბედნიერი, იმყოფები საუკეთესო ტურზე და შენ გვერდით ნამდვილი ნიჭის ზეიმია!❤️
@ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში.
Marina Gelashvili

ლამაზი დღე იყო ნამდვილად💕
02/08/2026

ლამაზი დღე იყო ნამდვილად💕

დავითის კოშკის მუზეუმი — იროდ მეფის ციტადელიTower of David Museum — King Herod's Citadel
02/08/2026

დავითის კოშკის მუზეუმი — იროდ მეფის ციტადელი
Tower of David Museum — King Herod's Citadel

გუშინ ზუსტად იმ ადგილას ვიდექით, სადაც კაცობრიობის ისტორიის უდიდესი მისტიკა და დრამა გათამაშდა — სიონის მთის ზედა ოთახში...
02/08/2026

გუშინ ზუსტად იმ ადგილას ვიდექით, სადაც კაცობრიობის ისტორიის უდიდესი მისტიკა და დრამა გათამაშდა — სიონის მთის ზედა ოთახში.

"საიდუმლო სერობა-ზიარების ოთახი"

აქ, საიდუმლო სერობაზე, მაცხოვარმა აკურთხა პური და ღვინო, რითაც პირველად დააწესა წმინდა ზიარების საიდუმლო. თუმცა, ამავე საღამოს უფალმა პირველად გაამჟღავნა მოახლოებული ღალატის შესახებაც. როდესაც მისმა საყვარელმა მოწაფემ, იოანე ღვთისმეტყველმა ჰკითხა, თუ ვინ იყო გამცემი, იესომ პურის გატეხვითა და მიწოდებით მიანიშნა იუდაზე. ამავე წმინდა კედლებში აღესრულა მოწაფეთა ფეხთბანვა და მოგვიანებით, სულიწმინდის გარდამოსვლაც.

ამავე ოთახში ყურადღებას იქცევს ბრინჯაოს სკულპტურა — სიცოცხლის გაგრძელების საოცარი სიმბოლო, რომელიც რომის პაპმა იოანე პავლე II-მ იერუსალიმში თავისი ისტორიული ვიზიტის დროს უსახსოვრა ამ წმინდა ადგილს. ეს ხე, რომელიც ერთგვარ კანდელაბრსაც მოგვაგონებს, სამ უდიდეს ბიბლიურ სიმბოლოს აერთიანებს:
✅️1)მარადიული სიცოცხლისა და მშვიდობის გამომხატველ ზეთისხილის ხეს.
✅️2)წმინდა ზიარების ღვინის მომასწავებელ ვაზის ყურძენს.
✅️ 3) მაცხოვრის ხორცის სიმბოლოს — ხორბლის თავთავებს.
საოცარი განცდაა იმ საძირკველზე დგომა, რომელიც ამდენ საიდუმლოსა და სულიერ ძალას ინახავს.

01/08/2026

ისრაელის მეფე და ქრისტიანთათვის ფსალმუნების შემქმნელი — დავით წინასწარმეტყველის საფლავი სიონის მთაზე.

"უფალი არს მფარველი ჩემი და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას“. (90-ე ფსალმუნი)

"უფალი დამწყემსავს მე და არა რაი მაკლდეს... და თუმცა ვიდოდი მე შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ“. (22-ე ფსალმუნი)

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი იერუსალიმის სიონის მთაზე. (Dormition Abbey) სწორედ იმ ადგილას არის აგებული, სადაც ქრისტიან...
01/08/2026

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი იერუსალიმის სიონის მთაზე.
(Dormition Abbey)
სწორედ იმ ადგილას არის აგებული, სადაც ქრისტიანული ტრადიციით იოანე ღვთისმეტყველის სახლი მდებარეობდა.ჯვარცმისას იესო ქრისტემ თავის საყვარელ მოწაფეს, იოანე ღვთისმეტყველს, ღვთისმშობელზე ზრუნვა მიანდო, სახარების მიხედვით კი
„იმ საათიდან წაიყვანა იგი მოწაფემ თავისას“. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, ყოვლადწმინდა მარიამი სწორედ იოანეს სახლში ცხოვრობდა სიონის მთაზე და ამავე ადგილას დაასრულა მან მიწისმიერი ცხოვრება მოციქულების გარემოცვაში.ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში აქ დიდი ბიზანტიური ბაზილიკა
„ჰაგია სიონი“ აღიმართა, დღეს არსებული მონუმენტური ტაძარი კი მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა. მისი მთავარი სიწმინდე, მიწისქვეშა საძვალეში დასვენებული ღვთისმშობლის მიძინების ქანდაკება, სიმბოლურად ზუსტად იმ ადგილს აღნიშნავს, სადაც საუკუნეების წინ იოანე ღვთისმეტყველის სახლის ოთახი მდებარეობდა.

მარია მაგდანელას სახელობის ტაძარში მიბრძანდა  და დაიდო ბინა.წმ.ნინოს ხატმა.🙏
01/08/2026

მარია მაგდანელას სახელობის ტაძარში მიბრძანდა და დაიდო ბინა.წმ.ნინოს ხატმა.🙏

Address

Tel Aviv

Telephone

+972527086091

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თევერო ტური - TeVero tours posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category